„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მრჩევლების მივლინების შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 11.05.2010
ძალაში შესვლა 28.07.2010
გამომცემი ორგანო საქართველო
ნომერი №24-69
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016767
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2024
matsne.gov.ge 1,527 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2010 მიღება
28.07.2010 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
სამხედრო მრჩევლები: ამ შეთანხმების შესაბამისად მიმღებ მხარეში დანიშნული წარმგზავნი  მხარის უფროსი ოფიცრები
წარმგზავნი მხარე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო
მიმღები მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმგზავნი სახელმწიფო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
მიმღები სახელმწიფო: საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელმოწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს სახელით ხელმოწერილია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თავდაცვის კოდექსი საქართველოს კანონი 93% 21.09.2023 „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 26.11.2018 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 17.10.2024 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 02.08.2016 საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 25.07.2017

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მრჩევლების მივლინების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროს შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მრჩევლების მივლინების შესახებ“  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, მხედველობაში იღებენ რა, 1995 წლის 19 ივნისის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმებას (PfP შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ შეთანხმება), და სურთ რა, გააძლიერონ ურთიერთთანამშრომლობა თავდაცვისა და სამხედრო პოლიტიკის სფეროში, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს სამხედრო მრჩევლების მივლინებისა და საქმიანობის პირობებს. მუხლი 2🔗 ტერმინთა განმარტება ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი განსაზღვრებები: სამხედრო მრჩევლები: ამ შეთანხმების შესაბამისად მიმღებ მხარეში დანიშნული წარმგზავნი  მხარის უფროსი ოფიცრები წარმგზავნი მხარე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო მიმღები მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმგზავნი სახელმწიფო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მიმღები სახელმწიფო: საქართველო მუხლი 3🔗 სტატუსი და მოვალეობები (1) სამხედრო მრჩევლები ჩაერთვებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუშაობაში. მიმღები მხარე სამხედრო მრჩევლებს გადასცემს სამსახურებრივ პირადობის მოწმობებს. სამხედრო მრჩევლების მოვალეობები განისაზღვრება მხარეთა შორის ცალკე დადებული ადმინისტრაციული განაწესებით, რომლებიც არ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებებს (შემდგომში - განაწესი). (2) სამხედრო მრჩევლები სამსახურებრივი დავალების ფარგლებში ჩვეულებრივ მიიღებენ მონაწილეობას მიმღები მხარის მიერ წარმოებულ ყველა ღონისძიებაში. მათ არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერაციების დაგეგმვაში, მომზადებასა და შესრულებაში ან დაეხმარონ ამ ოპერაციებს მათი მუშაობით. (3) საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ომის გამოცხადებით იქნება იგი გამოწვეული თუ სხვა მიზეზით, წარმგზავნი მხარე გადაწყვეტს სამხედრო მრჩევლების მიმღებ მხარეში მივლინების გაგრძელების საკითხს. მიმღები მხარე უზრუნველყოფს მრჩევლებისა და მათი თანმხლები ოჯახის წევრების დაუყოვნებლივ შინ დაბრუნებას, თუკი და როდესაც წარმგზავნი მხარე შეწყვეტს მივლინებას. მუხლი 4🔗 შერჩევის კრიტერიუმი წარმგზავნი მხარე იღებს სრულ პასუხისმგებლობას სამხედრო მრჩევლების  შერჩევასთან დაკავშირებით და იძლევა გარანტიას, რომ მათ აქვთ შესაბამისი მომზადება, პრაქტიკული და პროფესიული გამოცდილება მოვალეობის შესასრულებლად. შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება ამ შეთანხმების შესაბამისი განაწესით. მუხლი 5🔗 მივლინების ხანგრძლივობა სამხედრო მრჩევლების მივლინების ხანგრძლივობა, საჭიროების შემთხვევაში მისი გაგრძელების ჩათვლით, განისაზღვრება მიმღებ მხარესთან კოორდინაციით ამ შეთანხმების შესაბამისი განაწესით. მუხლი 6🔗 სამართლებრივი და დისციპლინური საკითხები (1) სამხედრო მრჩევლები პატივს სცემენ მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობას. ამავე დროს ისინი დაემორჩილებიან წარმგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობას. სამხედრო მრჩევლის მიერ მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, იგი იქნება გაწვეული თუ ამას რომელიმე მხარე მოითხოვს. გაწვეული მრჩევლის წარმგზავნ სახელმწიფოში დაბრუნებამდე არ უნდა დაიწყოს არანაირი სამართლებრივი დევნა ჩადენილი დანაშაულისათვის მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე. ამგვარი გაწვევა არ მოახდენს გავლენას წარმგზავნი მხარის უფლებაზე ჩაანაცვლოს გაწვეული სამხედრო მრჩევლები.    (2) სამხედრო  მრჩევლები არ მიიღებენ დისციპლინარულ ზომებს მიმღები მხარის პერსონალის მიმართ. მათი სპეციალური დავალებების ფარგლებში, მათ შეუძლიათ გასცენ კანონიერი ბრძანებები მათზე დაქვემდებარებულ ან მათზე მიმაგრებულ პერსონალზე. მიმღები მხარე უბრძანებს თავის პერსონალს, დაემორჩილონ სამხედრო მრჩევლების მიერ გაცემულ ნებისმიერ კანონიერ ბრძანებას, როდესაც ასეთი ბრძანებები დაკავშირებულია მათ ფუნქციონალურ მოვალეობასთან და სამუშაოს შესრულებასთან. არანაირი სამხედრო სამეთაურო ურთიერთობა არ განხორციელდება მიმღები მხარის პერსონალსა და სამხედრო მრჩევლებს შორის. (3) მიმღები მხარე არ მიიღებს დისციპლინარულ ზომას სამხედრო მრჩევლების წინააღმდეგ. ამგვარი ზომების მიღების უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ შესაბამისი განაწესით განსაზღვრულ ზემდგომებს. (4) პასუხისმგებელი პირები და ორგანოები, რომლებსაც დაექვემდებარებიან სამხედრო მრჩევლები, განისაზღვრება ამ შეთანხმების შესაბამისი განაწესით. მუხლი 7🔗 უსაფრთხოების ნორმები მრჩევლების მიმღებ მხარესთან მივლინება არ იქნება დასაშვები, თუკი დაცული არ იქნება წარმგზავნი მხარის უსაფრთხოების ნორმები, ან ადგილობრივი სპეციფიკური გარემოებების გათვალისწინებით არ იქნება დაცული უსაფრთხოების ისეთი სტანდარტები, რომლებიც წარმგზავნი მხარის უსაფრთხოების აზრსა და მიზნებს შეესაბამება. მუხლი 8🔗 ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მიმღები მხარის ნებართვით, მრჩევლები დაიშვებიან სამსახურებრივ არასაიდუმლო ინფორმაციასთან, რამდენადაც ამგვარი დაშვება აუცილებელია მათი მოვალეობის შესასრულებლად. მრჩევლები უზრუნველყოფენ ამგვარი ინფორმაციის დაცვას მათი მოვალეობის შესრულებისას და იღებენ ვალდებულებას არ გამოიყენონ იგი მიმღები მხარის საზიანოდ. მუხლი 9🔗 სამუშაო საათები და შვებულება (1) სამხედრო მრჩევლების სამუშაო საათების ოდენობა განისაზღვრება წარმგზავნი მხარის კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით. სამხედრო მრჩევლებს შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ წარმგზავნი სახელმწიფოს დასვენებების განრიგი, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მიმღები მხარის სამუშაო მოთხოვნებს. (2) სამხედრო მრჩევლებს მიეცემათ შვებულება წარმგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუკი მიმღებ მხარეს არ ექნება დასაბუთებული პრეტენზია. მუხლი 10🔗 დროებითი სამსახურებრივი მივლინებები (1) თუ თავისი საქმიანობის ფარგლებში, სამხედრო მრჩევლებმა სამსახურებრივი მოვალეობა უნდა შეასრულონ მიმღები ორგანოს ადგილსამყოფელის გარეთ, მის დროებითი სამსახურებრივი მივლინების ორგანიზებას უზრუნველყოფს მიმღები მხარის შესაბამისი ორგანო. (2) სამსახურებრივი მივლინების განხორციელების დროს, სამხედრო მრჩევლები ისარგებლებენ იგივე პრივილეგიებით, რითაც სარგებლობენ მიმღები მხარის შესაბამისი თანამდებობის ოფიცრები. (3) მიმღები სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ განსახორციელებელი სამსახურებრივი მივლინებებისათვის სამხედრო მრჩევლებს ესაჭიროებათ წარმგზავნი მხარის თანხმობა. ამგვარი თანხმობა გაიცემა შესაბამისი განაწესით