საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/879
სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.22.024.007.587
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 05/08/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.07.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:AcadNusx;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:AcadNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.22.024.007.587
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/879
2005 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია (შემდგომში – დირექცია) არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას.
2. დირექცია თავის საქმიანობას განახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საგზაო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, დეპარტამენტის დებულების, ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების საფუძველზე.
3. დირექციის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ.
4. დირექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
5. დირექცია არის ტერიტორიული ორგანო და თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს – შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
6. დირექციას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
7. დირექციას აქვს საკუთარი ბეჭედი.
8. დირექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, გაგარინის ქ. №29/ა.
მუხლი 2🔗. დირექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დირექცია, როგორც დეპარტამენტის წარმომადგენელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესაბამისად, უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) საავტომობილო გზების ქსელის სრულყოფა და განვითარება; საავტომობილო გზების ფუნქციონირების კონტროლი და ზედამხედველობა უშუალოდ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა წესით;
ბ) საავტომობილო გზების სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომლის მონაწილეც არის საქართველო;
გ) დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ, დეპარტამენტის მიერ შემუშავებული საავტომობილო გზების განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის რეალიზაცია;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საავტომობილო გზების სფეროში დასაქმებულ პირთა საქმიანობის მართლზომიერების უზრუნველყოფა;
ე) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების, გარემოსა და სახელმწიფო ინტერესების დაცვა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამების, ეროვნული სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური მოვლენების მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, შეფასება და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება, მათი სალიკვიდაციო სამუშაობის კოორდინაცია საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე; ექსტრემალურ პირობებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული და დაუყოვნებლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
თ) დეპარტამენტის მიერ შემუშავებული საავტომობილო გზების სფეროს ეკონომიკური რეფორმის სახელმწიფო პროგრამის და ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელისშეწყობა;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება;
კ) გადაცემული სახელმწიფო ქონების ფლობა და სარგებლობა;
ლ) საერთო სარგებლობის სავტომობილო გზების სფეროში კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო საქმიანობის ორგანიზაციისათვის ხელის შეწყობა, მიმდებარე ზოლში ინფრასტრუქტურის განვითარების რეგულირება და ამ მიმართებით არამართლზომიერ ქმედებათა აღმოფხვრა;
მ) ფასიანი საერთო სარგებლობის გზებზე მოსაკრებლებისა და საფასურის აკრეფის ორგანიზაცისა და ადმინისტრირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად დასაბუთებული წინადადებებისა და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების პროექტების მომზადება;
ო) პერიოდულად, არსებული წესის შესაბამისად, სახიდე გადასასვლელებისა და სხვა სპეციალური დანიშნულების საგზაო საინჟირნო ნაგებობების მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერება და დეპარტამენტში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა;
პ) გზებისა და მათი კუთვნილებების საექსპლუატაციო მდგომარეობის სისტემატური კონტროლი;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წინადადებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
რ) თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შესაბამის სამსახურებთან – საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
2. დირექცია, როგორც ტერიტორიული ორგანო წარმოადგენს დეპარტამენტს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, დეპარტამენტის სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
მუხლი 3🔗. დირექციის ანგარიშვალდებულება
1. დირექცია ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის წინაშე.
2. დეპარტამეტის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს დირექციის არამართლზომიერი აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით.
3. დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს დეპარტამენტის ინფორმირება მის გამგებლობის სფეროში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
4. დირექცია ვალდებულია მიაწოდოს დეპარტამენტს ინფორმაცია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
მუხლი 4🔗. დირექციის ხელმძღვანელობა
1. დირექციას ხელმძღვანელობს დირექციის დირექტორი, რომელსაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2. დირექტორი უძღვება დირექციის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პასუხისმგებელია საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და მის გამოყენებაზე, აგრეთვე საბიუჯეტო და სხვა ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
3. დირექციის დირექტორი მხოლოდ ორგანიზაციული საკითხების უზრუნველსაყოფად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – დირექტივას.
4. დირექციის დირექტორი უზრუნველყოფს ამ დებულებით გათვალისწინებულ დირექციის ფუნქციების განხორციელებას და წარმოადგენს დირექციას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. დირექციის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
6. დირექციის დირექტორის დროებით არ ყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ახორციელებს მოადგილე.
7. დირექციის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 5🔗. დირექციის აპარატი
1. დირექციას, თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს აპარატი.
2. დირექციის აპარატის თანამშრომლებს, დამტკიცებული საშტატო ნუსხის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექციის დირექტორი.
მუხლი 6🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
დირექციის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.