,,ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
0000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 31/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №94

2010 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინ­ტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წელი, №1, მუხლი 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ცი­ით:

„2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინ­ტეგ­რაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპა­რატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 38 ერთეულით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამო­ყალიბდეს ახა­ლი რედაქ­ცი­ით:

„კ) ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუ­მენ­ტის (ENPI) ახალი პროგრამების TWINNING-ის, TAIEX-ისა და SIGMA-ს განხორციელების პროცესში ასრულებს აღნიშნული პრო­გ­რამების ადმინისტრირების ოფისის (PAO Project Administration Office) ფუნქციებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობს დარ­გობ­რივ უწყებებსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგა­ციას­თან;

ლ) ევროკავშირის პროგრამებისა და პროექტების განხორ­ციელების პროცესში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზოგად მეთვალ­ყურეობას უწევს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრუ­ლებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და ასევე პროექტების განხორციელებას. უზრუნველყოფს დარგობ­რივი უწყებებისათვის ინფორმაციისა და რეკომენდაციების მი­წო­დე­ბას დახმარებათა ახალი ინსტრუმენტების შესახებ და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას პროექტის დაგეგმვისა და გან­ხორ­ციე­ლების ეტაპზე;

მ) საქართველოში ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და პროექტების განხორციელების პროცესში ასრულებს ეროვნუ­ლი საკოორდინაციო სამსახურის ფუნქციებს; ევროკომისიასთან ერ­თად უზრუნველყოფს ევროკავშირის დახმარების ეროვნული ინდიკატორული და ყოველწლიური სამოქმედო პროგრამების მო­­მ­ზა­დებას, შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებასა და საფინანსო შეთანხმებათა ხელმოწერას. უზრუნველყოფს ევროკავშირის დახ­მარების პრიორიტეტების შესაბამის სამინისტროებთან და ევროკო­მისიასთან შეთანხმებისა და მათი განხორციელების პროცესში ევ­როკომისიის წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულების საერ­თო კოორდინაციას;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული ევროპულ და ევროატ­ლან­ტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სა­ქარ­­თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბ­დეს ახალი რედაქციით:

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობა

რაოდენობა

1.

სახელმწიფო მინისტრი

1

2.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

3

3.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფ­როსი

1

4.

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი

1

5.

სამსახურის უფროსი     

5

6.

სამსახურის უფროსის მოადგილე

7

7.

მთავარი ბუღალტერი

1

8.

სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე

1

9.

მთავარი სპეციალისტი 

11

10.

წამყვანი სპეციალისტი 

3

11.

უფროსი სპეციალისტი 

2

12.

სამეურნეო მოხელე 

1

13.

მძღოლი  

1

 

სულ:

38

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    მუხლი 2

ამ დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტები ძალაშია „სა­ქარ­თველოს 2010 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კანონ­ში შესატანი შესაბამისი ცვლილებების ამოქმედების­თა­ნავე.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური