ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2024
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016524
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2024
matsne.gov.ge 328 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთის სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.10.2025 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.11.2023 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართადარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 08.05.2017 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.06.2025 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 10.11.2023

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2024 წლის 5 თებერვალი დაბა ხარაგაული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქარ­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 29-ე მუხლის მე-3 ნაწი­ლი­სა და 153​​3 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კიკნაძე  დანართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი მუხლი 1🔗 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) (შემდგომში – ქონება) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის პროცედურები. 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო გარე ვაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის (საქონლის) (შემდგომში – ქონება) კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებას . მუხლი 2🔗 1.ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონება ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა/დახმარება. 2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.  მუხლი 3🔗 1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებისათვის ქონების გადაცემაზე უფლებამოსილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება. 2. ქონების მიმღებს ქონება გადაეცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ ქონების მიმღებისა და    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილი წარმომადგენელი (თანამშრომელი).