შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება)

მიღების თარიღი 31.10.2019
ძალაში შესვლა 15.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №15-01-2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016766
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2024
matsne.gov.ge 1,948 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2019 მიღება
15.01.2024 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 03.06.2022 შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 03.06.2022 საერთაშორისო შეთანხმება „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს შორის ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს სახელით, დოქტ. მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 84% 07.12.2021 ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ურთიერთშეთანხმების პროცედურის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 04.07.2023 საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 83% 01.02.2025

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ (ვალიდაციის შეთანხმება) საქართველოს მთავრობა („საქართველო“), წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის სახით,   და ევროპის საპატენტო ორგანიზაცია („ორგანიზაცია“), წარმოდგენილი ევროპის საპატენტო უწყების („EPO“) პრეზიდენტის, ანტონიო კამპინოსის სახით, ითვალისწინებენ რა 1973 წლის 5 ოქტომბრის ევროპული პატენტების გაცემის შესახებ კონვენციას,  უკანასკნელად გადასინჯულს 2000 წლის 29 ნოემბრის ევროპის საპატენტო კონვენციის გადასინჯვის აქტით  („EPC“) და, კერძოდ, მის 33(4)-ე მუხლს, 1999 წლის 5 თებერვლის საქართველოს საპატენტო კანონს N1791, იღებენ რა მხედველობაში იმას, რომ საქართველოს საპატენტო კანონი ითვალისწინებს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში არსებული დაცვის დონის არსებითად მსგავს დაცვის დონეს, რომ საქართველო, თავის ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი დებულებების შეტანით, რომლებიც შეესაბამება ამ შეთანხმების დანართში წარმოდგენილი დებულებების სულისკვეთებას („ვალიდაციის სისტემა“) უზრუნველყოფს სისტემას, რომელიც მოთხოვნისამებრ, შესაძლებელს გახდის თავის ტერიტორიაზე ევროპული საპატენტო განაცხადებისა და პატენტების მოქმედების ვალიდაციას. იღებენ რა მხედველობაში იმას, რომ საქართველო არის საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების („PCT“) მონაწილე მხარე და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მინიშნებული ჰყავს EPO, როგორც საერთაშორისო საძიებო და წინასწარი ექსპერტიზის განმახორცილებელი ორგანო, აღიარებენ რა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების (TRIPS შეთანხმება) სტანდარტების სრულად გამოყენების აუცილებლობას, აღნიშნავენ რა საქართველოს მიერ EPO-სგან მხარდაჭერის მოთხოვნას ვალიდაციის სისტემის განხორციელების საქმეში, დარწმუნებულნი არიან რა, რომ ორგანიზაციისა და საქართველოს შორის ვალიდაციის სისტემის შემოღება ერთობლივ ინტერესშია და იგი გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში, რომ ვალიდაციის სისტემა ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევასა და ევროკავშირის გეგმებს ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის ეტაპობრივ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 შეთანხმების საგანი ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ამ შეთანხმების ფარგლებში საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის ეფექტური სისტემის შემუშავებისათვის. მუხლი 2🔗 ტექნიკური და სამართლებრივი დახმარება ორგანიზაციამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს საქართველო ტექნიკური და სამართლებრივი დახმარებით, რომელიც აუცილებელია ვალიდაციის სისტემის განსახორციელებლად. მუხლი 3🔗 სამართლებრივი და და ადმინისტრაციული თანამშრომლობა (1) ხელშემკვრელმა მხარეებმა რეგულარულად უნდა გაცვალონ ინფორმაცია მათ შესაბამის საპატენტო სისტემაში სამართლებრივი პროცესების განვითარების შესახებ. (2) საქართველოს მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, ორგანიზაციამ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გასცეს რეკომენდაცია საქართველოს საპატენტო სისტემასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების მიღებასა ან მათში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. მუხლი 4🔗 ვალიდაციის მოთხოვნების დამუშავება (1) EPO-მ უნდა მიიღოს, დაამუშაოს და გამოაქვეყნოს საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციისთვის ნებისმიერი მოთხოვნა და გადასცეს სსიპ – საქართველოს  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ („უწყებას“) ნებისმიერი ინფორმაცია ევროპულ საპატენტო განაცხადებსა და პატენტებთან დაკავშირებული საქმისწარმოების შესახებ. (2) EPO-მ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოთხოვნის საფუძველზე უნდა გაუწიოს დახმარება უწყებას ნებისმიერი სხვა სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების გზით. მუხლი 5🔗 ინფორმაცია ვალიდირებული ევროპული პატენტების შესახებ უწყებამ უნდა აცნობოს EPO-ს ნებისმიერი ვალიდირებული ევროპული პატენტის სამართლებრივი სტატუსის შესახებ (როგორიცაა, ბათილად ცნობა, შეწყვეტა, შეზღუდვა, გამოხმობა ან გაუქმება). მუხლი  6🔗 ფინანსური საკითხები (1) ვალიდაციის თითოეული მოთხოვნისათვის ვალიდაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს EPO-ში. EPO-ს პრეზიდენტმა, უწყების თავმჯდომარესთან შეთანხმებით, უნდა დააწესოს ვალიდაციის საფასურის ოდენობა. ამ საფასურის ოდენობა შეიძლება გადასინჯულ იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. (2) ვალიდაციის საფასურის წილი, 75%-ის ოდენობით ეკუთვნის უწყებას და გადაირიცხება მის ანგარიშზე EPO-სა და უწყებას შორის შეთანხმების საფუძველზე. EPO დაიტოვებს ვალიდაციის საფასურის 25%-ს ვალიდაციის შეთანხმებით ნაკისრი ამოცანების შესრულებისთვის გაწეული ხარჯების დასაფარად. მუხლი 7🔗 ერთობლივი კომიტეტი (1) ამ შეთანხმებასთან და მის განხორციელებასთან წარმოშობილი ყველა საკითხის განსახილველად უნდა დაფუძნდეს ერთობლივი კომიტეტი. კომიტეტი უნდა შედგებოდეს EPO-სა და უწყების წარმომადგენლებისაგან. (2) კომიტეტი უნდა შეიკრიბოს უწყების თავმჯდომარის ან EPO-ს პრეზიდენტის ინიციატივით. თითოეული შეხვედრის დღის წესრიგი, ადგილი და თარიღი დადგინდება ორ უწყებას შორის შეთანხმებით.  მუხლი 8🔗 შეთანხმების განხორციელება ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების მიხედვით ნაკისრი ამოცანები შესრულებული უნდა იქნეს EPO-სა და უწყების მიერ. EPO-მ შეიძლება დაავალოს ამ შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანების შესრულება EPC-ს მონაწილე სახელმწიფოთა საპატენტო უწყებებს, მათი თანხმობის საფუძველზე. მუხლი 9🔗 შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ორგანიზაციის ან საქართველოს თხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები ამ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამ შეთანხმების მიღების პროცედურა mutatis mutandis გავრცელდება შეთანხმების ცვლილებაზე. მუხლი 10🔗 შეთანხმების ხანგრძლივობა (1) წინამდებარე შეთანხმება იდება ხუთი წლის პერიოდით და გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ამის თაობაზე ხელშემკვრელი მხარე წერილობითი ფორმით არ გამოხატავს წინააღმდეგობას შესაბამისი ხუთწლიანი პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს ექვსი თვით ადრე. (2) პირველი პუნქტის მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს წერილობით რომელიმე მხარის მიერ; შეწყვეტა შედის ძალაში  მეორე მხარის მიერ შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, თუ აღნიშნული შეტყობინება არ განსაზღვრავს უფრო ხანგრძლივ პერიოდს ან თუ ხელშემკვრელი მხარეები არ შეთანხმდებიან უფრო ხანმოკლე პერიოდზე. (3) ამ შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში მე-4-მე-6 მუხლების მოქმედება გაგრძელდება განხილვაში მყოფი ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადის  მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც ვალიდაციის მოთხოვნა შეტანილი იქნა შეთანხმების შეწყვეტამდე და ნებისმიერი ევროპული პატენტის მიმართ, რომელიც გაცემულია ამგვარ განაცხადზე. მუხლი 11🔗 ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება EPO-ს პრეზიდენტსა და უწყების თავმჯდომარეს შორის შეტყობინებების გაცვლის საფუძველზე, საქართველოს მიერ ამ შეთანხმების დანართის შესაბამისი დებულებების მიღების შემდეგ. შესრულებულია მიუნხენში, 31 ოქტომბერს 2019 წელს, ორ დედნად  ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე, ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით Genadi Arveladze საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ევროპის საპატენტო ორგანიზაციის სახელით António Campinos ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი დანართი საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის მარეგულირებელი სამოდელო დებულებები დებულებები, რომლებიც შეესაბამება წარმოდგენილი ნიმუშების პროექტების ფორმულირებასა და სულისკვეთებას, უნდა აისახოს საქართველოს საპატენტო კანონში დადგენილი წესით. მუხლი 1🔗 ევროპული პატენტების ვალიდაცია (1)    ევროპულ საპატენტო განაცხადსა და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს, შემდეგი დებულებების შესაბამისად, უნდა მიენიჭოს იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებაროს იმავე პირობებს, რაც ვრცელდება ეროვნულ საპატენტო განაცხადსა და ეროვნულ პატენტზე საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით. (2)    ამ დებულებების მიზნებისათვის, (a) „ევროპული საპატენტო განაცხადი“ ნიშნავს ევროპის საპატენტო კონვენციის (EPC) შესაბამისად ევროპული პატენტისათვის განაცხადს, ასევე, საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების (PCT) შესაბამისად შეტანილ საერთაშორისო განაცხადს, რომელთან დაკავშირებით ევროპის საპატენტო უწყება (EPO) არის აღნიშნული ან არჩეული უწყება, და რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის საერთაშორისო თარიღი და რომელშიც აღნიშნულია საქართველო; (b) „ვალიდირებული ევროპული პატენტი“ ნიშნავს EPO-ს მიერ გაცემულ ევროპულ პატენტს, ევროპულ საპატენტო განაცხადზე, რომლის საფუძველზე მოთხოვნილ იქნა საქართველოში ვალიდაცია; (c) „ეროვნული საპატენტო განაცხადი“ ნიშნავს საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტში“ (,,უწყება“) შეტანილ განაცხადს; (d) „ეროვნული პატენტი“ ნიშნავს პატენტს, რომელიც გაცემულია უწყების მიერ ეროვნულ საპატენტო განაცხადზე საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ვალიდაციის მოთხოვნა (1)    ევროპის საპატენტო განაცხადი და ასეთ განაცხადზე გაცემული ევროპული პატენტი შეიძლება იქნეს ვალიდირებული საქართველოში განმცხადებლის მოთხოვნით. ვალიდაციის მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს წარდგენილად განმცხადებლის მიერ ნებისმიერი ევროპული საპატენტო განაცხადისთვის, რომელიც შეტანილია იმ თარიღისათვის ან მას შემდეგ, როდესაც ძალაში შევა საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ვალიდაციის შეთანხმება. (2)    უწყებამ უნდა გამოაქვეყნოს ვალიდაციის ყველა მოთხოვნა შესაძლოდ მოკლე ვადაში მას შემდეგ, რაც EPO შეატყობინებს მას, რომ გადახდილია ვალიდაციის შესაბამისი საფასური, მაგრამ არა შეტანის თარიღიდან 18 თვის გასვლამდე, ან თუ მოითხოვება პრიორიტეტი, პრიორიტეტის ყველაზე ადრინდელი  თარიღიდან. (3)    ვალიდაციის მოთხოვნის გამოხმობა შეიძლება ნებისმიერ დროს. იგი უნდა ჩაითვლოს გამოხმობილად, თუ ვალიდაციის შესაბამისი საფასური დროულად არ იქნა გადახდილი, ან თუ ევროპული საპატენტო განაცხადის მიმართ მიღებულ იქნა საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება, გამოხმობილ იქნა ან ჩაითვალა გამოხმობილად. უწყებამ უნდა გამოაქვეყნოს ის შესაძლოდ მოკლე ვადაში, თუ ვალიდაციის მოთხოვნა უკვე იქნა გამოქვეყნებული მის მიერ მე-2 პუნქტის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ვალიდაციის საფასური (1) ვალიდაციის საფასური გადახდილი უნდა იქნეს EPO-სთვის ექვსი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც ევროპულ საპატენტო ბიულეტენში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ევროპული ძიების ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ, ან, შესაბამის შემთხვევაში, იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო განაცხადის ევროპულ ფაზაში შესასვლელად მოთხოვნილი ქმედებების შესასრულებლად პირველი მუხლის მე-2(ა) პუნქტის შესაბამისად. (2) ვალიდაციის