ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 29.02.2024
ძალის დაკარგვა 27.02.2025
გამომცემი ორგანო ონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.118.016404
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი | ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,28 | 1,0 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.02.2023
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2024 წლის 29 თებერვალი
ქ. ონი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24/02/2023, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.118.016367).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი
დანართი
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
მუხლი 1🔗
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K;
ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით;
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 1.0-ის ოდენობით;
დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 148,8-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
პირველი მუხლის მიხედვით ქ. ონში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN(ლარი)
0,28
1,0
0,24
148.8
10,0
მუხლი 3🔗
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შესაბამისად შეადგენს 5,0 ლარს.
მუხლი 4🔗
ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შესაბამისად შეადგენს 2,5 ლარს.
მუხლი 5🔗
ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 5,0 ლარს.