ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების (ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 21) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2024
გამომცემი ორგანო №
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016628
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.02.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | ახალგაზრდებს აქვთ მუდმივი და მოწესრიგებული საცხოვრებელი (შედეგი 1.1 და 1.2) |
| 2 | ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებათ ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე (შედეგი 1.3) |
| 3 | გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიულ ან/და უმაღლეს განათლებაში. (შედეგი 2.1) |
| 4 | ახალგაზრდებს აქვთ სამუშაოს ძიების ცოდნა და უნარები (შედეგი 2.2.) |
| 5 | ახალგაზრდებში გაუმჯობესებულია თვითდასაქმებისთვის საჭირო ცოდნა და ფინანსური შესაძლებლობები (შედეგი 2.3) |
| 6 | გაუმჯობესებულია ახალგაზრდების ფსიქოლოგიური ფუნქციონირება (3.1) |
| 7 | გაზრდილია ახალგაზრდების ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების, მათი დაცვის შესაძლებლობების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სგგი-ს შესახებ. (შედეგი 3.3 და 3.4) |
| 8 | გაზრდილია ახალგაზრდებში პროსოციალური ინტერესები (შედეგი 3.5) |
| 9 | ახალგაზრდებში გაზრდილია პრო-სოციალური და ოჯახის წევრებთან ურთიერთობები (შედეგი 3.6 და 3.7) |
| 10 | ტრენინგები |
| 11 | კონსულტაციები |
| 12 | ინდივიდუალური მუშაობა |
| 13 | ზოგადი კმაყოფილება |
| 14 | კმაყოფილება ტრენინგებით |
| 15 | კმაყოფილება კონსულტაციებით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „2026 წელს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების (ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 21) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2024 წლის 19 თებერვალი
ქ. ბოლნისი
ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების (ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 21) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების (ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 21) განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების (ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა) პროგრამის (პროგრამული კოდი 06 02 21) განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების (ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა)“ (პროგრამული კოდი 06 02 21) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 16-29 წლის ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზაციის და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – პროგრამის განმახორციელებელი).
მუხლი 2🔗. მოსარგებლეთა ჯგუფი
პროგრამით მოსარგებლეს წარმოადგენენ 16-29 წლის ახალგაზრდები, რომლებიც სოციალური გამოწვევების გამო ვერ ახერხებენ სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზებას.
მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები, 16-29 წლის ახალგაზრდების თვითრეალიზაციის და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗. პროგრამის ამოცანები
1. ახალგაზრდების ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება.
2. ახალგაზრდებისთვის განათლების და დასაქმების/თვითდასაქმების შესაძლებლობების განვითარება.
3. ახალგაზრდებში სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობების განვითარება.
მუხლი 5🔗. პროგრამის აქტივობები
1. შეფასება და გეგმის შემუშავება
1. მოსარგებლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების ინდივიდუალური შეფასება მულტიდისციპლინური გუნდის (სხვადასხვა სპეციალისტისაგან, მათ შორის, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგისგან შემდგარი გუნდი) მიერ; შეფასებაზე დაყრდნობით მომსახურების დაგეგმვა. ინდივიდუალური გეგმა უნდა მოიცავდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ ღონისძიებებს:
2. ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება
1. ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე გამოკვეთილი საჭიროებისას: კომუნალური გადასახადების გადახდა; ქირით უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის, საცხოვრისის შშმ პირის საჭიროებებზე (ოჯახის წევრის და თავად ახალგაზრდის) მორგება.
2. ბაზისური (სიცოცხლისათვის აუცილებელი) საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის რესურსების მოძიება და გადამისამართება/ჩართვა.
3. შეფასებით გამოკვეთილი საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების და ტანისამოსის ვაუჩერების გადაცემა მოსარგებლისათვის ან არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის.
3. განათლების და დასაქმების ხელშეწყობა
1. ინდივიდუალური კონსულტირება და გადამისამართება, მომსახურების მიმღების ინტერესების გამოვლენისა და შესაბამის სერვისში ჩართვის მიმართულებით.
2. პროფესიული უნარების გაძლიერების მიზნით შესაბამის მომსახურებაში გადამისამართება.
3. ფინანსური მხარდაჭერა ფასიან სასწავლო კურსებში ჩართვისთვის.
4. ფინანსური მხარდაჭერა სწავლის პროცესში ჩართვისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარად (მაგ.: მგზავრობა, ნივთები და სხვა).
5. თემში არსებული რესურსების მობილიზება ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ძლიერი მხარეებიდან გამომდინარე (მაგ. არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განათლების და დასაქმების საქმიანობებში მოსარგებლეთა ჩართვის მიზნით).
