ქალაქ ჭიათურაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 02.02.2024
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-73. 73240332
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.129.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის „შერმადინ ჭკუასელის“ - სახელის მინიჭების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის "თამარ მეფის" სახელის მინიჭების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ქ.თერჯოლაში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული სკვერისათვის ლაშა გოგიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ჩხაკაურასთვის ძველი სახელწოდების აღდგენის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ჭიათურაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-73.73240332
2024 წლის 2 თებერვალი
ქ. ჭიათურა
ქალაქ ჭიათურაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ
მდებარე სკვერისათვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების
შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის საფუძველზე,
ჭიათურის
მუნიციპალიტეტის
საკრებულომ
გადაწყვიტა:
მუხლი 1🔗
ქალაქ ჭიათურაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის (მისამართი: ნინოშვილის ქ.№7) წინ მდებარე სკვერს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).
მუხლი 2🔗
განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
მუხლი 3🔗
ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: საჩხერე, აღმაშენებლის ქ.№3) განკარგულების ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლაბაძე