დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი ინტელექტუალური საკუთრება
მიღების თარიღი 21.02.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 050040000.48.065.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე | საქპატენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ტურისტული გიდის სერტიფიცირებისა და პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ავტორიზაციის წესის“ დამტკიცების თაობაზე „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემის წესის და პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის თაობაზე განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესის განსაზღვრის შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანება
№3
2024 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის – „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 15 დეკემბრის №3966-XIIIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესი“.
2. დამტკიცდეს ავტორიზებული პირის მიერ საქპატენტისთვის ინფორმაციის წარდგენის ფორმა (Excel ფორმატში) №1 დანართის სახით.
3. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს 2024 წლის 22 თებერვლიდან.
4. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.
საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე
დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, ამ სტატუსის გაუქმებისა და ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესი (შემდგომში − წესი) არეგულირებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის მიერ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის − „საქპატენტისთვის“ (შემდგომში − საქპატენტი) ინფორმაციის მიწოდების საკითხებს.
მუხლი 2🔗. დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭება
1. ავტორიზებული პირის სტატუსის მისაღებად, დაწესებულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისი განცხადებით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქპატენტს. განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით მონაცემთა მატერიალური მატარებლის გამოყენებით (მაგ., CD-ROM დისკი). ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში განცხადება ხელმოწერილი უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანების დამადასტურებელი მტკიცებულება (მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკის შემთხვევაში);
ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდება (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში);
გ) ან/და ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულების საქმიანობის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობას.
3. საქპატენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების სრულყოფილად განსახილველად ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ დაწესებულებას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა.
4. განცხადების მიღებიდან 1 თვის ვადაში საქპატენტი განიხილავს განცხადებას და თანდართულ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებისთვის ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საქპატენტი უფლებამოსილია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელს განუსაზღვროს გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა ან ნაწილობრივ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი, საქპატენტი მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
7. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დადასტურდა ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულების საქმიანობის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობა, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებისათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
8. ავტორიზებული პირის სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება საქპატენტის მიერ სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღეს.
მუხლი 3🔗. რეესტრის წარმოება
1. ავტორიზებული პირის სტატუსის მქონე პირთა ერთიან ელექტრონულ რეესტრს აწარმოებს საქპატენტი.
2. რეესტრში აისახება ადგილობრივი ავტორიზებული პირების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, აგრეთვე საქპატენტის ხელთ არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში აღიარებული ავტორიზებული პირების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია.
3. ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას საქპატენტი, აქვეყნებს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საკუთარ ვებგვერდზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეესტრში.
4. ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში რეესტრში მონაცემები აისახება გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადა აითვლება ინფორმაციის რეესტრში გამოქვეყნებიდან.
5. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები ქვეყნდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. რეესტრის მონაცემები შეიძლება განახლდეს საჭიროებისამებრ.
მუხლი 4🔗. ავტორიზებული პირის ფუნქციონირება
ავტორიზებული პირი მის საქმიანობას ახორციელებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმება
1. ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების საფუძვლებია:
ა) ამ სტატუსის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნა;
ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება;
გ) დაწესებულების საქმიანობის სახის შეცვლა;
დ) ავტორიზებული პირის მიერ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა.
2. ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქპატენტს.
3. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის საფუძვლით ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმება დასაშვებია, თუ ავტორიზებულმა პირმა მძიმე დარღვევა ჩაიდინა და აღნიშნული სტატუსის გაუქმება საავტორო უფლებების ან მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ან ბენეფიციართა კანონიერი ინტერესების დაცვის ერთადერთი საშუალებაა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული პირის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის შეფასებისას საქპატენტი ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) დარღვევის მასშტაბი;
ბ) მიყენებული ზიანის ოდენობა;
გ) აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა;
დ) სხვა ობიექტური კრიტერიუმი, რომლითაც დგინდება ავტორიზებული პირის მიერ მძიმე დარღვევის ჩადენის ფაქტი.
5. ავტორიზებული პირის სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება „საქპატენტის“ მიერ ავტორიზებული პირისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან.
6. ავტორიზებული პირი, ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების შემდეგ ვალდებულია თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოებები თავის მიერვე შერჩეულ სხვა ავტორიზებულ პირს გადასცეს.
7. ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე საქპატენტის გადაწყვეტილება ეგზავნება პირს, რომელსაც გაუუქმდა ავტორიზებული პირის სტატუსი.
მუხლი 6🔗. ავტორიზებული პირის მიერ საქპატენტისთვის ინფორმაციის წარდგენა
1. ავტორიზაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში ავტორიზებული პირი ვალდებულია ელექტრონული ცხრილის სახით (Excel ფორმატში) ამ წესის №1 დანართით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად საქპატენტს წარუდგინოს:
ა) ინფორმაცია ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ (ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვით);
ბ) პარტნიორი ავტორიზებული პირების (ავტორიზებული პირები, რომლებიც მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებულ ბეჭდურ ნაწარმოებებს ერთმანეთს უცვლიან) საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებების შესახებ ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საქპატენტი აქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლების შემთხვევაში, ავტორიზებული პირი ვალდებულია განახლებული ინფორმაცია ახალი გარემოების წარმოშობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს საქპატენტს, რომელიც ინფორმაციის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აახლებს მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს საქპატენტს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შემცველი ელექტრონული დოკუმენტი ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი.
5. საქპატენტი უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს მოსთხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტის მატერიალური ფორმით წარმოდგენა.
6. საქპატენტისთვის ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.