⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.05.2014)
გაუქმებულია:

“საჯარო სამრთლის იურიდიული პირის- “ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის” წესდების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 18.08.2005
ძალის დაკარგვა 23.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №411
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.634
გამოქვეყნების წყარო სსმ, 97, 19/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,714 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.08.2005 მიღება
23.05.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამრთლის იურიდიული პირის- “ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის” წესდების დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.FooterChar { } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.634 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №411 2005 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი ,,საჯარო სამართლის იურიდიული    პირის _ ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის” წესდების დამტკიცების შესახებ” ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,ზურაბ ჟვანიას სა­ხელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის” დაფუძ­ნების” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ­10 ივნისის №476 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ად­მი­ნის­­ტრირების სკოლის” თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის” წესდება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტატუსი 1. ,,ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინის­ტრირების სკოლა” (შემდგომში – სკოლა) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართვე­ლოში სახელმწიფო მმართველობის დეცენტრა­ლიზაციის ხელშეწყობის, აგრეთვე საქართველოს რეგიონების მმართველობისა და თვითმმართველობის დაწესებულებებში მართვის დემოკრატიული სტილის დამკვიდრების, საზოგადოებრივი მომსახურების ხარისხის ამაღლების, საჯარო სამსახურში კვალიფიციური კად­რების დეფიციტის დაძლევის და ეროვნული უმცირე­სობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიო­ნების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების და მათი სახელ­მწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით. 2. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქარ­თველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებ­ლობისა და ამ წესდების შესაბამისად. 3. სკოლის სრული სახელწოდებაა ,,საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა”. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სკოლას აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. სკოლას აქვს ბეჭედი, შტამპი, დამოუკიდებელი წლიური ბალანსი, ანგარიშები ბანკში (მათ შორის სავალუტო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 6. სკოლის იურიდიული მისამართია: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №13.     მუხლი 2🔗. საქმიანობის საგანი სკოლის საქმიანობის საგანია: ა) საქართველოს ცენტრალური და რეგიონულ დო­ნეებ­ზე მმართველობის და თვითმმართველობის ორ­განოებში დაკავებულ პირთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ბ) საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების და საქართველოს ევროპულ და ევ­რო­ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივიდან გამომდინარე საქართველოს ცენტრა­ლურ და ადგილობრივ დონეებზე დასაქმებულ საჯარო მოხელეთათვის მუდმივი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის შესაბამისი პროფესიულ-საგანმანათ­ლებლო პროგრამების შერჩევა და განხორციელება.     მუხლი 3🔗. სკოლის მიზნები და ამოცანები 1. სკოლის მიზანია სკოლაში ჩარიცხულ მსმენელებს შესთავაზოს ისეთი სახის საგანმანათლებლო და პროფესიული დონის ამაღლების პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთათვის იმ საბაზო ცოდნას, რაც აუცილებელია მათ მიერ ხარისხიანი და საზოგადოების მოთხოვნებს მისადაგებული სამსახურის მიწოდებისათვის. სკოლა აგრეთვე მიზნობრივად გაამახვილებს ყურადღებას ისეთ კონტინგენტზე, როგორიცაა საქართველოს ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი დონეების ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეები, რათა მოხდეს მათი კვალიფიკაციისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პროფესიული ციდნის დონის სრულყოფა. სკოლის მიზანია აგრეთვე ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენ­ლების სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამებით უზრუნველყოფა. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სკოლა ახორციელებს: ა) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შერჩევა-შემუშავებას და დამტკიცებას; ბ) სასწავლო კურსების ნუსხის შედგენას და დამტკი­ცებას სახელმწიფო მოთხოვნათა გათვალისწინებით; გ) კავშირის დამყარებას სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; დ) საჯარო მოხელეთა მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას; ე) კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად და განსახორციელებლად საექსპერტო ჯგუფების მოწვევას; ვ) მსმენელთა ჯფუფების სასწავლო პროცესში მონაწილეობისათვის საორგანიზაციო საქმიანობების განხორციელებას; ზ) საქართველოს საჯარო სამსახურის საბჭოსა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობას სკოლისათვის მსმენელთა ჯგუფების შერჩევისათვის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით; თ) სემინარების, კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებას.     მუხლი 4🔗. სასწავლო პროცესი სკოლის სასწავლო პროცესისა და პროფესიული პრაქტიკული მუშაობის ორგანიზაციის ფორმები დგინდება სკოლის შინაგანაწესით, რომელსაც დირექტო­რის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის სამეთვალყურეო საბჭო. სკოლის შინაგანაწესით განისაზღვრება სკოლაში მსმენელთა მიღების წესები, სწავლების პირობები და ხანგრძლივობა, სასწავლო რეჟიმის, სასწავლო პროცე­სის შიდა კონტროლის ფორმები და სხვა.     მუხლი 5🔗. მიღების წესი 1. სკოლაში მიიღებიან უმაღლესი, პროფესიული და სრული ზოგადი განათლების მქონე პირები, საქარ­თველოს საჯარო სამსახურის საბჭოს და საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ რეკომენდებული პრიორი­ტეტების შესაბამისად. 2. სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვა ხდება კონკურსის საფუძველზე.     