„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37-11 |
|
2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
„1. დამტკიცდეს:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 26 იანვრის N24.115.135 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტები, დანართი 1-ის შესაბამისად;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 26 იანვრის N24.115.135 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების განრიგი, დანართი 2-ის შესაბამისად;
გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 26 იანვრის N24.115.135 განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M2 კატეგორია) მიერ მარშრუტებზე თვის განმავლობაში გასავლელი კილომეტრი, დანართი 3-ის შესაბამისად.“.
|