“უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და განაწილების წესის შესახებ"
მიღების თარიღი 26.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №374
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.022.007.586
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 02/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
“უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და განაწილების წესის შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 42.5pt 49.5pt 67.5pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.022.007.586
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის �
ბრძანება №374
2005 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა� საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შესახებ
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის წახალისების მიზნით, �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა� დანართი 1-ის შესაბამისად.
2. 2005-2006 სასწავლო წელს გამოიყოს 80 სახელმწიფო სასწავლო გრანტი:
ა) ამ ბრძანების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთაც გამოცდების შედეგების საფუძველზე ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ბ) იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ იმ ქვეყნის სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება;
გ) იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების დაფინანსებასთან დაკავშირებით.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი � უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სწავლის საფასურს განსაზღვრავენ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
5. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართავენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
6. იმ უცხოელთა ნუსხას, რომელთაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური აქტით.
7. განცხადებას სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ თან უნდა დაერთოს პირის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
8. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა რაოდენობა აღემატება 2005-2006 სასწავლო წლისთვის ამ ბრძანებით გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტების რაოდენობას, სახელმწიფო სასწავლო გრანტი ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაიცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის � შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ პირთა შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური რანჟირების საფუძველზე.
9. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების მე2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე არ მოხდა ამ ბრძანებით დადგენილი რაოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემა, დარჩენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტები განაწილდება ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი საერთო წესით.
10. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
������������� �ა. ლომაია
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა� საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხელშეწყობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა
2005 � 2006 სასწავლო წლისათვის
პრეამბულა
საქართველო თავისი უმდიდრესი კულტურულ-ისტორიული ღირებულებებითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით ყოველთვის იყო მსოფლიოს განათლებული ნაწილის ყურადღების არეალსა თუ აქტიური პოლიტიკური მიზანსწრაფვების ეპიცენტრში. ბოლო დროს, ,,ვარდების რევოლუციის� შემდგომ, ეს ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. დემოკრატიული პროცესების გააქტიურების პირობებში, ბუნებრივია, იმატა ახალგაზრდების ჩართულობამაც საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი უმთავრესი სფერო ამ აქტივობისა განათლებაა. გლობალიზაციის პროცესებიდან გამომდინარე, ქართული საგანმანათლებლო სივრცით დაინტერესებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობაც. ამ მოვლენის დღევანდელი მასშტაბების ძირითადი მსაზღვრელია განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე ძირეული რეფორმები, სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკა, რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ხელშეწყობით.
1. პრობლემური სიტუაციის აღწერა
გასული საუკუნის 90-იანი წლების სამწუხარო მოვლენებმა და შედეგად განვითარებულმა სოციალურმა თუ პოლიტიკურმა კრიზისებმა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ემიგრაცია გამოიწვია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მათ უმრავლესობას ამ ქვეყნების მოქალაქის სტატუსიც მიენიჭა. სამშობლოში დაბრუნება თითქმის ნებისმიერი მათგანის სურვილია. დღეს, როცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა პოლიტიკური აუცილებლობა და საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრინციპი გახდა, ჩვენი ყოფილი თანამემამულეების დაბრუნება ერთ-ერთ მოგვარებად პრობლემად იქცა მრავალ პრობლემათა შორის, რაც წინამორბედი ხელისუფლების მემკვიდრეობას წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს ისტორიულ ემიგრანტთა (ლაზების, თურქი მესხების, ფერეიდნელი ქართველებისა და სხვათა) შესახებაც, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც ჩვენი ქვეყნის სერიოზული პასუხისმგებლობა და ძირითადი პრიორიტეტია ევროსაბჭოს წინაშე.
2. პროგრამის მოტივაცია
წარმოდგენილი პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნების სტიმულირებას და საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი ყოფილი თანამემამულეების დაინტერესებას საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობაში. აგრეთვე უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ჩართვას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო გრანტით დააჯილდოვებს ყველა უცხოელ თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ აბიტურიენტს, რომელიც გაივლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
3. პროგრამის მიზნები და ამოცანები
* პროგრამა, პირველყოვლისა, გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის ძირძველი ნაწილისა, ქართული ენის უნიკალურობის აღიარებას კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვართა შორის, რის მაგალითსაც ქართული დამწერლობა და ანბანი წარმოადგენს. იგი სრულიად შეუდარებელია თუნდაც ტრანსკრიფციული სისტემის არქონის გამო იმ თოთხმეტ ანბანთან შედარებით, რაც მსოფლიოში ოფიციალურად აღიარებულ 2800 ენას გააჩნია.
* საქართველოს, როგორც ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ერთადერთი ტოლერანტული ქვეყნის წარმოჩენას, რომლის სრულიად განსხვავებული ეთნიკური შემადგენლობის მიუხედავად, მთელი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე პრეცენდენტი არ ჰქონია რაიმე გენოციდისა თუ დარბევის ფაქტს. ამის მაგალითად ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი ურთიერთობაც იკმარებდა.
* ქართული ფოლკლორული თუ ხუროთმოძღვრული სიმდიდრის გაცნობას მსოფლიოსთვის მისი უნიკალურობის აღიარების მიზნით, რაც ქართული ფოლკლორული სიმღერებისა თუ საეკლესიო საგალობლების პოლიფონიურობაში, ხალხური ცეკვებისა და რიტუალების, მთელი თვითშემოქმედების განუმეორებლობაში, ქართული ჩუქურთმისა და ოქრომჭედლური თუ მინანქრის დამუშავების კულტურის ტრადიციებშია გამოხატული.
* ქართული მეცნიერული მიღწევების პოპულარიზაციას, მათ შორის, სრულიად უნიკალური ნაშრომებისა, რომლებსაც მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნიათ: ენათმეცნიერებაში, ლიტერატურათმცოდნეობაში, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში, თეოლოგიაში, პედაგოგიკაში, იურისპრუდენციაში, ფიზიკასა და მათემატიკაში, ასტრონომიაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში, მედიცინასა თუ ფიზიოლოგიაში და სხვ.
* ძველი, რენესანსის ეპოქის, კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობისა და პოეზიის, თეატრალური და კინემატოგრაფიული, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკალური, საოპერო-საბალეტო ქართული შედევრების პოპულარიზაციას.
* ერებისა და ეთნოსების ურთიერთდაახლოებას, სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეთა ინტეგრირებას ერთიანი თანამშრომლობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებით.
* საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებისათვის ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, ერთობლივი საწარმოებისა და სხვადასხვა ბიზნეს-წინადადებების გააქტიურებას.
მოსალოდნელი შედეგები და ეფექტურობა
* 2005-2006 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფინანსების ფარგლებში გამოიყოფა 80 სახელმწიფო სასწავლო გრანტი. ისინი განაწილდება 3 კატეგორიის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე:
1. აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც გამოცდების შედეგების საფუძველზე ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
2. იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ უფასოდ მიიღონ უმაღლესი განათლება;
3. იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა წინაშე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სახელმწიფოს აღებული აქვს სპეციალური ვალდებულება აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების დაფინანსებასთან დაკავშირებით..
* პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის დაბრუნებას სამშობლოში.