საფასური შესაძლებელია გადახდილ იქნას კანონიერად დამატებითი ორთვიანი პერიოდის განმავლობაში, პირველ პუნქტში მითითებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, იმ პირობით, რომ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გადაიხდება საფასურზე 50% დანამატი. (3) ვალიდაციის საფასურების გადახდისას mutatis mutandis ვრცელდება EPO-ს საფასურებთან დაკავშირებული წესები. კანონით დადგენილი წესით გადახდილი ვალიდაციის საფასურების  დაბრუნება არ ხდება. მუხლი 4🔗 ევროპული საპატენტო განაცხადების მოქმედება (1) ევროპული საპატენტო განაცხადი, რომელსაც მინიჭებული აქვს შეტანის თარიღი, უნდა გაუთანაბრდეს ჩვეულებრივ ეროვნულ საპატენტო განაცხადს, შესაბამის შემთხვევებში  ევროპული საპატენტო განაცხადისათვის მოთხოვნილი პრიორიტეტით, შედეგის მიუხედავად. (2) გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადით პირობითად უნდა მოხდეს იმავე დაცვის მინიჭება, რომლის მინიჭებაც ხდება გამოქვეყნებული ეროვნული საპატენტო განაცხადით, იმ თარიღიდან, როდესაც უწყების მიერ ევროპული საპატენტო განაცხადის ფორმულის თარგმანი ქართულ ენაზე  საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა. (3) როდესაც ვალიდაციის მოთხოვნა არის გამოხმობილი ან ითვლება გამოხმობილად, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ევროპულ საპატენტო განაცხადს ab initio არ ჰქონდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოქმედება. მუხლი 5🔗 ევროპული პატენტების მოქმედება (1) ვალიდირებული ევროპული პატენტით, ამ მუხლის მე-2-მე-7 პუნქტების შესაბამისად, EPO-ს მიერ მისი გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან, უნდა მოხდეს იმავე უფლებების მინიჭება, როგორი უფლებებიც საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად მიენიჭებოდა ეროვნული პატენტით. ნებისმიერი სამართლებრივი ქმედება ვალიდირებულ ევროპულ პატენტთან დაკავშირებით, გარდა EPO-ში წარდგენილ მესამე პირის საჩივართან, ცენტრალურ გაუქმებასთან ან შეზღუდვასთან დაკავშირებული სამართალწარმოებებისა, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. (2) ევროპული პატენტის გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვენების თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, პატენტის მფლობელმა უნდა წარადგინოს უწყებაში პატენტის სრული ქართული თარგმანი და გადაიხადოს გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. (3) თუ EPO-ში წარდგენილი მესამე პირის საჩივრის ან შეზღუდვის მოთხოვნის შედეგად, ევროპული პატენტი ძალაში დარჩება შეცვლილი სახით, პატენტის მფლობელმა სამი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ევროპული პატენტის შეცვლილი სახით ძალაში დატოვების ან მისი შეზღუდვის გადაწყვეტილების მიღების შესახებ,  უნდა წარადგინოს უწყებაში ევროპული პატენტის შეცვლილი ან შეზღუდული სახით პატენტის სრული ქართული თარგმანი და გადაიხადოს გამოქვეყნებისთვის დადგენილი საფასური.  (4) როდესაც გამოგონების ფორმულის ტექსტი შეიცავს მინიშნებებს ნახაზებზე, ასეთი ნახაზები უნდა დაერთოს მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ თარგმანს. (5) უწყებამ შესაძლოდ მოკლე ვადაში უნდა გამოაქვეყნოს მე-2 ან მე-3 პუნქტების მოთხოვნების დაცვით წარდგენილი თარგმანი. (6) თუ მე-2 ან მე-3 პუნქტებში მითითებული თარგმანი არ არის წარდგენილი შესაბამის ვადაში ან თუ არ არის გადახდილი შესაბამის ვადაში გამოქვეყნების საფასური, ევროპული პატენტი ჩაითვლება ბათილად ab initio. თარგმანი შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონის მოთხოვნათა დაცვით დამატებითი სამთვიანი პერიოდის განმავლობაში მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული შესაბამისი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, იმ პირობით, რომ დამატებითი პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნების საფასურზე გადაიხდება 100% დანამატი. (7) იმ შემთხვევაში, თუ პატენტი ბათილად იქნა ცნობილი მესამე პირის გასაჩივრების ან ცენტრალურად გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას ან შეიზღუდა EPO-ში შეზღუდვასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ან მასზე დაფუძნებულ ევროპულ საპატენტო განაცხადს არ ჰქონდა ab initio ამ მუხლის პირველ პუნქტში და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული მოქმედება. მუხლი 6🔗 ევროპული საპატენტო განაცხადების ან ევროპული პატენტების ავთენტური ტექსტი (1) თარგმანთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნების შელახვის გარეშე, ევროპული საპატენტო განაცხადის ან ევროპული პატენტის ტექსტი EPO-ში სამართალწარმოების ენაზე უნდა იყოს ავთენტური ტექსტი საქართველოში ნებისმიერი სამართალწარმოებისთვის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია განსაკუთრებული მოთხოვნები, ამის საფუძველზე, შესაძლებელია საქართველოს სასამართლოებში სამართალწარმოებისას, მათ შორის გაუქმებასთან დაკავშირებული  სამართალწარმოების ჩათვლით, მოთხოვნილ იქნეს დამოწმებული ქართული თარგმანის გამოყენება. (2) მიუხედავად ამისა, გარდა გაუქმებასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული თარგმანი უნდა ჩაითვალოს ავთენტურად, თუ ნათარგმნ ენაზე განაცხადით ან პატენტით ხდება ისეთი დაცვის მინიჭება, რომელიც უფრო ვიწროა, ვიდრე ის დაცვა, რომლის მინიჭებაც ხდება  სამართალწარმოების ენაზე. (3) ევროპული პატენტის მიღების მსურველ განმცხადებელს ან ვალიდირებული ევროპული პატეტის მფლობელს ნებისმიერ დროს შეუძლია წარმოადგინოს შესწორებული თარგმანი. გამოქვეყნებული ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის შესწორებულ თარგმანს არ აქვს რაიმე იურიდიული ძალა, ვიდრე ის არ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი უწყების მიერ და არ იქნება გადახდილი გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. ვალიდირებული ევროპული პატენტის შესწორებულ თარგმანს არ არა აქვს რაიმე იურიდიული ძალა, ვიდრე ის არ გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი უწყების მიერ და არ იქნება  გადახდილი გამოქვეყნებისათვის დადგენილი საფასური. (4) ნებისმიერ პირს, რომელიც კეთილსინდისიერად იყენებს ან განახორციელა ქმედითი და სერიოზული მოსამზადებელი საქმიანობა განაცხადის ან გამოგონების გამოყენებისათვის, რომლის გამოყენებაც არ წარმოადგენდა პატენტზე უფლების დარღვევას თარგმანის პირვანდელ ვარიანტში, შესწორებული თარგმანის ძალაში შესვლის შემდეგ შეუძლია, გააგრძელოს  ასეთი გამოყენება თავის საქმიანობაში ან მისი საჭიროებებისათვის, რაიმე საფასურის გადახდის გარეშე. მუხლი 7🔗 უფლებები უფრო ადრინდელ თარიღზე (1) ევროპული საპატენტო განაცხადი, რომლისთვისაც გადახდილია ვალიდაციის საფასური და ვალიდირებული ევროპული პატენტი, ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტის მიმართ უნდა მიეკუთვნოს ისეთივე ტექნიკის დონეს, როგორსაც მიეკუთვნება ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი. (2) ეროვნული საპატენტო განაცხადი და ეროვნული პატენტი ვალიდირებული ევროპული პატენტის მიმართ მიეკუთვნება ისეთივე ტექნიკის დონეს, როგორსაც მიეკუთვნება ეროვნული პატენტი. მუხლი 8🔗 ერთდროული დაცვის აკრძალვა როდესაც ვალიდირებულ ევროპულ პატენტს და ეროვნულ პატენტს აქვთ ერთი და იგივე შეტანის თარიღი, ან როდესაც მოითხოვება პრიორიტეტი, ერთი და იგივე პრიორიტეტის თარიღი მინიჭებულია ერთსა და იმავე პირზე ან მის უფლებამონაცვლეზე, ეროვნულ პატენტს არ აქვს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ის ფარავს იმავე გამოგონებას, რომელსაც ფარავს ვალიდირებული ევროპული პატენტი, იმ თარიღიდან, როდესაც გავიდა გასაჩივრების პერიოდი ევროპული პატენტის მიმართ ისე, რომ არ იქნა შეტანილი მესამე პირის საჩივარი, ან იმ თარიღიდან, როდესაც გასაჩივრებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შედეგად მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპული პატენტის ძალაში შენარჩუნების შესახებ. მუხლი 9🔗 ვალიდირებული ევროპული პატენტების ძალაში შენარჩუნების საფასურები ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალაში შენარჩუნების საფასურები გადაიხდება უწყებაში იმ წლებისთვის, რომლებიც მოსდევს ევროპული პატენტის გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების წელს. მუხლი 10🔗 EPC-ს მოქმედება EPC-ის დებულებები და მისი განხორციელების შესახებ რეგულაციები არ გამოიყენება, თუ წინამდებარე დებულებებით სხვაგვარად არა არის განსაზღვრული.