ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.132.016617
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი ბრწყინვალის ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2024 წლის 26 თებერვალი
ქ. ბათუმი
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის 71 პუნქტის, 123 და 178 მუხლების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს საკონტეინერო მოსაკრებელი და მოსაკრებლის განაკვეთი 1 კონტეინერისთვის განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 178 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებელი სათანადო ორგანოს განსაზღვრამდე ამ მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური.
2. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 178 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდის წესი, პერიოდულობა და ვადა.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე