სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2024
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016532
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის
შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2024 წლის 28 თებერვალი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 4 აპრილის №2738-XIმს-Xმპ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“, „ვ“, „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულ იქნეს:
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში;
გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული „სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №26 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა ოდიშარია