მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.08.2005
ძალის დაკარგვა 08.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №669
სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.007.593
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 03/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,531 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.2005 მიღება
08.09.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
1 2
რიგითი    # ფორმის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:21.3pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:269.35pt; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-39.8pt; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.007.593 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №669 2005 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-13 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხა (დანართი №1).     მუხლი 2🔗. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესი (დანართი №2).     მუხლი 3🔗. დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი №3).     მუხლი 4🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი დანართი №1 მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხა 1. წინამდებარე ნუსხით განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმები (დოკუმენტები), რომელთა მიმართ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი ბლანკები და დოკუმენტები: – სალაროს შემოსავლის ორდერი; – სალაროს გასავლის ორდერი; – საწყობის შემოსავლის ფაქტურა; – საწყობის გასავლის ფაქტურა; – ვიზა; – საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა; – ლტოლვილთა მოწმობა; – დევნილთა მოწმობა; – საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; – კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; – სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სერტიფიკატი; – ნულოვანი განაკვეთის სარეგისტრაციო სერტიფიკატი; – დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის სარეგისტრაციო სერტიფიკატი; – სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნები; – შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №1; – შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №2; – შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა №3; – ანგარიშ-ფაქტურა საბაჟო პროცედურების სმ-1; – საბაჟო გადამზიდველის სალიცენზიო მოწმობა; – საბაჟო ბროკერის სალიცენზიო მოწმობა; – საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობა; – უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის სანებართვო მოწმობა; – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა; – საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა; – დროებითი შენახვის საწყობის სანებართვო მოწმობა; – ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის, მისართების, გამხსნელების, ნახშირწყალბადების, თხევადი გაზის და საპოხი საშუალებების (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენის ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით), თამბაქოს ნაწარმის სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია; – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ნებართვის ფორმები. – ტყით სარგებლობის ბილეთი (ხე-ტყის დამზადებისთვის); – ტყით სარგებლობის ბილეთი (არამერქნული რესურსებით სარგებლობისთვის); – ტყით სარგებლობის ბილეთი (ტყის მერქნიანი მცენარეების, პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისათვის); – ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტი; – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი; – დაბადების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი; – მამობის დადგენის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი; – ქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი; – განქორწინების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი; – შვილად აყვანის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი; – გარდაცვალების მოწმობა, სააქტო ჩანაწერი; – სახელის, მამის, გვარის შეცვლის მოწმობა, სააქტო ჩანაწერი; – პასპორტი; – პირადობის მოწმობა; – ჩანართი; – სამედიცინო დაწესებულებების სალიცენზიო მოწმობა; – ფარმაცევტული საქმიანობის სალიცენზიო მოწმობა და სალიცენზიო მოწმობის დანართის ფორმები; – სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა და სარეგისტრაციო მოწმობის დანართის ფორმები; – ნასამართლეობის ან ძებნის ბლანკი; – ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი; – ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისა და მათში დაშავებულ პირთა შესახებ; – ადმინისტრაციული დაკავების ოქმი; – პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი; – ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმი; – მძღოლის მოწმობის პლასტიკური ყდა; – მძღოლის მოწმობის ბლანკი; – ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის პლასტიკური ყდა; – ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ბლანკი; – სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი ფირნიში; – საბანკო ლიცენზია; – საბანკო ფილიალის გახსნის შესახებ თანხმობა; – არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე (საკრედიტო კავშირები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები) გასაცემი სალიცენზიო მოწმობა; – საკასო კვანძის (კვანძგარეთა სალაროს) შესახებ პასპორტი; – ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მზადყოფნის შესახებ პასპორტი; – თანხმობა საინკასაციო მომსახურების შესახებ; – ბანკომატით სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ პასპორტი; – მოწმობა ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის შესახებ; – მოწმობა ინკასატორის კვალიფიკაციის შესახებ; – საფულე ჩეკი; – შიდა საბანკო გასავლის ორდერი; – შიდა საბანკო შემოსავლის ორდერი; – სარეზერვო ფონდების აღრიცხვის წიგნი; – ნაღდი ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნი; – ნაღდი ფულის კუპიურული აღრიცხვის წიგნი; – საცავის გაღება-დაკეტვისა და დალუქვაზე დასაშვებ პირთა საკონტროლო დავთარი; – დანაკლისის, ზედმეტობისა და საეჭვო ფულის გამოვლენის აქტი; – ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გადაზიდვის შესახებ დავალების აღრიცხვის წიგნი; – ქვითრების წიგნი №0402004; – უმაღლესი, საშუალო, დაწყებითი, საბაზო ან სპეციალური განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი; – სამგზავრო ავიაბილეთები; – საბარგო ქვითარები (ავიაგადაზიდვისთვის); – სტფ-2 საქალაქთაშორისო სატელეფონო საუბრის ტალონი; – სტფ-3 ტალონის ბარათი; – სტფ-4 შეკვეთა; – სტფ-5 შეკვეთა – კატეგორია შეღავათიანი ტარიფი; – ფორმა №5 შეკვეთა; – სტფ-7 ტრანზიტი; – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანაშენე მოწმობა (სერტიფიკატი); – წყლის რეგისტრაციისათვის ადგილწარმოშობის დასკვნის ფორმა; – წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის ბლანკი; – ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი ექსპორტზე; – ფიტოსანიტარული სერტიფიკატი რეექსპორტზე; – ავტოსადგომების ქვითრები; – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; – ფინანსური პოლიციის ბლანკი; – ფინანსური პოლიციის ბრძანების ბლანკი; – ლატარიის ბილეთები. 3. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებისამებრ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ სხვა განსაზღვრული შინარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ფორმების რეგისტრაციის შემთხვევაში ისინი აისახება წინამდებარე ნუსხაში. დანართი №2 მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. სამართალსუბიექტები განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ვალდებულნი არიან რეგისტრაციისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები) დამოწმებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო პალატის მიერ.     მუხლი 2🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ეტაპები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციას ახორციელებს სამართალსუბიექტების მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებულ მოთხოვნებს; ბ) ინფორმაციას მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახელწოდებისა და მიზნობრივი დანიშნულების შესახებ. 2. განცხადებას მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ თან უნდა ერთვოდეს: ა) რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის აღწერილობა გაყალბებისაგან დამცავი ყველა ნიშნის აღნიშვნით; ბ) დოკუმენტი სამართალსუბიექტის მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის გამოსაყენებლად შემოღების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და მისი ნიმუშის (პროექტის) დამტკიცების შესახებ. 3. განცხადება მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით წარედგინება მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველ კომისიას. 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმას ან კანონმდებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე მოტივირებულ უარს ამბობს რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს წარმოდგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დამცავი ნიშნების არასაკმარისი რაოდენობა. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობით აცნობებს განმცხადებელს მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.     მუხლი 3🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერი 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმას (ბლანკს) ანიჭებს რეგისტრაციის ნომერს. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციაში გატარება და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება ხდება სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები: ა) ჩანაწერის რიგითი ნომერი; ბ) ფორმის დასახელება; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი; დ) რეგისტრაციის თარიღი; ე) ფორმის კატეგორია; ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი; ზ) სამართალსუბიექტის რეკვიზიტები; თ) შენიშვნა. 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის ნომერში აისახება მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის სხდომის ოქმის ნომერი, რასაც ტირეს შემდეგ მოსდევს რეგისტრაციის ოთხნიშნა რიგითი ნომერი მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის შესაბამისად. 4. ფინანსთა სამინისტროში რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე, პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს რეგისტრაციის ნომერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – ,,სფს“.     მუხლი 4🔗. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმება, ხელახალი რეგისტრაცია 1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) განმხილველი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძლებია: ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნუსხიდან ამოღება; ბ) სამართალსუბიექტის წერილობითი განცხადება; გ) რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების შეტანა. 2. რეგისტრირებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმაში ცვლილებების (გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, ზომის, დამცავი ნიშნების რაოდენობის და სხვა) შეტანის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აუქმებს შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის წინა რეგისტრაციას და წინამდებარე წესის საფუძველზე ახორციელებს მკაცრი აღრიცხვის ფორმის ხელახალ რეგისტრაციას. (დანართი №3) რიგითი    # ფორმის დასახელება რეგისტრაციის ნომერი რეგისტრაციის თარიღი ფორმის კატეგორია ოქმის ნომერი სამართალ სუბიექტის რეკვიზიტები შენიშვნა 1 2 3 4 5 6 7 8