“ვეტერან ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირებასტან დაკავშირებული საკვალიფიკაციო კურსების პროგრამების დამტკიცების შესახებ"
მიღების თარიღი 20.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-175
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.575
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 27/07/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“ვეტერან ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირებასტან დაკავშირებული საკვალიფიკაციო კურსების პროგრამების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AacadLN;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal; text-decoration:underline;} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:AacadLN;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 58.5pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.575
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-175
2005 წლის 20 ივლისი
ქ. თბილისი
ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო კურსების პროგრამების დამტკიცების შესახებ
,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ვეტერინარ ექიმთა (ვეტერინარულ-სანიტარიულ ექიმთა, ვეტერინარ ფარმაცევტთა) სახელმწიფო სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო კურსების თანდართული პროგრამები.
2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. სარჯველაძეს.
მ. სვიმონიშვილი
პროგრამა
ვეტერინარ ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მსმენელთათვის პროფილით “ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა”
შესავალი
ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა არის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობისა და გარემოში გადამდები სნეულებების აღმძვრელისა და მათი გადამტანების სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.
ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების ვეტერინარ სპეციალისტს უნდა შეეძლოს გაატაროს ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები და გადაწყვიტოს მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების სანიტარიულ-ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედობის საკითხები მათი დამზადების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის (მიმოქცევის) ყველა ეტაპზე.
ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტის მოვალეობაა მისცეს ზუსტი ვეტერინარულ-სანიტარიული შეფასება მეცხოველეობის ნედლეულსა და პროდუქტებს და განსაზღვროს მისი გამოყენების ან განადგურების წესი.
გარდა ამისა, აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მოვალეობაში შედის მცენარეული საკვები პროდუქტებისა და თაფლის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩატარება. ამასთან დაკავშირებით ისინი უნდა ფლობდნენ ამ პროდუქტების გამოკვლევის თანამედროვე მეთოდებს.
ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა
საკლავი ცხოველების ზოგადი დახასიათება. საკლავი ცხოველების ტრანსპორტირება. ტრანსპორტირების ვეტერინარულ-სანიტარიული წესები. ტრანსპორტირების სახეები სატრანსპორტო საშუალებების სანიტარიული დამუშავება.
ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები სასაკლაოების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისადმი. საკლავი ცხოველების მიღებისა და ჩაბარების წესი. პირუტყვისა და ფრინველის დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმება, მათი მომზადება დასაკლავად. დაავადებები და სხვა მდგომარეობანი, რომელთა დროსაც ცხოველი არ დაიშვება დასაკლავად. ავადმყოფი ცხოველების დაკვლის წესები.
ცხოველების დაკვლისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიური სქემები.
ხორცი. მისი კვებითი და ბიოლოგიური მნიშვნელობა. სხვადასხვა სახის ცხოველის ხორცის მორფოლოგია, ქიმიური შედგენილობა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. ხორცის სახეობის განსაზღვრის მეთოდები.
ცვლილებები ხორცში დაკვლის შემდგომ. ხორცის მომწიფება და მისი არსი.
ტანხორცისა და ორგანოების დაკვლისშემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ორგანიზაცია და მეთოდიკა ხორცკომბინატებში, სასაკლაოებზე, აგრარული ბაზრების ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებში (ლაბორატორიებში) და ა.შ.
ტანხორცის ვეტერინარული დადამღვა. სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება.
ინფექციური დაავადებების დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი დიაგნოსტიკა. ტანხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული შეფასება ხორცისა და ხორცპროდუქტების საშუალებით ადამიანზე გადამდები და არაგადამდები ინფექციური და ინვაზიური სნეულებების დროს. ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები ზოოანტროპონოზური სნეულებების აღმოჩენის დროს.
ცხოველთა დაკვლის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა და შეფასება არაგადამდები დაავადებების და მოწამვლების, ანტიბიოტიკებით მათი მკურნალობისა და რადიაქტიური ნივთიერებებით დაზიანების დროს.
კვებითი ტოკსიკოინფექციები და ტოქსიკოზები, მათი პროფილაქტიკა ვეტერინარული სამსახურის ხაზით.
იძულებით დაკლული ცხოველების ტანხორცისა და შინაგანი ორგანოების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. იძულებით დაკლული ცხოველის ხორცის ვეტერინარულ-სანიტარიული შეფასება და რეალიზაციის გზები. პირობით ვარგისი ხორცი და მისი გაუვნებლობის წესები.
თევზის ხორცის მორფოლოგია და ქიმია, თავისებურებანი. თევზის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა.
ხორცის დაკონსერვების არსი. დაკონსერვების მეთოდები (დაბალი და მაღალი ტემპერატურით, დამარილებით). ხორცისა და ხორცპროდუქტების შენახვის ჰიგიენა მაცივრებში. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა მაცივრებში.
თანამედროვე ძეხვის წარმოების დახასიათება. მოხარშული, მოხარშულ-შებოლილი, უმადშებოლილი ძეხვების წარმოების ტექნოლოგია.
მალფუჭადი პროდუქტების ტრანსპორტირება. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა სამაცივრო ტრანსპორტზე.
სუბპროდუქტები. მათი კლასიფიკაცია კვებითი ღირებულების მიხედვით. სუბპროდუქტების პირველადი გადამუშავების ტექნოლოგია.
ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნები ტყავნედლეულის დამამზადებელი საწარმოებისადმი.
რძის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. ავადმყოფი ცხოველებიდან მიღებული რძის გაუვნებლება. რძის პასტერიზაცია და სტერილიზაცია.
რძის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა.
თაფლის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. მცენარეული საკვები პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა აგრარულ ბაზრებზე და ბაზრობებზე, მათი სანიტარიული შეფასება.
კვერცხის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა.
ზოოჰიგიენა-ეკოლოგია
გარემოს ფაქტორების გავლენა ორგანიზმზე (ჰაეროვანი გარემო, ნიადაგი, წყალი, საკვები, ბინები).
ბიოსფერო – მისი აწმყო და მომავალი.
ჰაეროვანი გარემოს შეფასების მეთოდები
მიკროკლიმატის შემქმნელი ფაქტორები.
სასმელი წყლის შეფასების მეთოდები.
ნიადაგის შეფასების მეთოდები.
მზის სხივური ენერგია. ხილული და უხილავი სხივების ბიოლოგიური მნიშვნელობა.
ბიოსფერო (ბიოტური და აბიოტური ფაქტორების ურთიერთმოქმედება.
პ რ ო გ რ ა მ ა
ვეტერინარ ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მსმენელთათვის პროფილით “კერძო სამკურნალო პროფილაქტიკური საქმიანობა”.
შესავალი
,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის (მუხ. 19, პუნქ. 2) შესაბამისად კერძო ვეტერინარული სამსახურების ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობაა ვეტერინარიის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს ეპიზოოტიური, ზოონოზონური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკურ-სამკურნალო და საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებები: ცხოველთა ინფექციური, მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს, აწარმოოს ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვეტერინარი სპეციალისტი კარგად უნდა ფლობდეს გადამდები და არაგადამდები დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, ვეტერინარული სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზაციულ საკითხებს, ვეტერინარული აღრიცხვის, მენეჯმენტისა და ბიზნესის საფუძვლებს.
ქვემოთ მოყვანილია საგნობრივი პროგრამები და ის ძირითადი თემატიკა, რომლებიც გამიზნულია დასამუშავებლად სამკურნალო-პროფილაქტიკური საქმიანობის პროფილით მსენელებისათვის.
ეპიზოოტოლოგია
ინფექციური და ეპიზოოტიური პროცესები.
ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკის მეთოდები და მათი გამოყენება პრაქტიკოსი ექიმებისათვის.
ბიოპრეპარატები, მათი შენახვის, გამოყენების და ტრანსპორტირების წესები. პირადი უსაფრთხოების წესები მათი გამოყენებისას და ეკოლოგიის პრობლემები ბიოპრეპარატების გაუვნებლობის დროს.
ეპიზოოტიების ამარიდებელი და სალიკვიდაციო ღონისძიებები საკარმიდამო და ფერმერული მეცხოველეობის გაძღოლის პირობებში.
ჯილეხი და მასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები.
ბრუცელოზი და მასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები.
ტუბერკულოზი და მასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები.
თურქული და მასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები.
ღორის ინფექციური დაავადებები და მასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები.
მოზარდთა და ახალშობილთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა და ბრძოლის ღონისძიებები.
ფრინველის ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტიკა, სპეციფიკური პროფილაქტიკა და ბრძოლის ღონისძიებები.
ფუტკრის გადამდებ დავაადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები და საშუალებები.