განსაზღვრული ზემდგომის მიერ. მუხლი 11🔗 შესრულებული სამუშაოს შეფასება სამსახურებრივი მივლინების დასრულების შემდეგ ან წარმგზავნი მხარის სპეციალური მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღები მხარე მოამზადებს სამხედრო მრჩევლების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებას წარმგზავნი მხარის მიერ მოთხოვნილ ფორმატში. შესრულებული სამუშაოს შეფასებები გადაეგზავნება წარმგზავნ მხარეს. მუხლი 12🔗 ჩაცმულობა (1) მიმღები მხარის დადგენილი წესების შესაბამისად, სამხედრო მრჩევლები ატარებენ იმ გერმანულ სამუშაო სამოსს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მიმღები მხარის შესაბამისი სამსახურისათვის განკუთვნილ სამუშაო ტანსაცმელს. (2) სამხედრო მრჩევლებს გადაეცემათ სპეციალური აღჭურვილობა და ტანსაცმელი პრინციპების შესაბამისად, რომელიც გამოიყენება მიმღები მხარის შესაბამისი თანამდებობის ოფიცრებისათვის. სპეციალური ტანსაცმელის ტარებასთან დაკავშირებით გამოიყენება მიმღები მხარის წესები. მუხლი 13🔗 განთავსება და კვება საჭიროების შემთხვევაში, მიმღები მხარე სამხედრო მრჩევლებს უზრუნველყოფს საკუთარი ოფიცრებისათვის დადგენილი განთავსებისა და კვების ანალოგიური პირობებით. მუხლი 14🔗 საცხოვრებელი მიმღები მხარე დახმარებას გაუწევს სამხედრო მრჩევლებსა და მათი ოჯახის წევრებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაში. ამ შემთხვევაში იგივე სტანდარტები გამოიყენება, როგორიც შესაბამისი თანამდებობის საკუთარ პერსონალზე. ოჯახის წევრების რაოდენობის შესახებ აუცილებელი მონაცემები დროულად ეცნობება კომპეტენტურ ორგანოებს. მუხლი 15🔗 გასართობ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები სამხედრო მრჩევლებსა და მათი ოჯახის წევრებს მიეცემათ უფლება ისარგებლონ სამხედრო მაღაზიებითა და გასართობ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებებითა და ღონისძიებებით მიმღები მხარის შესაბამისი თანამდებობის ოფიცრისათვის არსებული პირობებით. მუხლი 16🔗 სამედიცინო და სტომატოლოგიური დახმარება (1) ავადმყოფობის ან დაზიანების შემთხვევაში, სამხედრო მრჩევლებს უფასოდ ჩაუტარდებათ ამბულატორიული და/ან სტაციონალური მკურნალობა მიმღები მხარის სამხედრო სამედიცინო დაწესებულებებში. (2) სტომატოლოგიური დახმარება პირველი პუნქტის მიხედვით ვრცელდება მხოლოდ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევასა და აუცილებელ თერაპიულ სტომატოლოგიურ დახმარებაზე. (3) წარმგზავნი მხარე აანაზღაურებს იმ მკურნალობის ხარჯებს, რომლებსაც ვერ უზრუნველყოფს მიმღები მხარის სამედიცინო დაწესებულებები. ეს ხარჯები, მაგალითად, მოიცავს: ა) სამოქალაქო ექიმებისა და სტომატოლოგების მიერ ჩატარებულ ამბულატორიულ მკურნალობას; ბ) პაციენტის ტრანსპორტირება, იმ ამბულატორიული სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც არ ეკუთვნის მიმღები მხარის შეიარაღებულ ძალებს; გ) სტაციონარულ მკურნალობას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში; დ) წამლებს და გადასახვევ მასალებს, რომლებიც საჭიროა ან გამოყენებულია სამედიცინო მკურნალობის დროს, თუკი ისინი ვერ იქნა გამოყოფილი მიმღები მხარის შეიარაღებული ძალების სამედიცინო მარაგიდან; ე) მხედველობის, სმენის, ორთოპედიულს და სხვა დამხმარე საშუალებებს, სხეულის პროთეზებს, სტომატოლოგიური ლაბორატორიებისა და დაწესებულებების მომსახურებებს და პროდუქტებს; ვ) მკურნალობას და სპეციალურ თერაპია კურორტებზე. მუხლი 17🔗 განსაზღვრული ნივთების საბაჟო გადასახდელების გარეშე შემოტანა და გადასახადებისაგან განთავისუფლება სამხედრო მრჩევლებისა და მათი ოჯახის წევრების საქართველოში დროებითი ყოფნის განმავლობაში, მათი ბარგი, პირადი აღჭურვილობა და საოჯახო ნივთები, ასევე, ერთი ავტომანქანა ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე, გათავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისაგან. ამ მიზნით წარმგზავნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები გასცემენ ცნობას, რომელიც ადასტურებს ტრანსპორტის რეგისტრაციის ვადას. მივლინების დასრულების შემდეგ მრჩეველმა უკან უნდა გაიტანოს აღნიშნული საქონელი, ხოლო საქართველოში დატოვების შემთხვევაში უნდა მოექცეს იმპორტის საბაჟო რეჟიმში