მუხლი 6🔗. სერტიფიკატი სკოლა მსმენელის მიერ პროგრამის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გასცემს შესაბამის სერტიფიკატს. თავი II. სკოლის მართვა     მუხლი 7🔗. სკოლის მართვა სკოლის მართვას ახორციელებს: ა) დირექტორი; ბ) სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 8🔗. სკოლის დირექტორი 1. სკოლის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სკოლის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართვე­ლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. დირექტორი: ა) მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული წლიუ­რი სამოქმედო გეგმის შესაბამისად უძღვება სკოლის ყოველდღიურ საქმიანობას; ბ) ღია კონკურსის საფუძველზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით აჰყავს და ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს; გ) წარმოადგენს სკოლას სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან ურთიერთობისას; დ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდ­გენს სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორ­ციელებელ პროგრამებსა და მათი შესრულების გეგმებს, სკოლის ბიუჯეტს, სკოლის შინაგანაწესს; ე) განკარგავს თანხებს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად; ვ) ამტკიცებს სკოლის საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით; ზ) სკოლის სახელით ხსნის და ხურავს საბანკო ანგარიშებს; თ) პირადი ხელმოწერით ადასტურებს ცენტრის დოკუმენტაციას; ი) ანიჭებს პირს სკოლის წარმომადგენლობას და განსაზღვრავს მის ფარგლებს; კ) სკოლის სახელით ამყარებს კავშირს სხვა, მათ შორის, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო და სამეც­ნიერო-კვლევით, არასამთავრობო დაწესებულებე­ბთან; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდიუალურ-სამართლებრივ აქტებს; მ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. 5. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს: ა) განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებაზე; ბ) სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების სწორად და მიზნობრივ ხარჯვაზე; გ) სასწავლო, სამეცნიერო და საორგანიზაციო-ფინანსური საქმიანობის ხარისხსა და დონეზე. 6. გარდამავალ ეტაპზე დირექტორი ვალდებულია გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. სამეთვალყურეო საბჭო   1. სკოლის მართვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 8 წევრის შემადგენლობით, რომლებსაც ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროს, საჯარო სამსახურის საბჭოს წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის ექსპერტები. 2. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვა­ნელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემ­დგომში თავმჯდომარე, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ერთი წლის ვადით. 3. სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარული სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. სხდო­მებს იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდო­მა შეიძლება მოწვეულ იქნეს სკოლის დირექტო­რის, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ ორი წევრის ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინიციატი­ვით. 4. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა უფლებამო­სილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მე­­ტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარ­ზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გა­დამ­წყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. სამეთვალყურეო საბჭო: ა) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს; ბ) ყოველწლიურად ამტკიცებს სკოლის სამოქმედო გეგმას სკოლის დირექტორის ან საკუთარი ინიციატი­ვით; გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყოვეწლიურად ამტკიცებს განსა­ხორ­ციელებელ პროგრამებს და მათი შესრულების გეგმებს, სკოლის ბიუჯეტს; დ) მოიზიდავს დაფინანსებას საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებიდან; ე) ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ კვარტალურ წლიურ ანგარიშებს; ვ) კონტროლს უწევს სკოლის სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და სახსრების მიზნობრივ ხარჯვას; ზ) ამზადებს წინადადებებს სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად; თ) სასწავლო გეგმების, პროგრამების შემუშავება, განხილვა და დამტკიცება, სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის განხილვა და დამტკიცება; ი) სკოლის საორგანიზაციო და სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობების ეფექტურობის შეფასება; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 10🔗. სკოლის მსმენელთა და თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები სკოლის მსმენელთა და თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, შესაბამისად, სკოლასა და თანამშრომელსა და სკოლასა და მსმენელს შორის დადებული ხელშეკრულებებით. თავი III. სკოლის ქონება და დაფინანსება     მუხლი 11🔗. სკოლის ქონება 1. სკოლის წესდებით გათვალისწინებული ამოცა­ნების განსახორციელებლად სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება უსასყიდლო უზურფრუქტის წესით. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, სკოლა იძენს, ფლობს და სარგებლობს ქონებით და განკარგავს ფი­ნანსურ სახსრებს, წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.     მუხლი 12🔗. სკოლის დაფინანსება 1. სკოლის დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; გ) შემოწირულობები და გრანტები; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 2. სკოლის შემოსავლები მთლიანად ხმარდება მისი ფუნქციების შესრულებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.     მუხლი 13🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით სკოლამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იური­დიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილ­­დება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტე­ბით გათვალისწინებლ საქმიანობათა განსახორციელებ­ლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ე”ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის გახორციელება საჭი­როებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტროს თანხმობა.     მუხლი 14🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით აწარმოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღიცხვა-ანგარიშგება, შეად­გი­ნოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათ­­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს. 2. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და­ნიშ­ნული დამოუკიდებელი აუდუტორი.     მუხლი 15🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სკოლა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.  2. სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას, რომელსაც ახორციელებს განათლე­ბისა და მეცნიერების სამინისტრო. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს სკოლას მოსთხოვოს კონ­ტროლის გასახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.     მუხლი 16🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია 1. სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებე­ბის შეტანა, სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბა­მისად. 2. სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 17🔗. გარდამავალი დებულებები 1. 2006 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს პრე­­ზი­­დენტის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგ­­­რამას ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს მონაწი­ლეობით. 2. 2006 წლის 1 ოქტომბრამდე სკოლაში მსმენელთა მიღებას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსის საფუძველზე. 3. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო მიზ­ნობრივი პროგრამის ფარგლებში სკოლის ფუნქციო­ნირების დაწყებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.