ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2024
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016519
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2024
matsne.gov.ge 1,795 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ტუია ნანა-ოქროსფერი
2 ტუია სმარაგდი
3 ტუია ბრაბანტის
4 ტუია ოქროსფერი
5 ბიოტა (ტუია) საბორდიურე
6 ღვია ოქროსფერი
7 ღვია ვერცხლისფერი
8 ღვია გართხმული
9 ჯუჯა ფიჭვი
10 ჯუჯა ნაძვი
11 უთხოვარი ს ბუჩქი
12 მაჯაღვერი
13 ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)
14 ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები)
15 ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.01.2024 თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.12.2023 აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 22.05.2024 ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 16.01.2024 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 27.02.2024

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2024 წლის 28 თებერვალი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 4 აპრილის №2738-XIმს-Xმპ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების ჩამონათვალი“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ხონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში; გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე დანართი 1 ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების ჩამონათვალი ფოთლოვანი ხეები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1 ირმის რქა სწორ შტამზე, ხედ ფორმირებული lagerstroemia indica 2 იფანი ჩვეულებრივი Fraxinus exselsior 3 იფანი გრძელფოთოლა Fraxinus coriariaefolia 4 ცაცხვი კავკასიური Acer saccharum 5 ცაცხვი გულფოთოლა Acer saccharinum 6 ცაცხვი უნგრული Tilia tomentosa 7 ნეკერჩხალი - ქორაფი Acer cappadocicum 8 ნეკერჩხალი - ლეკის ხე Acer Platanoides 9 შაქრის ნეკერჩხალი Acer saccharum 10 ნეკერჩხალი მარაოსებური (პალმატუმი) Acer palmatum 11 კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე Ligustrum japonicum 12 სოფორა იაპონური "მტირალა" Sophora japonica "Pendula" 13 სოფორა იაპონური სწორ შტამბზე Sophora japonica 14 მალუსი (დეკ. ვაშლი) malus floribunda / malus cocinela 15 წითელი ტყემალი Prunus cerasifera Pisardii 16 პანტა დეკორატიული შანტაკლერის pirus santacler 17 ამბრის ხე liquidambar styraciflua 18 გინკო ბილობა Ginkgo Biloba 19 მელია აზედარახის Melia azedarach 20  იმერული მუხა Quercus longipes 21 ქვამუხა (მარადმწვანე მუხა) Quercus ilex 22 ზეთისხილის ხე Olea europaea 23 საკურა Prunus serrulata 24  ალბიცია  (ლენქორანული „აკაცია“)  Albizzia julibrissin 25 ძელქვა Zelkova carpinifolia 26 მაგნოლია Magnolia grandiflora 27 ხეტიტა Liriodendron tulipifera 28 ცხენისწაბლი Aesculus hippocastanum 29 მტირალა ტირიფი Salix babilonica 30 კოწახური ჩვეულებრივი Berberis vulgaris) 31 ტყის ხურმა Diospyros lotus 32 მიმოზა ხედფორმირებული Acacia dealbata 33 ბროწეული Punica granatum წიწვოვანი ხეები № ქართული დასახელება   ლათინური დასახელება 1 კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური Cupressus sempervirens pyramidalis 2 კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური Cupressus sempervirens horizantalis 3 არიზონული კვიპაროსი Cupressus arizonica 4 ლეილანდიის კვიპაროსი cupressus leylandii 5 ჰიმალაის კედარი Cedrus deodara 6 შავი ფიჭვი Pinus nigra 7 ბიჭვინთის ფიჭვი Pinus brutia var. yithiusa 8 იტალიური ფიჭვი  Pinus pinea 9 უთხოვარი Taxus baccata 10 ვერცხლისფერი ნაძვი Picea pungens glauca ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები № ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1 ირმის რქა ბუჩქად ფორმირებული Lagerstroemia indica  2 აბელია  დიდფოთოლა  Abelia grandiflora 3 ბუდლეია (სხვადასხვა ფორმა) Budleja davidii 4 კოლხური ბზა Buxus colchica 5 წვრილფოთოლა ბზა Buxus microphylla 6 იაპონური ფშატი Elaeagnus × ebbingei 'Limelight' 7 ფოტინია წითელი Photinia x fraseri 'Red Robin' 8 ფოტინია მწვანე დიდი,ღობის Photinia serrulata 10 ძახველი სურნელოვანი Vibrunum tinus 11 ძახველი მარადმწვანე, პრიალაფოთოლა Vibrunum lucidium 12 ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები) Lonicera  nitida 13 ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები) Lonicera  caucasica 14 ცხრატყავა (სხვადასხვა სახეობები) Lonicera  iberica 15 ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები) Pyracantha coccinea 16 ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები) Pyracantha melanocarpa 17 ჩიტავაშლა (სხვადასხვა სახეობები) Pyracantha integerrima 18 ჭყორი მწვანე Ilex aquifolium 19 ჭყორი ჭრელფოთოლა Ilex aquifolium 'Argentea Marginata' 20 ჭყორი კოლხური Ilex colchica 21 ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა Pittosporum tobira  'Nana' 22 ფიტოსპორუმი საბორდიურე Pittosporum tobira 23 კვიდო (ლიგუსტრუმი) მარადმწვანე Ligustrum japonicum 24 კვიდო ჭრელფოთოლა Ligustrum lucidum Variegata 25 ჰიბისკუსი Hibiscus syriacus 26 ოლეანდრა Nerium oleander 27 წყავი Prunus laurocerasus  28 ვარდი  (სხვადასხვა ჯიში) Rosa 29 ნანდინა  (სხვადასხვა ფორმა) Nandina domestica, Nandina domestica 'Firepower' 30 ჭანჭყატი (სხვადასხვა ფორმა) Euonymus japonicus 31 კოწახური Berberis sp. 32 კამელია Camellia japonica 33 ჰორტენზია Hydrangea macrophylla, Hydrangea paniculata 34 შქერი Rhododendron ponticum ხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (ხვიარები) № ქართული დასახელება ლათინური დასახელება 1 გლიცინია Wisteria sinensis 2 ტეკომა Tecoma sp. 3 უსურვაზი Parthenocissus tricuspidata 4 ცხრატყავა  lonicera periclymenum, lonicera caprifolium, lonicera japonica, lonicera nitida 5  მარადმწვანე ჟასმინი, ხვიარა Jasminum grandiflorum 6 კოლხური სურო Hedera colchica 7 წვრილფოთოლა სურო Hedera helix 8 კატაბარდა Clematis sp. Clematis armandii, Clematis paniculata, Clematis mandscuirica, Clematis douglasii 9 ლავანდა Lavanluda angustifolia 10 როზმარინი Rosmarinus 11 წივანა Festuca sp. 12 მაჯაღვერი Daphne mezereum    წიწვოვანი ბუჩქები № ქართული დასახელება    ლათინური დასახელება 1 ტუია ნანა-ოქროსფერი Thuja orientalis ‘Aurea Nana’ 2 ტუია სმარაგდი Thuja occidentalis 'Smaragd' 3 ტუია ბრაბანტის Thuja occidentalis 'Brabant' 4 ტუია ოქროსფერი Thuja occidentalis 'Gold' 5 ბიოტა (ტუია) საბორდიურე Thuja occidentalis 'Gold' 6 ღვია ოქროსფერი Juniperus x pfitzeriana 'Mordigan Gold' 7 ღვია ვერცხლისფერი Juniperus virginiana 'Silver Spreader" /  globosa, 8 ღვია გართხმული Juniperus  horizontalis 9 ჯუჯა ფიჭვი Pinus pumilio, pinus mugo mugus, 10 ჯუჯა ნაძვი Picea glauca conica / globosa 11 უთხოვარი ს ბუჩქი taxus baccat დანართი 2 ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ხონის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა; აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 2🔗. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს. 2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები: ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს; ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნეს გასამწვანებელი არეალები; გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალკ-ცალკე; დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილი უნდა იქნეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე; ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს. ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი(ები) შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად. მუხლი 3🔗. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით; ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი; დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი; ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება; ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სიიდან. 4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას. 5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ; ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს; ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით. 6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია: ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი; ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა; გ) კვლევის ჩატარების მეთოდი; დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე; ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტომასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია; ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას, და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას; ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე; თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში – მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი; ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები. მუხლი 4🔗. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი 1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს; ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა - პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას; გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ. 2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის. 3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ: ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი; ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი; გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე); დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი; ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ; ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა; ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით. მუხლი 5🔗. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი 1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენისას მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი. 2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს: ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა; ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ; გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.