⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.02.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2024
ძალის დაკარგვა 27.02.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016853
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 257 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2024 მიღება
27.02.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №120 2024 წლის 28 თებერვალი ქ. რუსთავი სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2). მუხლი 4🔗 ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 თებერვლის №61 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016794, 28.02.2023). მუხლი 6🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია