⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.01.2025)
გაუქმებულია:

ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 27.02.2024
ძალის დაკარგვა 20.01.2025
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.138.016529
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 899 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2024 მიღება
20.01.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 ცენტრალური ზონა
2 შუალედური ზონა
3 პერიფერიული ზონა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,45 0,7
0,28 1
N ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2024 წლის 27 თებერვალი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის მიხედვით. მუხლი 2🔗 დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი  დანართი 2-ის მიხედვით. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორის  ზონირება  დანართი 3-ის მიხედვით. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს   „ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილება.  მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე დანართი 1 ახალციხის მუნიციპალიტეტში  (გარდა ქალაქ ვალისა) სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: GN = IMG x ITL x G x K, სადაც: ა) GN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა ) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს, გ.ბ)  შუალედური ზონისათვის – 1-ს, გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) G – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა  0,24 ლარის ტოლია; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 500-ს. მუხლი 2🔗 1.  პირველი მუხლის მიხედვით, ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ცენტრალური ზონა IMG ITL C K CN(ლარი) 0,45 1,3 0,24 5 00 70.20 შუალედური ზონა IMG ITL C K CN(ლარი) 0,45 1,0 0,24 500 54.00 პერიფერიული ზონა IMG ITL C K CN( ლარი) 0,45 0,7 0,24 500 37.80 მუხლი 3🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 16.20 ლარს. მუხლი 4🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტში დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს  16.20 ლარს. მუხლი 5🔗 ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს  37.80 ლარს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-4 მუხლით დადგენილი ფასი. დანართი 2 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში  სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო და  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი’’) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG x ITL x C x K,  სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ)  IMG –  არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ვალისათვის უდრის 0,28-ს; გ)  ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ყველა დასახლების ზონირება უნდა ითვალისწინებდეს ერთ შუალედურ ზონას და  უდრის 1,0-ს; დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24  ლარის ტოლია; ე)  K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 500-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ვალეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით: IMG ITL C K CN(ლარი) 0,28 1 0,24 500 33.60 დანართი 3 ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება N ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL 1 ცენტრალური ზონა მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო „ახალი ხიდიდან“-„ძველ ხიდამდე“-შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ. ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და „ხუთსართულიანი“ დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია (კერძოდ, ქუჩები: მანველიშვილის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის,, ი. ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ. ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ. დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის, დიდიმამიშვილის, ნათენაძის); „რაბათის“ დასახლება-ქუჩები: ციხისძირის, ე. ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის; აბასთუმნის გზატკეცილი, 9 აპრილის ქუჩის და „ახალი ხიდის“ გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილი, თამარაშვილის, თამარაშვილის ჩიხი, „ საბარგო სადგურის“ დასახლება: დავით აღმაშენებლის ქუჩა. ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხი. წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ახვლედიანის, დანიელაშვილის, პაატა მიქუტიშვილის, მთაწმინდელის, ხანძთელის. 1,3 2 შუალედური ზონა ქუჩები: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის, ჯანაშიას, ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება, 1 3 პერიფერიული ზონა „საბარგო სადგურის“ დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ივ. ახალციხელის, ადიგენის, ტაბიძის, ტაბიძის ჩიხი), სომხური სასაფლაოს და ყოფილი „ყველ-კარაქის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორია 0,7