6. ტრენინგების ჩატარება სამუშაოს ძიების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით.
4. თვითდასაქმების ხელშეწყობა
1. ინდივიდუალური კონსულტაციები იდეების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.
2. იდეების ფინანსური მხარდაჭერა.
3. საქმიანობის მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა; ინდივიდუალური კონსულტაციები.
5. ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა
1. ფსიქოლოგის მიერ ინდივიდუალური კონსულტაციის და/ან ჯგუფური მომსახურების მიწოდება ახალგაზრდების ფსიქოლოგიური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით (სავარაუდო საკითხები: გარემოსთან ადაპტაცია; სტრესის და ბრაზის მართვა; გარემოს მიმართ დადებითი მოლოდინები; კომუნიკაციის უნარები და კონფლიქტების მართვა; თავდაჯერებულობა).
2. ტრენინგების ჩატარება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარების გაუმჯობესების მიზნით (სავარაუდო საკითხები: ფინანსების მართვა, დროის მართვა, საკვების მომზადება, პირადი და გარემოს ჰიგიენა და ა.შ.).
3. იურისტის კონსულტაცია და ტრენინგების ჩატარება უფლებების და დაცვის გზების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
4. ტრენინგების ჩატარება რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ.
5. ინდივიდუალური კონსულტაცია პროსოციალური ინტერესების ხელშეწყობის მიზნით.
6. მხარდამჭერი ჯგუფების ორგანიზება გამოკვეთილ საჭიროებებთან მიმართებაში.
7. მოსარგებლეების გადამზადება თანასწორთა განათლების და მოხალისეობის თემებზე; მათი ჩართვა სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში, სოციალური ინტეგრაციისა და თავდაჯერებულობის გაზრდის მიზნით.
8. 16-18 წლამდე მოსარგებლეების ოჯახებთან და მომსახურების სრულწლოვან მოსარგებლეებთან მუშაობა პოზიტიური მშობლობის უნარების გაზრდის მიზნით.
9. თემთან მუშაობა ახალგაზრდის თემში სრულფასოვნად ინტეგრირების მიზნით.
10. მომსახურების მიმღებთა ახალგაზრდულ ბანაკებში ჩართვის ხელშეწყობა.
11. ახალგაზრდების დამეგობრების ხელშეწყობა წარმატებულ და მათთვის საინტერესო პირებთან.
მუხლი 6🔗. პროგრამის მოსალოდნელი შედეგები
1. ახალგაზრდებს აქვთ მუდმივი საცხოვრებელი.
2. ახალგაზრდების საცხოვრებელში მოწესრიგებულია ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
3. ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებათ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე (ჰიგიენა, ტანისამოსი, მედიკამენტი, საკვები).
4. გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიულ ან/და უმაღლეს განათლებაში.
5. ახალგაზრდებს აქვთ სამუშაოს ძიების ცოდნა და უნარ-ჩვევები.
6. ახალგაზრდებში გაუმჯობესებულია თვითდასაქმებისთვის საჭირო ცოდნა და ფინანსური შესაძლებლობები.
7. ბავშვიან მშობლებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივობებში. არსებობს ბავშვზე ზრუნვის დღის ცენტრი. (ამოქმედდება 2026 წლიდან).
8. გაუმჯობესებულია ახალგაზრდების ფსიქოლოგიური ფუნქციონირება.
9. გაუმჯობესებულია ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარები.
10. გაზრდილია ახალგაზრდების ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების და მათი დაცვის შესაძლებლობების შესახებ.
11. გაზრდილია ახალგაზრდების ინფორმირებულობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ.
12. გაზრდილია ახალგაზრდებს შორის პროსოციალური ინტერესები.
13. გაუმჯობესებულია ახალგაზრდების ურთიერთობები ოჯახის სხვა წევრებთან.
14. გაზრდილია ახალგაზრდებში პროსოციალური ურთიერთობები.
მუხლი 7🔗. მომსახურებაში ჩართვის კრიტერიუმები
პროგრამით სარგებლობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ კრიტერიუმს:
1. მინდობით აღზრდის/მცირე საოჯახო სახლში აღზრდის გამოცდილება.
2. ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის გამოცდილება.
3. კანონთან კონფლიქტში ყოფნის გამოცდილება.
4. ქუჩაში ცხოვრების/სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების გამოცდილება.
5. არალეგალურ საქმიანობაში ჩართულობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდები.
6. ნივთიერების მოხმარების გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ან/და ოჯახის წევრები.
7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, სხვა ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებთან ერთად სავალდებულოა პროგრამაში ჩართვისათვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
მუხლი 8🔗. მომსახურებიდან გამომრიცხველი კრიტერიუმები
პროგრამით სარგებლობის მსურველი და მისი ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებული უნდა იყოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში.
მუხლი 9🔗. უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმები
მოსარგებლეებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩართვის კრიტერიუმებს უპირატესობა მიენიჭებათ ახალგაზრდებს:
1. შშმ მზრუნველი ან ზრუნვის საჭიროების მქონე ახალგაზრდები.
2. უმუშევრობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ახალგაზრდები.
3.ახალგაზრდები, რომელთა მშობელს (ან მშობლებს) აქვს ჯანმრთელობის ისეთი გამოწვევები, რომელიც ზღუდავს მათ მდგრად ფუნქციონირებას.
4. ძალადობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდები, რაც დასტურდება დოკუმენტაციით.
5.ახალგაზრდები რომლებსაც აქვთ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, რომელიც ხელს უშლის ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებას.
6.ახალგაზრდები, რომლებსაც არ აქვთ საბაზისო განათლება.
მუხლი 10🔗. პროგრამის ვადები
1. მოსარგებლეთა პროგრამაში ჩართვა განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში. მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს მიმართოს მუნიციპალიტეტს 2024 წლის 1 იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით. გადმომისამართება შესაძლოა განხორციელდეს სხვა უწყებიდან მიმართვითაც.
2. განაცხადების გაკეთებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაუკავშირდება განმცხადებელს და პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში აცნობს შემდგომ ნაბიჯებს ან უარის შემთხვევაში განუმარტავს მიზეზებს.
3. პროგრამაში ჩართვიდან 1 თვის ვადაში ხორციელდება ინდივიდუალური შეფასება, რათა გამოიკვეთოს მოსარგებლის საჭიროებები, ძლიერი მხარეები და ინტერესები.
4. შეფასების დასრულებიდან 3 კვირის ვადაში დგება ინდივიდუალური გეგმა.
5. ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული აქტივობები ხორციელდება წლის განმავლობაში. ინდივიდუალურ გეგმაში მიეთითება დაგეგმილი აქტივობების კონკრეტული ვადები.
6. ჯგუფური ტრენინგები და აქტივობები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში.
7. შემოსავლის მომტანი საქმიანობის დაფინანსებაზე განაცხადის შემოტანის შესაძლებლობა პროგრამის მოსარგებლეს აქვს მთელი წლის განმავლობაში. ინდივიდუალურ გეგმაში განსაზღვრულია სტარტაპის პროექტის საკონსულტაციო პროცედურები და ვადები.
მუხლი 11🔗. პროგრამის პროცედურები
1. პროგრამაში ჩართვის მსურველი (სრულწლოვანი პირი ან არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას (კანცელარია).
2. მომართვის შემდგომ მიმდინარეობს მულტიდისიციპლინური გუნდის მიერ შეფასების წარმოება. გუნდი აფასებს პროგრამაში ჩართვის მსურველის ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებს, ძლიერ მხარეებს და ინტერესებს. შეფასებისათვის სოციალური მუშაკი ახორციელებს პროგრამაში ჩართვის მსურველის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტს და ინტერვიუს სხვადასხვა წყაროსთან წინასწარ შემუშავებულ კითხვარზე დაყრდნობით.
3. შეფასების საფუძველზე, პროგრამაში ჩართვის მსურველის ჩართულობით (არასრულწლოვნის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის), დგება ინდივიდუალური გეგმა, სადაც გაიწერება შემდგომი ნაბიჯები. ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, მოსარგებლე ერთვება აქტივობებში, რომელიც განსაზღვრულია მუხლი №4-ით. გეგმის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 6 თვე.
4. სწავლისათვის ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომლის უზრუნველყოფაც განსაზღვრულია ინდივიდუალურ გეგმაში, მოსარგებლემ უნდა წარადგინოს.
5. წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
6. განმცხადებლის/მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი.
7. ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ან/და საგანმანათლებლო კურსების განმახორციელებელი ორგანზიაციიდან, რომ მოსარგებლის სტუდენტის სტატუსი აქტიურია ან/და ირიცხება კონკრეტულ კურსებზე.
8. ანგარიშფაქტურა სასწავლებლიდან სწავლის საფასურის შესახებ.
9. გრანტის ანგარიშფაქტურა და ფინანსების პროცენტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. იდეების დასაფინანსებლად პროგრამის მოსარგებლეს შეუძლია გაიაროს ინდივიდუალური კონსულტაცია მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ კონსულტანტთან და აღნიშნულზე დაყრდნობით წარადგინოს პროექტი.
11. იდეის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საბჭო, რომელიც შედგება სხვადასხვა ორგანიზაციის/უწყების წარმომადგენელი 7 წევრისგან.
12. ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად ხორციელდება სტარტაპების მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა სულ მცირე 3 თვეში ერთხელ.
მუხლი 12🔗. პროგრამის საჭიროება და უპირატესობა
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ბოლნისის მუნიციპალიტეტში 16-29 წლის 11 255 ახალგაზრდა ცხოვრობს. ახალგაზრდები, განვითარებისა და კულტურის თვალსაზრისით, განსხვავდებიან როგორც ერთმანეთისგან, ასევე საზოგადოების სხვა ჯგუფებისაგან და მათთან ურთიერთობა უნდა დამყარდეს მათი ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ახალგაზრდობა არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი განათლება, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, ახალი ცოდნა და გამოცდილება, გახდნენ მეტად უფრო რეალიზებულები და ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში,
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს 16-29 წლის ახალგაზრდებს, ისწავლონ, დასაქმდნენ, საშუალებას მისცემს თითოეულ მოსარგებლეს შეძლონ რესოციალიზაცია, საკუთარი თავის იდენტიფიცირება.
მუხლი 13🔗. პროგრამის მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. ფიზიკური გარემო:
ა) ჯგუფური მუშაობისთვის შესაბამისად აღჭურვილი და ადაპტირებული ცალკე სივრცე (ოთახი);
ბ) ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შესაბამისად აღჭურვილი და ადაპტირებული ცალკე, იზოლირებული სივრცე (ოთახი), რომელიც იძლევა კონფიდენციალური კონსულტირების შესაძლებლობას;
გ) ადაპტირებული და კეთილმოწყობილი სველი წერტილი;
დ) შესაბამისად აღჭურვილი და ადაპტირებული სამზარეულო.
2. თანამშრომელთა კვალიფიკაცია:
ა) ფსიქოლოგი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგის აკადემიური ხარისხი ან გავლილი აქვს სხვა აკრედიტებული განათლების კურსი, შესაბამის სფეროში;
ბ) დასაქმების/მომსახურების კოორდინატორი, რომელსაც აქვს დასაქმების სფეროში საკონსულტაციო-სატრენინგო მომსახურების გამოცდილება.
3. ორგანიზაციული სისტემები და გამოცდილება:
ა) აქვს შინაგანაწესი;
ბ) აქვს ინდივიდუალური მომსახურების სულ მცირე 1 (ერთ)-წლიანი გამოცდილება;
გ) აქვს დასაქმების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 (ერთ)-წლიანი გამოცდილება;
დ) აქვს ახალგაზრდებთან მუშაობის სულ მცირე 2 (ორ)-წლიანი გამოცდილება;
ე) უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს.
მუხლი 14🔗. პროგრამის მონიტორინგი
პროგრამის მიმდინარეობის/პროცესის შეფასება: ფასდება პროგრამით განსაზღვრული საქმიანობების რაოდენობა, მრავალფეროვნება, დოკუმენტების წარმოება, ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების სიხშირე და სხვა. მიმდინარეობის შეფასებისთვის განხორციელდება წელიწადში სულ მცირე 1 დაგეგმილი და 1 დაუგეგმავი ვიზიტი მომსახურების მიმწოდებელთან.
პროგრამის შედეგების შეფასება: შეფასდება ინდივიდუალური გეგმების შესრულების მაჩვენებლები (დოკუმენტების ანალიზით), სპეციალისტებთან და მოსარგებლეებთან გასაუბრებით.
მოსარგებლეთა კმაყოფილების შეფასება: მოსარგებლეებთან გამოკითხვით.
პროგრამის მონიტორინგს განახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური.
მონიტორინგისთვის გამოყენებული იქნება შემდეგი მეთოდები: 1. მომსახურების მიმწოდებლის დოკუმენტების ანალიზი. 2. ვიზიტები და დაკვირვება და 3. გასაუბრება/გამოკითხვა.
№
შედეგი
ინდიკატორი
მეთოდი (გაზომვის სიხშირე)
1
ახალგაზრდებს აქვთ მუდმივი და მოწესრიგებული საცხოვრებელი (შედეგი 1.1 და 1.2)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამის შედეგად აქვთ მუდმივი, მოწესრიგებული საცხოვრებელი (არ ჰქონდათ პროგრამაში ჩართვამდე)
მომსახურების დოკუმენტების ანალიზი (6 თვეში ერთხელ)
2
ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებათ ყოველდღიური მოხმარების ნივთებზე (შედეგი 1.3)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთა უზრუნველყოფაც პროგრამის ფარგლებში მოხდა ყოველდღიური მოხმარების ნივთებით
მომსახურების დოკუმენტების ანალიზი (6 თვეში ერთხელ)
3
გაზრდილია ახალგაზრდების ჩართულობა პროფესიულ ან/და უმაღლეს განათლებაში. (შედეგი 2.1)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამებში, მომსახურებაში ჩართვის შემდეგ
მომსახურების დოკუმენტების ანალიზი (6 თვეში ერთხელ)
4
ახალგაზრდებს აქვთ სამუშაოს ძიების ცოდნა და უნარები (შედეგი 2.2.)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც სწორად სცემენ პასუხს თემატური ტესტის კითხვების 80%-ზე მეტს
მომსახურების დოკუმენტების (სამუშაოს ძიების ტრენინგის პოსტ-ტესტი) ანალიზი (6 თვეში ერთხელ).
5
ახალგაზრდებში გაუმჯობესებულია თვითდასაქმებისთვის საჭირო ცოდნა და ფინანსური შესაძლებლობები (შედეგი 2.3)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც დაიწყეს შემოსავლის მომტანი საქმიანობა
მომსახურების დოკუმენტების ანალიზი (6 თვეში ერთხელ)
6
გაუმჯობესებულია ახალგაზრდების ფსიქოლოგიური ფუნქციონირება (3.1)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომელთა შემთხვევაშიც გადასინჯვის დოკუმენტებში აღნიშნულია ფსიქოლოგიური ფუნქციონირების გაუმჯობესება
მომსახურების დოკუმენტების ანალიზი (6 თვეში ერთხელ)
7
გაზრდილია ახალგაზრდების ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების, მათი დაცვის შესაძლებლობების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სგგი-ს შესახებ. (შედეგი 3.3 და 3.4)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც სწორად სცემენ პასუხს თემატური ტესტის კითხვების 80%-ზე მეტს
მომსახურების დოკუმენტების (უფლებების და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ტრენინგის პოსტ-ტესტი) ანალიზი (6 თვეში ერთხელ).
8
გაზრდილია ახალგაზრდებში პროსოციალური ინტერესები (შედეგი 3.5)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებშიც გაზრდილია პროსოციალური ინტერესების წილი
მომსახურების დოკუმენტების ანალიზი (6 თვეში ერთხელ)
9
ახალგაზრდებში გაზრდილია პრო-სოციალური და ოჯახის წევრებთან ურთიერთობები (შედეგი 3.6 და 3.7)
ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებშიც გაუმჯობესებულია ოჯახებთან ან/და პროსოციალური ურთიერთობები
მომსახურების დოკუმენტების ანალიზი (6 თვეში ერთხელ)
პროცესი
ინდიკატორი
მეთოდი და გაზომვის სიხშირე
10
ტრენინგები
ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა თემატიკის მიხედვით და დამსწრეთა რაოდენობის მითითებით
მომსახურების მოკლე ანგარიში, მოსარგებლეთა კოდირებული სიები (ყოველთვიურად)
11
კონსულტაციები
ჩატარებული კონსულტაციების რაოდენობა
მომსახურების მოკლე ანგარიში, მოსარგებლეთა კოდირებული სიები (ყოველთვიურად)
12
ინდივიდუალური მუშაობა
მონაწილეთა წილი, რომელთა შემთხვევაშიც სრულყოფილად შევსებულია ინდივიდუალური დოკუმენტები (შეფასება, გეგმა, განხორციელების დოკუმენტები და გადასინჯვა)
მომსახურების დოკუმენტების ანალიზი (6 თვეში ერთხელ)
კმაყოფილება
ინდიკატორი
მეთოდი და გაზომვის სიხშირე
13
ზოგადი კმაყოფილება
მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელიც ზოგადად კმაყოფილია პროგრამით
გასაუბრება/გამოკითხვა; ადგილზე ვიზიტები და დაკვირვება (6 თვეში ერთხელ)
14
კმაყოფილება ტრენინგებით
მოსარგებლეთა რაოდენობა, რომელიც კმაყოფილია ტრენინგებით
გასაუბრება/გამოკითხვა; ადგილზე ვიზიტები და დაკვირვება (6 თვეში ერთხელ)
15
კმაყოფილება კონსულტაციებით
მონაწილეთა რაოდენობა, რომელიც კმაყოფილია ინდივიდუალური მუშაობით
გასაუბრება/გამოკითხვა; ადგილზე ვიზიტები და დაკვირვება (6 თვეში ერთხელ)
მუხლი 15🔗. პროგრამის ბიუჯეტი
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი (პროგრამული კოდი 06 02 21).