„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
050040000.48.065.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება  №4

2024 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საპატენტო კანონის 8​1 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებით (140111, 14/01/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის, პატენტრწმუნებულთა რეგისტრაციის წესსა და პირობებს და პატენტრწმუნებულთა საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პატენტრწმუნებული საერთო სპეციალიზაციით ან საპატენტო სპეციალიზაციით შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც:

ა) აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო ან ტექნიკურ/საინჟინრო მეცნიერებებში;

ბ) აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ  3 წლის გამოცდილება ან/და გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი;

გ) ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ამ დებულებით დადგენილი წესით.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს პატენტრწმუნებული ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სპეციალიზაციით შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც:

ა) აქვს უმაღლესი განათლება;

ბ) აქვს შესაბამისი სპეციალიზაციის სფეროში მუშაობის (მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის) არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან/და გავლილი აქვს სპეციალური მოსამზადებელი კურსი.

გ) ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა და საკვალიფიკაციო კომისია“;

ბ) პირველი – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდას ატარებს საქპატენტის თავმდჯომარის ბრძანებით შექმნილი საკვალიფიკაციო კომისია.

2. პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს განსაზღვრავს საქპატენტის თავმჯდომარე.

3. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და პროგრამას ამტკიცებს საკვალიფიკაციო კომისია. ზემოაღნიშნული საკითხები უნდა დამტკიცდეს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 თვისა.

4. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება სახელმწიფო ენაზე.

5. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საკვალიფიკაციო კომისიის მიერ შემუშავებული ტესტების საფუძველზე.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას, რეგისტრირდებიან რეესტრში და ეძლევათ პატენტრწმუნებულის მოწმობა, რომლის ფორმას ამტკიცებს საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საკვალიფიკაციო კომისიის შემადგენლობა

1 . საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარეა საქპატენტის თავმჯდომარე .

2. საკვალიფიკაციო კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე.

3. საკვალიფიკაციო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც საქპატენტის თანამშრომლები, ისე მოწვეული ექსპერტები.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პატენტრწმუნებული საერთო ან საპატენტო სპეციალიზაციით უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური და იურიდიული პირები საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში და გაუწიოს მათ სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.  რაც მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ კონსულტაციების გაწევასა და ძიების წარმოებას, მარწმუნებლის წარმომადგენლობას საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატასა და მესამე პირებთან ურთიერთობაში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული განაცხადის შედგენას, საერთაშორისო (PCT) განაცხადის შედგენას, საერთაშორისო რეგისტრაციის მოპოვების მიზნისთვის აუცილებელი განაცხადის შედგენას, რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე დუბლიკატის მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტების შედგენას, დამცავი დოკუმენტების მიღებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ძალაში შენარჩუნებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას, უფლებების გადაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული განაცხადების შედგენასა და უფლებების დაცვისა და განხორციელებისკენ მიმართულ სხვა საქმიანობას, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პატენტრწმუნებული ინტელექტუალური საკუთრების ცალკეული ობიექტების სპეციალიზაციით უფლებამოსილია წარმოადგინოს ფიზიკური და იურიდიული პირები საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ  სააპელაციო პალატაში, თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში და გაუწიოს მათ სხვა მომსახურება სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებულ კონსულტაციების გაწევასა და ძიების წარმოებას, მარწმუნებლის წარმომადგენლობას საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატასა და მესამე პირებთან ურთიერთობაში, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული განაცხადის შედგენას, საერთაშორისო რეგისტრაციის მოპოვების მიზნისთვის აუცილებელი განაცხადის შედგენას, რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე დუბლიკატის მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტების შედგენას, დამცავი დოკუმენტების მიღებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ძალაში შენარჩუნებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას, უფლებების გადაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებასა და წარდგენას, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული განაცხადების შედგენასა და უფლებების დაცვისა და განხორციელებისკენ მიმართულ სხვა საქმიანობას, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერება და აღდგენა

1. პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება უჩერდება საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში;

გ) თუ პატენტრწმუნებულის მიერ დაირღვა ამ დებულების მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი შეიძლება დააყენოს საკვალიფიკაციო კომისიამ ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

3. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს საკვალიფიკაციო კომისია განიხილავს შესაბამისი განცხადების მიღებიდან ან საკვალიფიკაციო კომისიის მიერ საკითხის დაყენებიდან 10 დღის ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკვალიფიკაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ვადით.

5. საკვალიფიკაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკვალიფიკაციო კომისია უფლებამოსილია პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება შეუჩეროს ერთ წლამდე ვადით.

7. პატენტრწმუნებულს უფლებამოსილება აღუდგება საქპატენტში შესაბამისი განცხადების შეტანით. განცხადებას პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების აღდგენის შესახებ განიხილავს საქპატენტის საკვალიფიკაციო კომისია. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე, თუ აღარ არსებობს უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი.

8. თუ პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება შეჩერებულია განსაზღვრული ვადით, პატენტრწმუნებულს ავტომატურად აღუდგება უფლებამოსილება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

9. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეჩერებისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს საქპატენტი შეიტანს რეესტრში და აქვეყნებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. პატენტრწმუნებული ვალდებულია ეს ცვლილებები აცნობოს თავის მარწმუნებლებს.“.

7. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თუ ცნობილი გახდა, რომ იგი არ აკმაყოფილებდა ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი, 11, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რისი დროულად აღმოჩენაც იქნებოდა პატენტრწმუნებულად რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი;

თ) საქართველოს საპატენტო კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული ვალდებულებების მრავალგზის ან უხეში დარღვევის შემთხვევაში;

ბ) მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შეიძლება დააყენოს საკვალიფიკაციო კომისიამ ან ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პატენტრწმუნებულის უფლებამოსილება წყდება სასამართლოს ან საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. საკვალიფიკაციო კომისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ამ გარემოებების დამადასტურებელ საბუთს იღებს ცნობად და გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იღებს განხილვის გარეშე.“.

8. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეესტრში რეგისტრირდებიან პირები, რომლებმაც  წარმატებით ჩააბარეს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა.“;

ბ) მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილების თარიღი და ნომერი;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქპატენტის თავმჯდომარესოსო გიორგაძე