“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 15.08.2005
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/393
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.631
გამოქვეყნების წყარო სსმ, 98, 24/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:Grigolia;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 63.0pt 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.631
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/393
2005 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივნისის №528 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი (შემდგომში – ნაციონალური ბალეტის დასი) წარმოადგენს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილ შემოქმედებით დაწესებულებას.
2 ნაციონალური ბალეტის დასს აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის საბანკო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
3. ნაციონალური ბალეტის დასს უფლება აქვს განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებები და მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები და გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.
4. ნაციონალური ბალეტის დასის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №123.
მუხლი 2🔗 ნაციონალური ბალეტის დასის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლებება-მოვალეობები
1. ნაციონალური ბალეტის მიზანი და საქმიანობის საგანია:
ა) საკონცერტო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ქორეოგრაფიული ხელოვნების, ქართული ქორეოგრაფიული მუსიკალური კულტურის საუკეთესო ნიმუშების პროპაგანდა და პოპულარიზაცია;
2. ნაციონალური ბალეტის დასს უფლება აქვს:
ა) წარმართოს შემოქმედებითი და სხვა სახის საქმიანობა, რომელიც ემსახურება წინამდებარე დებულების ძირითადი მიზნის მიღწევას და არ ეწინააღმდება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებით მიმართულებათა არჩევაში, რეპერტუარის შერჩევის, საჯარო შესრულებისა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციისათვის;
გ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცეს თანხმობა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით ჩვენებისა და რადიოთი გადაცემის, მისი ყველა ჩანაწერის ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
დ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ნაციონალური ბალეტის დასის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ნაციონალური ბალეტის დასის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა და დამოუკიდებლად წარმართოს ეკონომიკური საქმიანობა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ზ) შეიმუშაოს ნაციონალური ბალეტის შინაგანაწესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, განსაზღვროს ნაციონალურ ბალეტში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს შემოქმედებითი კადრების გაცვლას და სხვა პროექტების განხორციელებას საზღვარგარეთის ქვეყნებთან;
თ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით გახსნას და დააფინანსოს თავის სტრუქტურაში შემავალი ფილიალები;
ი) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.
3. ნაციონალური ბალეტის დასს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ნაციონალური ბალეტის დასის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მეორე პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
5. ნაციონალური ბალეტის დასი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი საქართველოს შრომის კანონმდებლობის საფუძველზე;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას დასის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები.
მუხლი 3🔗. ნაციონალური ბალეტის დასის მართვა
1. ნაციონალური ბალეტის დასის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
2. ნაციონალური ბალეტის დასს ხელმძღვანელობს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი.
3. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
4. დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
5. ნაციონალური ბალეტის დასის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) ახორციელებს ნაციონალური ბალეტის დასის შემოქმედებით ხელმძღვანელობას, მასვე ეკისრება ნაციონალური ბალეტის დასის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
გ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ნაციონალური ბალეტის დასს ყველა ინსტანციაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) უზრუნველყოფს ნაციონალური ბალეტის დასის მაღალმხატვრულ შემოქმედებით დონეს;
ე) ადგენს ნაციონალური ბალეტის დასის რეპერტუარს და განსაზღვრავს სარეპერტუარო პოლიტიკას.
6. ნაციონალური ბალეტის დასის დირექტორი სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით:
ა) ნაციონალური ბალეტის დასის სახელით დებს გარიგებებს, დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში;
ბ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს ნაციონალური ბალეტის დასის შრომით ურთიერთობებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს ნაციონალური ბალეტის დასის შემოქმედებით და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან;
გ) ამტკიცებს ნაციონალური ბალეტის დასის სტრუქტურას და შინაგანაწესს;
დ) აწარმოებს მოლაპარაკებებს, ამყარებს ურთიერთობებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობებს.
7. სამხატვრო ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორი.
მუხლი 4🔗. ნაციონალური ბალეტის დასის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა
1. ნაციონალური ბალეტის დასი ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომლებიც ნაციონალური ბალეტის დასს გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით).
2. ნაციონალური ბალეტის დასს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგოს კანონით ნებადართული დამხმარე სახის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც მთლიანად ხმარდება ნაციონალური ბალეტის დასს, მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ.
3. ნაციონალური ბალეტის დასის ქონებად ითვლება აგრეთვე მის საკუთრებაში არსებული ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი.
მუხლი 5🔗. ნაციონალური ბალეტის დასის სახელმწიფო კონტროლი
1. ნაციონალური ბალეტის დასის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ნაციონალური ბალეტის დასის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. ნაციონალურ ბალეტის დასს უფლება აქვს ზემდგომ ორგანოში გაასაჩივროს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უკანონო ქმედება.
მუხლი 6🔗. ნაციონალური ბალეტის დაფინანსების წყაროები
ნაციონალური ბალეტის დასის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ნაციონალური ბალეტის დასის მიერ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების კულტურული მომსახურების გაწევით;
გ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტები და შემოწირულობები;
დ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ე) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. ნაციონალური ბალეტის დასის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს.
2. ნაციონალური ბალეტის დასი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო-ოპერატიულ და სტატისტიკურ აღრიცხვას და დადგენილ ვადებში დასამტკიცებლად წარუდგენს მაკონტროლებელ ორგანოს.
მუხლი 8🔗. ნაციონალური ბალეტის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია
ნაციონალური ბალეტის დასის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.