2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2024
ძალის დაკარგვა 13.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.024436
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული | სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი) |
| ქართული ენა, ლიტერატურა | 2250 |
| მათემატიკა | 2250 |
| გეოგრაფია | 2250 |
| ისტორია | 2250 |
| ფიზიკა | 2250 |
| ბიოლოგია | 2250 |
| ბუნებისმეტყველება | 2250 |
| ქიმია | 2250 |
| სამოქალაქო განათლება | 2250 |
| სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | 2250 |
| სპორტი | 2250 |
| ინგლისური ენა | 2250 |
| გერმანული ენა | 2250 |
| რუსული ენა | 2250 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №44
2024 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:
1. 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 3,200,000.00 ლარის ოდენობით.
2. 2024-2025 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი ოდენობების მიხედვით:
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამის მოდული
სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა (ლარი)
ქართული ენა, ლიტერატურა
2250
მათემატიკა
2250
გეოგრაფია
2250
ისტორია
2250
ფიზიკა
2250
ბიოლოგია
2250
ბუნებისმეტყველება
2250
ქიმია
2250
სამოქალაქო განათლება
2250
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
2250
სპორტი
2250
ინგლისური ენა
2250
გერმანული ენა
2250
რუსული ენა
2250
ფრანგული ენა
2250
ქართული, როგორც მეორე ენა
2250
მუსიკა
2250
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
2250
ზოგადი განათლების I-IV კლასების მასწავლებელი
2250
3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.
4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.
5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე