1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.

2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.

3. საწარმო – ბორჯომის მუნიციპალიტეტის 100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო (სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება).

4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად  ორგანიზაციაში ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრული უფლებამოსილი პირები