საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2005
ძალის დაკარგვა 26.01.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №842
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.629
გამოქვეყნების წყარო სსმ, 96, 17/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:LitMtavrPS;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;}
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitMtavrPS;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 56.7pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.007.629
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №842
2005 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 6 ივლისის №577 ბრძანებულების მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის (შემდგომში _ დეპარტამენტი) მიზნებს, ფუნქციებს, სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
2. დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სისტემის მართვას.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, რ. აგლაძის ქ. №32, საფოსტო ინდექსი 0119.
თავი II. დეპარტამენტის საქმიანობის
სფერო, ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს, ამოცანებსა და კომპეტენციას წარმოადგენს:
ა) სახელმწიფო რეზერვის მარაგის შენახვა და მომსახურება, მატერიალური ფასეულობათა ოპერაციების წარმოება, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლი ცენტრალიზებულია და მისი განხორციელება სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე განახორციელოს სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემა, განახლება, შეცვლა, გასესხება, ჯავშნის მოხსნა ან გაშვება ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის, საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციოდ;
გ) დეპარტამენტი წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექ-ტისათვის სახელმწიფო რეზერვების ხარჯების სტრუქტურას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებლის შერჩევას და მასთან კონტრაქტის (ხელშეკრულების) გაფორმებას;
ე) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს;
ვ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარუდგენს საქართველოს კანონის „სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ზ) დეპარტამენტი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურას, დაგროვების ოდენობას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;
თ) სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდების სახელმწიფო დამკვეთია დეპარტამენტი;
ი) დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, უცხო ქვეყნის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;
კ) დეპარტამენტი ახორციელებს დადგენილი წესით სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების აღრიცხვის ორგანიზაციას, მატერიალურ ფასეულობათა ნაშთებისა და მათი მოძრაობის ყოველწლიური კრებსითი აღრიცხვის უზრუნველყოფას;
ლ) დეპარტამენტი ახორციელებს საკონტროლო შემოწმებას სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების აღრიცხვის, მოძრაობის, ნაშთებისა და მათი ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების საკითხებთან დაკავშირებულ ყველა სამინისტროებსა და მათ მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დეწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებში. აძლევს მათ სავალდებულო მითითებებს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით;
მ) დეპარტამენტი უფლებამოსილია მისცეს სახელმწიფო და სამობილიზაციო დავალებათა მატერიალურ პასუხისმგებელ სამინისტროებსა და მათ მმართველობაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და კერძო სამართლის სუბიექტებს მითითებები სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების დებულებით და ინსტრუქციებით დაწესებული მასალებისა და საქონლის რეზერვის მიწოდების წესისა და პირობების დაცვის შესახებ;
ნ) დეპარტამენტი რეგულარულად იღებს სახელმწიფო სტატისტიკის განმახორციელებელ ორგანოსგან სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის საქმიანობისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რეზერვების, მასალებისა და საქონლის დაგროვების სახელმწიფო დავალებების შემუშავებისათვის;
ო) დეპარტამენტს უფლება აქვს მოითხოვოს მატერიალურად პასუხისმგებელი შემნახველებისაგან ანგარიშები დადგენილი წესით მათ მიერ ჩატარებული სახელმწიფო სამობილიზაციო რეზერვის მასალებისა და საქონლის ინვენტარიზაციის, აგრეთვე მატერიალურ ფასეულობათა ნაშთების შემოწმების შედეგების, ხარისხობრივი მდგომარეობისა და შენახვის პირობების შესახებ;
პ) დეპარტამენტს უფლება აქვს მოისმინოს და მოითხოვოს ინფორმაცია და მონაცემები არსებული მატერიალური რესურსების შესახებ, რომელთა დანიშნულებაა მიმდინარე წარმოების მატერიალური ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე მოითხოვოს სახელმწიფო რეზერვის ნომენკლატურის მასალების და საქონლის წარმოებისა და მოხმარების მონაცემები, რაც აუცილებელია სახელმწიფო რეზერვში დასაგროვებელი მასალებისა და საქონლის მოცულობის განსაზღვრისათვის, მისი ტერიტორიული განლაგებისა და იმ საკითხების მოსამზადებლად, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო და სამობილიზაციო მატერიალურ ფასეულობათა სესხებასთან;
ჟ) დეპარტამენტი უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულებები და შეთანხმებები უცხო ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან მისი კომპეტენციის ფარგლებში;
რ) დეპარტამენტი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს დამკვეთის ფუნქციები;
ს) მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო რეზერვის ბაზის შექმნის, ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III. სამსახურის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების სამმართველო;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) საკადრო განყოფილება;
დ) მარკეტინგის განყოფილება;
ე) საფინანსო სამსახური;
ვ) საინფორმაციო-კომპიუტერული ჯგუფი;
ზ) კომენდატურა;
თ) კანცელარია.
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგნ საქმეთა მინისტრი.
მუხლი 8🔗.
დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 9🔗.
დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების საქმიანობას;
ბ) წარმართავს და უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებას;
გ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა დეპარტამენტის ყველა მოსამსახურისათვის;
დ) უფლებამოსილია დეპარტამენტის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
ე) პირადი ხელმოწერით ადასტურებს სამსახურებრივ დოკუმენტაციას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს;
ზ) ანაწილებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
თ) ამტკიცებს და აკონტროლებს სამუშაო გეგმების შესრულებას;
ი) დეპარტამენტში ქმნის და აუქმებს ტერიტორიულ და სხვა დანაყოფებს;
კ) იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა წახალისების და დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ;
ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
მ) წარმოადგენს დეპარტამენტს და დებს ხელშეკრულებებს კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
თავიIV. დეპარტამენტის ქონება და შემოსავალი
მუხლი 10🔗.
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დეპარტამენტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
მუხლი 11🔗.
1. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. დეპარტამენტის შემოსავალი მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციებისა და მიზნების განხორციელებას.
მუხლი 12🔗.
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობით დეპარტამენტმა შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 13🔗.
1. დეპარტამენტი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. დეპარტამენტის წლიურ ბალანს ამოწმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 14🔗.
1. დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გა-აუქმოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
თავი V. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15🔗.
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.