და განხორციელდეს შესაბამისი გადასახდელების გადახდა. მუხლი 18🔗 ფინანსური დებულებები (1) წარმგზავნი მხარე, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, აანაზღაურებს დანიშნული სამხედრო მრჩევლების შემდეგ ხარჯებს: ა) ხელფასი, პრემია, გადასახადი და კომპენსაცია; ბ) მივლინების დაწყებისა და დასრულებისას წარმოშობილი მგზავრობის ხარჯები; გ) სამხედრო მრჩევლების მივლინების განმავლობაში წარმოშობილი გადაადგილების ხარჯები, თუ სამხედრო მრჩევლებს ჰქონდათ საკუთარი სახლი და სამსახურებრივი მიზეზების გამო, წარმგზავნი მხარის ბრძანების საფუძველზე, აუცილებელია მათი კვლავ სხვაგან გადაყვანა; დ) სამოგზაურო და დამატებითი ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია დროებით სამსახურებრივ მივლინებასთან წარმგზავნი მხარის ბრძანების საფუძველზე; ე) სამხედრო მრჩევლის გარდაცვალების შემთხვევაში რეპატრიაციისა და დაკრძალვის ხარჯები და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები; ვ) განსაკუთრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც მუშაობის პერიოდში წარმგზავნი მხარის დავალების შესრულებასთანაა დაკავშირებული; ზ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სამედიცინო და სტომატოლოგიური ხარჯები. (2) მიმღები მხარე აანაზღაურებს სამხედრო მრჩევლებთან დაკავშირებულ შემდეგ ხარჯებს: ა) მე-10 მუხლის შესაბამისად განხორციელებული მივლინებების სამოგზაურო და სხვა ხარჯები; ბ) სამსახურებრივი მივლინების დროს წარმოშობილი სამხედრო მრჩევლების გადაადგილების ხარჯები, თუ სამხედრო მრჩევლებს ჰქონდათ საკუთარი სახლი და სამსახურებრივი მიზეზების გამო, მიმღები მხარის ბრძანების საფუძველზე, აუცილებელია მათი გადაადგილება; გ) სამხედრო მრჩევლების საორიენტაციო კურსებთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც ემსახურება იმ პრინციპებისა და პროცედურების გაცნობას, რომლებიც საჭიროა მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიმღებ სახელმწიფოში; დ) მიმღებ ორგანოში ადეკვატურად მოწყობილი საოფისე ტერიტორიის უწყვეტ გამოყენებასთან დაკავშირებული ხარჯები, ინტერნეტის, ტელეფონის, ფაქსის და აუცილებელი საოფისე აღჭურვილობის ჩათვლით; ე) ბიბლიოთეკებისა და სხვა დაწესებულებებით სარგებლობის ხარჯები, რომლებიც აუცილებელია სამხედრო მრჩევლებისათვის მათი მოვალეობის შესრულებისათვის; ვ) მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული სამედიცინო და სტომატოლოგიურ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები. (3) თუკი ამ შეთანხმებით სხვაგვარად არ განისაზღვრება, სამხედრო მრჩევლების ოჯახის წევრებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, საცხოვრებლის ხარჯებისა და სამედიცინო დახმარების ხარჯების ჩათვლით, ანაზღაურდება თავად სამხედრო მრჩევლების მიერ წარმგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. იგივე წესი გამოიყენება ასევე იმ ხარჯების მიმართ, რომელიც დაზიანებული ან დაკარგული სამუშაო ტანსაცმლის, პირადი აღჭურვილობისა და მსგავსი ნივთების შეცვლის შემთხვევაში წარმოიშობა. მუხლი 19🔗 დავათა გადაწყვეტა ამ შეთანხმების განხორციელებასა და ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით და არ გადაეცემა ნებისმიერ მესამე მხარეს ან სასამართლოს გადასაწყვეტად. მუხლი 20🔗 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნულის სახით მიღებული ოქმები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 21🔗 დასკვნითი დებულებები (1) ეს შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროსათვის დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების დღეს. ძალაში შესვლის დღედ ჩაითვლება შეტყობინების მიღების დღე. (2) ეს შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის მიერ 6 თვით ადრე გაკეთებული წერილობითი შეტყობინების გზით. შეტყობინების დრო იწყება შეწყვეტის შესახებ ერთი მხარის მიერ მიღებული შეტყობინების დღიდან. შესრულებულია თბილისში, 2010 წლის 11 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების ქართული და გერმანული ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით ხელმოწერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს სახელით ხელმოწერილია