ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2024
ძალის დაკარგვა 28.03.2024
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.141.016412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| 1 | ქ. ახალქალაქი |
| 2 | დასახლებაში (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ.რადიუსში (ორივე მხარეს)მდებარე არეალში |
| 3 | დასახლებათა შორის გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში |
| 4 | დასახლებაში (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ.რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში |
| 5 | დასახლებათა შორის გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში |
| 6 | სოფლებში |
| 7 | დასახლებათა შორის არეალში |
| 8 | სხვა მიწებზე, რომელიც „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად |
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| მიწის კატეგორიები | გადასახადების განაკვეთები ლარი/ჰა |
| № | ტერიტორია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.03.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მიწის კატეგორიები 28.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2024 წლის 27 თებერვალი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-200-206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
შემოღებულ იქნეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1, №2, №3-ის შესაბამისად.
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 28 თებერვლის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.141.016258).
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
დანართი №1
ადგილობრივი გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადების შემდეგი განაკვეთები:
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.09 პროცენტის ოდენობით;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 2🔗
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 4🔗
სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებულ სათიბებზე) – 18 ლარი;
ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებულ საძოვრებზე) – 15 ლარი.
მუხლი 5🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვრება №3 დანართის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ქ“, “ჰ2“ და “ჰ6“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
გ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღმატება 1500 კვ. მეტრს;
დ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).
მუხლი 7🔗
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლები.
დანართი №2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები
მიწის კატეგორიები
გადასახადების განაკვეთები
ლარი/ჰა
1
სახნავ მიწაზე
50
2
მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწებზე
50
3
საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთებზე
50
4
სამელიორაციო ქსელებით დაკავებულ მიწებზე
36
5
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწებზე
24
6
დასახლებული პუნქტების ფარგლებს გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის იმნაკვეთებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება
21
7
ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართული
21
8
სხვა მიწებზე, რომელიც „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად
21
დანართი №3
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთები
№
ტერიტორია
საბაზისო
განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული
კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი
(ლარი)
1
ქ. ახალქალაქი
0,24
0,50
0,12
2
დასახლებაში (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ.რადიუსში (ორივე მხარეს)მდებარე არეალში
0,24
0,45
0,108
3
დასახლებათა შორის გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში
0,24
0,40
0,096
4
დასახლებაში (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ.რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში
0,24
0,38
0,0912
5
დასახლებათა შორის გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში
0,24
0,35
0,084
6
სოფლებში
0,24
0, 25
0, 06
7
დასახლებათა შორის არეალში
0,24
0,125
0,03