,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№63/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430080000.22.022.018481
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №63/ნ

2024 წლის 22 თებერვალი

ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ივნისის №124/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 19/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430080000.22.022.017748) დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წესდების“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. კოლეჯის დირექტორი

1. კოლეჯის ხელმძღვანელი პირი არის კოლეჯის დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი). დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით. პირი ერთი და იმავე კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იცის სახელმწიფო ენა;

ბ) არ არის ნასამართლევი;

გ) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება;

დ) აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს.

3. მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

4. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები). დირექტორის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება კოლეჯის საშტატო ნუსხით. კოლეჯის დირექტორი ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კოლეჯის დირექტორის მოადგილეს (მოადგილეებს) და განსაზღვრავს მის (მათ)ფუნქციებს.

5. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ან განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული დირექტორის მოადგილე, ხოლო აღნიშნული დირექტორის მოადგილის მიერ დირექტორის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – დირექტორის სხვა მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამ უკანასკნელის არარსებობის ან მის მიერ დირექტორის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კოლეჯის ერთ-ერთი თანამშრომელი.

6. დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება, თუ:

ა) ის გადადგა თანამდებობიდან;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) ის სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ის ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

ე) ის ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით ან კოლეჯის წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას;

ვ) ის ვერ აკმაყოფილებს კოლეჯის დირექტორის სტანდარტს;

ზ) ის გარდაიცვალა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი