შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №06/2-რ
2024 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „სადაზღვევო ბროკერ ინშეარი 2“-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და შპს „სადაზღვევო ბროკერ ინშეარი 2“-ის 2024 წლის 13 თებერვლის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაუქმდეს შპს „სადაზღვევო ბროკერ ინშეარი 2“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400365341, სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში რეგისტრაციის ნომერი N012062) რეგისტრაცია.
2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, გადაეცეს „სადაზღვევო ბროკერ ინშეარი 2“-ს და 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მონაცემები ამ ბრძანების ამოქმედებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის ელექტრონულ რეესტრში).
4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2024.
- როდის იქნა მიღებული „შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“?
- „შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“ მიღებულია 26.02.2024. მიმღები ორგანო — სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №6/2-რ.
- სად არის „შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „შპს "სადაზღვევო ბროკერი ინშეარი 2"-ის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე“, №6/2-რ, 26.02.2024 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6117506/