“სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებულ “საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
310.010.010.27.019.007.632
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 24/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.27.019.007.632

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება№5

2005 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფ­რთხოების უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემ­დგომი სრულყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონ­ვენციისა (,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ”) და საქართველოს კანონების ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” (მე-13 მუხლი), „ნორ­მატიული აქტების შესახებ” (36-ე მუხლი) მოთ­ხოვ­ნების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდო­მარის 2003 წლის 16 დეკემბრის №8 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავიაციო სამუშაოების სახელმძღვანელოში” (სსმ III, 2003 წ, №147, მუხ.1204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ,,სახელმძღვანელოს” პირველ მუხლს დაემატოს მე-15 და მე-16 პუნქტები, შემდეგი რედაქციით:

15. რთულრელიეფიანი რაიონი – ზღვის საშუალო დონიდან 3300 ფტ-ისა (1000 მ) და უფრო მეტი შემაღ­ლების რელიეფიანი რაიონი; სხ რთულრელიე­ფიან რაიონში ითვლება, თუ მისი ფრენის ტრაექტორია აღნიშ­ნულ სიმაღლეს კვეთს.

16. უკიდურესად დაბალი სიმაღლე – ვიზუალური ფრენისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მინიმალურ უსაფრთხო სიმაღლეზე უფრო დაბალი სიმაღლე.”

ბ) „სახელმძღვანელოს” მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. სამუშაო აეროდრომი/დასაფრენი მოედანი, რო­გორც წესი, ხმელეთზე ჩატარებული მოძიებით უნდ­ა შეირჩეს. ჰაერიდან ამორჩევის უფლება იმ პილოტს ეძლევა, რომელიც აეროდრომის/დასაფრენი მოედნის ჰაერიდან ამორჩევაზე არის დაშვებული. აეროდრომის/დასაფრენი მოედნის ჰაერიდან ამორჩევაზე პილოტის დასაშვები წვრთნის ტიპობრივი პროგრამა ამ “სახელმძღვანელოს” №6 დანართით არის განსაზ­ღვრული.”

გ) ,,სახელმძღვანელოს” მე-7 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი, შემდეგი რედაქციით:

3. უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე საფრენად დასაშ­­ვე­ბი წვრთნის ტიპობრივი პროგრამა ამ “სახელმძღვა­ნელოს” №7 დანართით არის განსაზღვრუ­ლი.”

დ) „სახელმძღვანელოს” დაემატოს მე-6 და მე-7 დანართები, შემდეგი რედაქციით:

 

დანართი 6

დასაფრენი მოედნების ჰაერიდან ამორჩევაზე დასაშვები წვრთნის ტიპობრივი პროგრამა

1. ზოგადი დებულებები

ა) მიზანი. დასაფრენი მოედნების ჰაერიდან ამორჩევაზე მეთაურის მომზადება.

ბ) მითითება. თუ პილოტს სხ-ს სხვა ტიპზე მსგავსი დაშვება ჰქონდა და ამგვარი სამუშაოების შესრულებიდან ერთ წელზე მეტი არ გასულა, წვრთნის მოცულობა შეიძლება 50%-მდე შემცირდეს. თუ პილოტ-ინსპექტორს თვითმფრინავის სხვა ტიპზე მსგავსი დაშვება ჰქონდა და ამგვარი სამუშაოების შესრულებიდან ერთ წელზე მეტი არ გასულა, მას და­საშვებად შეიძლება მხოლოდ საკონტროლო ფრე­ნები მიეცეს.

2. სახმელეთო მომზადება

ა) მიზანი. პილოტს გაეცნოს:

– სხ-ს მართვის თავისებურებები შეზღუდული ზომების მოედანზე ფრენისას;

– დასაფრენი მოედნების ჰაერიდან ამორჩევის წესები და თანამიმდევრობა;

ბ) შესრულების წესი: პილოტი, პილოტ-ინსტრუქ­ტორთან ერთად, შეისწავლის:

– დასაფრენი მოედნების მიმართ წაყენებულ მოთ­ხოვნებს;

– დასაფრენი მოედნების ჰაერიდან ამორჩევის წესებსა და თანამიმდევრობას;

– დასაფრენი მოედნის ზომების, ქანობის, მდგო­მარეობის, დაბრკოლებების, ქარის მიმართუ­ლებისა და სიჩქარის განსაზღვრის ხერხებს;

– მოედნის ამორჩევისას, დათვალიერებისას და დასაფრენად შესვლისას მანევრირებას;

– ასაფრენი და დასაფრენი მასების ნომოგრამის მიხედ­ვით განსაზღვრას, მოედნის ზომებისა და სხვა, კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე.

გ) ლიტერატურა: სეს, „საავიაციო სამუშაოების სა­ხელ­მძღვანელო”, ეს პროგრამა.

3. საფრენოსნო მომზადება

ა) ფრენები სრულდება პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად; წვრთნის დრო – 02.00 სთ, საკონტროლო ფრენა – 01.00 სთ. ამ პუნქტით განსაზღვრული დრო არ მოიცავს ბაზიდან სამუშაო რაიონამდე და უკან გადაფრენების დროის პერიოდს.

ბ) პირველი ფრენები რეკომენდებულია დაბრკო­ლებებისაგან თავისუფალ მოედნებზე შესრულდეს. მოედანზე მისვლისას ინსტრუქტორი მეთაურს უხსნის ამ დასაფრენი მოედნის ზომების, ქანობის, მდგომა­რეობის, დაბრკოლებების, ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, აგრეთვე დასაფრენად შესვლისა და დაფრენა-აფრენის შესაძლებლობების განსაზღვრის ხერხებს. პირველ დაფრენას ასრულებს ინსტრუქტორი.

გ) დასაფრენად შესვლა. მოედნის დასათვალიე­რებლად და დაფრენის კონკრეტული პირობების განსასაზღვრავად პირველი ფრენა სრულდება არანაკ­ლებ 100 მ (330 ფტ) ნამდვილ სიმაღლეზე; შემდგომი ფრენები, მოედნის დაწვრილებით დასათვალიერებ­ლად, შეიძლება შესრულდეს უფრო დაბალ, მაგრამ არანაკლებ 20მ/65ფტ (შვეულმფრენისათვის – 10 მ (35 ფტ) ნამდვილ სიმაღლეზე. სიჩქარე უნდა იყოს მი­ნიმა­ლური უსაფრთხო, გარბენი და გაქანი – რაც შეიძლება მოკლე, სეს-ის მოთხოვნების შესაბამისად.

დ) დაშვება. საკონტროლო ფრენა სრულდება უფროს პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად. მოედნების ჰაე­რიდან ამორჩევაზე პირველადი დაშვება ფორმდება ზღვის საშუალო დონიდან არა უმეტეს 1000 მ (3300 ფტ-მდე) რელიეფზე. შემდგომში 1000 მ-ზე (3300 ფტ-ზე) და უფრო მაღალ რელიეფზე დასაშვე­ბად წვრთნა ტარდება შესაბამისი შემაღლების დასაფრენ მოედნებზე, ზემოთ აღნიშნული წვრთნის დროის არანაკლებ 50%-ის მოცულობით. დაშვების ჩანაწერი კეთდება „საწვრთნელ დავალებაში”, საფრე­ნოსნო წიგნაკში (ხელს აწერს უფ­როსი პილოტ-ინსტრუქტორი) და პილოტის მოწ­მობაში.

ე) მითითებები

– ჰაერიდან ამორჩევად ითვლება არაკონტრო­ლირებად აეროდრომზე/მოედანზე დაფრენა;

– თვითმფრინავის პილოტისათვის ჰაერიდან ამორჩევით დაფრენა მხოლოდ მიწის მომზადებულ ნაკვეთზეა ნებადართული;

– პროგრამის გასავლელად დაიშვება თვითმფრი­ნავის ის პილოტი, რომელსაც ამ ტიპის თვითმფრი­ნავზე, მეთაურის რანგში, აქვს არანაკლებ 300 სთ ნაფრენი;

– შვეულმფრენის პილოტს პირველადი დაშვება (1000 მ/3300 ფტ-მდე) შეიძლება მიეცეს მეთაურად შესვლის და/ან საავიაციო სამუშაოს კონკრეტულ სახეობაზე დაშვების პროგრამასთან ერთად;

– პროგრამით მითითებული წვრთნის დრო მინიმა­ლურია;

– მეორე პილოტისათვის აუცილებელია მხოლოდ სახმელეთო მომზადება, მათ შორის ეკიპაჟის წევრებ­თან ურთიერთმოქმედების საკითხებზე.

დანართი 7

უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე საფრენად დასაშვები წვრთნის ტიპობრივი პროგრამა

1. ზოგადი დებულებები

ა) მიზანი. ამ “სახელმძღვანელოს” მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად მეთაურის მომზადება.

ბ) მითითება. თუ პილოტს სხ-ს სხვა ტიპზე მსგავ­სი დაშვება ჰქონდა, და ამგვარი სამუშაოების შეს­რუ­ლებიდან ერთ წელზე მეტი არ გასულა, წვრთნის მოცულობა შეიძლება 50%-მდე შემცირდეს. თუ პი­ლოტ-ინსპექტორს თვითმფრინავის სხვა ტიპზე მსგავსიდაშვება ჰქონდა, და ამგვარი სამუშაოების შესრუ­ლებიდან ერთ წელზე მეტი არ გასულა, მას შეიძლება მხოლოდ საკონტროლო ფრენები მიეცეს.

2. სახმელეთო მომზადება

ა) მიზანი. პილოტს გაეცნოს:

– უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე სხ-ს მართვის თავისებურებები, სამუშაო რაიონის რელიეფისა და ქარის რეჟიმების გათვალისწინებით;

– მილსადენების, საავტომობილო გზების, ელექ­ტრო­გადამცემი ხაზებისა და სხვა ობიექტების (შემ­დგომში – „ობიექტები”) პატრულირებაზე/მომსახურე­ბაზე ფრენის შესრულებისა და უსაფრთხოების წესე­ბი;

ბ) შესრულების წესი: პილოტი, პილოტ-ინსტრუქ­ტორთან ერთად, შეისწავლის სამუშაო რაიონის რე­ლიეფს, მის მეტეოროლოგიურ თავისებურებებს, მსხვილმასშტაბიანი რუკით სარგებლობას. რეკომენ­დებულია, რუკაზე განსხვავებული ფერით დატანილი იყოს სამუშაო რაიონში მაღალი ძაბვის ელექტრო­გადამცემი ხაზების განლაგება.

გ) ლიტერატურა: სეს, “საავიაციო სამუშაოების სახელ­მძღვანელო”, რუკა, ეს პროგრამა.

3. საფრენოსნო მომზადება

ა) ფრენები სრულდება პილოტ-ინსტრუქტორთან ერთად; წვრთნის დრო – 03.00 სთ (შვეულმფრე­ნისათვის – 02.00), საკონტროლო ფრენა – 01.00 სთ.

ბ) მიზანი. მეთაურმა უნდა აითვისოს:

– უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე ვირაჟები და სტანდარტული ბრუნები 30 მ-ზე (100ფტ-ზე) – ერთპილოტიანი სხ-სათვის, 50 მ-ზე (165ფტ-ზე) – ორპილოტიანი სხ-სათვის;

– უკიდურესად დაბალ (სამუშაო) სიმაღლეზე 10–20მ (35-65ფტ) დაბრკოლებების თავზე ფრენა, ობიექტისაგან ისეთი გვერდითი დაცილებით, რომ დამკვირვებელი ობიექტს მკაფიოდ ხედავდეს;

 – ქარის მიმართულებისა და სიჩქარის მუდმივი კონტროლი.

გ) დაშვება. საკონტროლო ფრენა სრულდება უფ­როს პილოტ-ინსტრუქტორთან. დაშვების ჩანაწერი კეთდება „საწვრთნელ დავალებაში”, საფრენოსნო წიგ­ნაკ­ში (ხელს აწერს უფროსი პილოტ-ინსტრუქ­ტორი) და პილოტის მოწმობაში.

დ) მითითებები

– პროგრამის გასავლელად დაიშვება თვითმფრი­ნავის ის პილოტი, რომელსაც ამ ტიპის თვითმფრი­ნავზე, მეთაურის რანგში, კომერციულ ფრენებზე, აქვს არანაკლებ 150სთ ნაფრენი, შვეულმფრენის პილოტი კი დასაფრენი მოედნების ჰაერიდან ამორჩევაზეა დაშვებული.

– პროგრამით მითითებული წვრთნის დრო მინიმა­ლურია.

– მეორე პილოტისათვის აუცილებელია მხოლოდ სახმელეთო მომზადება, მათ შორის ეკიპაჟის წევრებთან ურთიერთმოქმედების საკითხებზე.”

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. მჟავანაძე