„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-210
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.023.016854
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-210

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბრის №2-1385 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/09/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016691) შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების“:

1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაცული ტერიტორიების პოლიტიკის სამმართველო;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველო.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ორგანიზებისა და კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;“.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ტყის ეროვნული აღრიცხვის უზრუნველყოფა;“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უფლებამოსილი უწყებების მიერ განხორციელებული ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;“.

6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების მონიტორინგის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

ბ) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების კოორდინაციაში მონაწილეობა;

დ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;

ე) ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა, აგრეთვე ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) განხორციელებული ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ტყის სფეროში სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, ეროვნული სატყეო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

თ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის პროცესში მონაწილეობა;

ი) სატყეო დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების პრაქტიკაში დასანერგად წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;

კ) ბიომრავალფეროვნების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროცესში და ბიომრავალფეროვნების გლობალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;

ლ) საქართველოს ბიომრავალფეროვნებაზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შერბილებასა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან საქართველოს ბიომრავალფეროვნების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

მ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ინდიკატორების განახლებისა და მათი კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალურ ჩარჩოსთან ჰარმონიზების პროცესის კოორდინაცია;

ნ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშგებაში მონაწილეობა;

ო)  სამინისტროსთან არსებული ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარის კოორდინაცია;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.02.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-210. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.023.016854.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 27 სექტემბერი №2-1385 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-210, 23.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016854 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6099004/