“არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომლთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ”

მიღების თარიღი 15.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №8/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.15.008.007.625
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 15/08/2005
matsne.gov.ge 146 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

“არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომლთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №8/2005  2005 წლის 15 აგვისტო არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომელებს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად მიეცემათ ყოველთვიური ხელფასის ოდენობის თანაბარი დანამატი. მუხლი 2🔗. იმ თანამშრომელთა სიას, რომელთაც მიეცემათ პირველ მუხლში აღნიშნული დანამატი, განკარგულებით ამტკიცებს ცესკოს თავმჯდომარე.  მუხლი 3🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამარ­თ­ლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი  4🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე                                                        ალ. ღონღაძე კომისიის მდივანი                                                                                        გ. ჩალაგაშვილი