ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რევაზ მამისაშვილის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის რევაზ მამისაშვილის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2024
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016846
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2024
matsne.gov.ge 174 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის ვახტანგ გორგასლის IV შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 15.02.2022 ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნიკო მუსხელიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მეცნიერისა და მთარგმნელის გივი გაჩეჩილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 22.11.2024 ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 21.02.2023 ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ჯამბულ წურწუმიას ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის ჯამბულ წურწუმიას I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.03.2018 ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ამაღლების ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო გასასვლელისთვის ამაღლების I და II გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 13.09.2024

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, რევაზ მამისაშვილის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის რევაზ მამისაშვილის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №79 2024 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში,  რევაზ მამისაშვილის ქუჩასთან მდებარე ორი უსახელო შესახვევისთვის რევაზ მამისაშვილის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. სამგორის  რაიონში,  რევაზ მამისაშვილის ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო შესახვევს მიენიჭოს რევაზ მამისაშვილის I და II შესახვევის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე                                          გიორგი ტყემალაძე