პარაზიტოლოგია
ცხოველთა პარაზიტოცენოზი მეცხოველეობის ფერმებში და მეურნეობებში. მეცხოველეობისადმი ინვაზიურ დაავადებათა მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი, ინვაზიური დაავადებების პროფილაქტიკის საფუძვლები.
სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფასციოლოზი, დიკროცელიოზები, პარამფისტომოზი, მსხვილფეხა პირუტყვისა და ღორის ცისტიცერკოზი, სიახლენი მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.
ცხოველთა ექინოკოკოზი, ცენუროზი, მცოხნავთა მონიეზიოზი, ცხოველთა ასკარიდატოზები. მცოხნავთა დიქტიოკაულოზი, ქათმის სიგნამოზი, ღორების მაკრაკანთარინქოზი. სიახლენი მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.
პროტოზოულ დაავადებათა დიაგნოსტიკა, ცხოველთა პიროპლაზმიდოზები, ცხოველთა კოქციდიოზები, მსხვილფეხა პირუტყვის ტრიქომონოზი. ამ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
იქსოდიდეს ოჯახის ტკიპები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, არგაზიდეს ოჯახის ტკიპები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები. ქავანებით გამოწვეული დაავადებები.
მსხვილფეხა პირუტყვის ჰიპოდერმატოზი, ცხვრის ესტროზი, მწერები – დაავადების აღმძვრელთა აღმძვრელები და გადამტანები. ცხოველთა ენტომოზებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები.
თერაპია და კლინიკური დიაგნოსტიკა
სავეტერინარო სამსახურის მუშაობის თავისებურებანი. ცხოველთა შინაგანი არაგადამდები დაავადებების ზოგადი პროფილაქტიკა და თერაპია. ფიზიოთერაპიისა და ფიზიოპროფილაქტიკის მეთოდები და საშუალებები შინაგანი პათოლოგიის დროს. თერაპიული ტექნიკა.
კერძო პათოლოგია, თერაპია და პროფილაქტიკა: გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, მომნელებელი და საშარდე სისტემების დავადებები.
სისხლისა და ნერვული სისტემების დაავადებები. საკვებისმიერი ინტოქსიკაციები. ნივთიერებათა ცვლისა და ენდოკრინული დაავადებები.
მოზარდის არაგადამდები დაავადებების თავისებურებანი. ფრინველის არაგადამდები დაავადებები. ბეწვიანი ნადირის არაგადამდები დაავადებები.
სიახლენი საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების დიაგნოსტიკაში. სიახლენი სისხლის მიმოქცევის ორგანოებში დაავადების დიაგნოსტიკაში.
პათოლოგიური ანატომია
განსაკუთრებით საშიში ინფექციურ დაავადებების პათოლოგო-ანატომიური დიაგნოსტიკა.
სიკვდილი და სიკვდილის შემდგომი ცვლილებების დიაგნოსტიკური და სასამართლო-ვეტერინარული მნიშვნელობა.
ლეშის გაკვეთისა და გაუვნებლობის მეთოდები.
პათოლოგიური მასალის აღებისა და ლაბორატორიაში გადაგზავნის წესები ბაქტერიული, ვირუსული, მიკოზური დაავადებებისა და მოწამვლების დროს. პათოლოგო-ანატომიური გაკვეთის დოკუმენტაცია (გაკვეთის ოქმისა და აქტების შედგენის წესები), გაკვეთის ორგანიზაცია, პირადი პროფილაქტიკა და გარემოს უსაფრთხოების დაცვა.
სასამართლო-ვეტერინარული გაკვეთა და მისი ჩატარების თავისებურებანი.
მეანობა-გინეკოლოგია და გამრავლების ბიოტექნოლოგია
სქესობრივი ციკლი, მისი მნიშვნელობა ცხოველთა აღწარმოების საქმეში. ხელოვნური დათესვლის ორგანიზაცია ფერმერულ და საკარმიდამო მეურნეობაში. განაყოფიერება. მსხვილფეხა პირუტყვში ზიგოტის ტრანსპლატაციის თანამედროვე მეთოდები.
მშობიარობის შემდგომი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდები.
მშობიარობის შემდგომი პარეზი, მომყოლის შეჩერება, საკვერცხეების დაავადებები. ენდომეტრიტები.
უნაყოფობა და ბერწიანობა, მათ საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება. აბორტები და მათი თავიდან აცილების ღონისძიებები. სარძევე ჯირკვლების დაავადებები. აგალაქტია, სეროზული და კატარული მასტიტი, მათი დიაგნოსტიკა და მკურნლობის თანამედროვე მეთოდები.
ქირურგია
ქირურგიული ინფექციის პროფილაქტიკა.
სისხლდენის შეჩერების მეთოდები.
ორხიდექტომია და ოვარიექტომია.
რუმენოცენზი და რუმენოტომია.
თიაქრების ოპერაციული მკურნალობა.
მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგია
სიახლეები ჯილეხის დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკაში.
ტუბერკულოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები.
სიახლეები ბრუცელოზის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში.
სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოზარდეულის კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები.
ტოქსიგენური ანაერთებებით გამოწვეული ინფექციები და მათი დიაგნოსტიკის მეთოდები.
მიკრობთა ცვალებადობა (გენეტიკა)-ადაპტაცია, მუტაცია, ტრანსფორმაცია, ტრანსფექცია, ტრანსდუქცია, კონუგაცია.
სიახლეები ნიუკასლის (ფრინველის ცრუ ჭირის) ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში. თურქულის დიაგნოსტიკა და სიახლეები პოლივაქცინალური იმუნიტეტის დადგენაში.
სიახლეები იმუნოლოგიაში და ინფექციურ დაავადებათა რექტოსპექტრული დიაგნოსტიკა.
სიახლეები ინფექციურ დაავადებათა ფაგოდიაგნოსტიკაში.
სიახლეები კვებითი ტოქსიკოინფექციების დიაგნოსტიკაში.
სიახლეები კოკოვან ინფექციათა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში.
საკვები პროდუქტების და კომბინირებული საკვების ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების თანამედროვე მეთოდები.
საცდელი ცხოველების შემოწმება პასტერელამტარებლობაზე (ერთთვიანი კარანტინის გარეშე). ექსპრესდიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდი.
სიახლეები ციმბირული წყლულის (ჯილეხის) ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში კოლი – პარატიფული ინფექციების ფაგის ტიტრის ზრდის რეაქციების და სისხლწვეთოვანი აგლუტინაციის მოდიფიცირებულ მეთოდების გამოყენება.
მიკრობთა მოძრაობისა და ბიოქიმიური აქტიურობის შესწავლა თანამედროვე მეთოდებით.
ვეტსაქმის ორგანიზაცია და ეკონომიკა
საქართველოს კანონი “ვეტერინარიის შესახებ” და სავეტერინარო კანონმდებლობა
ვეტერინარული აღრიცხვა და ანგარიშგება.
დაგეგმვა ვეტერინარიაში.
ფასწარმოქმნა ვეტერინარულ ბიზნეს სფეროში.
ვეტერინარული ბიზნესის ბაზრის შესწავლა.
ვეტერინარული ბიზნესის რეკლამა.
სახელწიფო ვეტერინარულ დაწესებულებებსა და მომხმარებელს შორის ხელშეკრულების გაფორმება.
ვეტერინარული საქმიანობის ლიცენზირება.
ვეტერინარული კოოპერატივის შემოსავალი და მისი განაწილება.
ეკონომიკური ზარალის დადგენის მეთოდი.
პ რ ო გ რ ა მ ა
ვეტერინარ ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მსენელთათვის პროფილით ,,სავეტერინარო ფარმაცია”.
შესავალი
თანამედროვე ეტაპზე ვეტერინარული საქმიანობის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი სფეროა ვეტერინარული აფთიაქების ჩამოყალიბება და აღჭურვა. ამისათვის საჭიროა აფთიაქს ემსახურებოდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც კარგად უნდა ერკვეოდეს როგორც ფარმაციისა და ვეტერინარიის, ასევე სოციალური ფარმაციის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის საკითხებში.
დღეისათვის, უმეტეს შემთხვევაში, ვეტერინარულ აფთიაქს ემსახურება ვეტერინარი ექიმი, რომელსაც არა აქვს სათანადო ფარმაცევტული კვალიფიკაცია, რაც საკმაო პრობლემებს უქმნის ვეტერინარული აფთიაქის მართვას და ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვეტერინარ-ფარმაცევტს უნდა შეეძლოს წამლის ფორმების დამზადება, კონტროლი, ხარისხის შემოწმება, ანამნეზის საფუძველზე სავარაუდო დიაგნოზის დასმა და შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაციის მიცემა. იგი ვალდებულია ერკვეოდეს სასოფლო-სამეურნეო და ეგზოტიკურ ცხოველთა მოვლა-შენახვის, კვებისა და მკურნალობის საკითხებში.
ფარმაკოლოგია
სამკურნალწამლო ნივთიერებათა ძირითადი ჯგუფების მიმოხილვა.
ახალი სამკურნალწამლო საშუალებები.
წამლების შეუთავსებლობა.
ბიოლოგიური პრეპარატების წარმოება. მათი შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების წესები.
სადეზინფექციო და სადეზინვაზიო საშუალებების გამოყენება, მათი ეკოლოგიური მნიშვნელობა.
ვიტამინები, პრემიქსები, სხვა საკვები დანამატები, მათი გამოყენება.
ფარმაკოთერაპია
ძირითადი არაგადამდები დაავადებები, მათი მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ინფექციური დაავადებები, კლასიფიკაცია (მიკრობული, ვირუსული) მათი სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებები და გამოყენების თავისებურებანი.
ინვაზიური დაავადებები, მათი კლასიფიკაცია, სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებები და ღონისძიებები.
წამალთფორმათა ტექნოლოგია
წამალთფორმებში გამოყენებული დამხმარე ნივთიერებანი, მათი ბუნება, მნიშვნელობა, ბიოფარმაციის საკითხები.
მყარი სამკურნალწამლო ფორმები, ფხვნილები, მომზადების წესები. მომზადების განსაკუთრებული შემთხვევები.
სითხოვანი წამლის ფორმები, კლასიფიკაცია, მომზადების წესები. (ჭეშმარიტი ხსნარები, სუსპენზიები, ემულსიები, გამონაცემები, მონახარშები). სტანდარტული ხსნარები.
რბილი წამლის ფორმები (მალამოები, აბები, სუბპოზიტორები), მათი მომზადების ტექნოლოგიური სტადიები. გამოყენებული ფუძეები.
საქარხნო წესით მოსამზადებელი წამლის ფორმები (ტაბლეტები, დრაჟეები, კაფსულები, ამპულები და სხვა).
შეუთავსებელი საკითხები წამალთფორმებში.
სოციალური ფარმაციის (ფარმაციის ეკონომიკა და ორგანიზაცია) საკითხები
სამეურნეო აფთიაქი, მისი ფუნქციები და ამოცანები, გახსნის წესი და მუშაობის პრინციპები.
წამლის მომზადების და მომზადებული წამლის ხარისხის კონტროლის ორგანიზაცია აფთიაქებში.
სააფთიაქო დაწესებულებების მედიკამენტებით და ვეტერინარული დანიშნულების საგნებით მომარაგების ორგანიზაცია.
სამკურნალო საშუალებების და ვეტერინარული დანიშნულებების საგნებისა და აქსესუარების შენახვის და აფთიაქიდან მათი გაცემის წესები.
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია.
საბუღალტრო აღრიცხვიანობის ორგანიზაცია.
ტოქსიკოლოგია
ცნება შხამების შესახებ, შხამების კლასიფიკაცია.
მოწამვლები, მათი კლასიფიკაცია.
მოწამვლის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ზოგადი პრინციპები.
შხამქიმიკატების მიღების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების ზოგადი დებულებები.
პესტიციდების კლასიფიკაცია.
შხამქიმიკატების შემოტანის, რეგისტრაციის, საბითუმო და საცალო რეალიზაციის პრინციპები.
საქონელმცოდნეობის საკითხები
ვეტერინარული ფარმაცევტული საქონელმცოდნეობა, ვეტფარმაცევტული საქონელი და კლასიფიკაცია, მომსახურება და სერვისი, საქონლის მარკირება.
ახალი ვეტერინარული საქონლის დამუშავება და ეტაპები. სასიცოცხლო ციკლი და ეტაპები, სასიცოცხლო ციკლზე მოქმედი ფაქტორები.
სასაქონლო აღრიცხვა, ბიზნეს-გეგმა, ფასი და ბაზრის ტიპები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფასწარმოქმნაზე.
ფარმაცევტული ვაჭრობის სახეები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის სახეები, ბითუმად ვაჭრობის ფუნქცია-მოვალეობები.
გლობალური ფარმაცევტული ბიზნესი. ტრანსნაციონალური ფარმაცევტული კოორპორაციების გავლენა ფარმაცევტულ ბიზნესზე.