დმანისის მუნიციპალიტეტის მერი ______________________ _________________________
(ხელმოწერა ) ბ .ა .
მყიდველი ___________________________ ____________________________________
(სახელი და გვარი ) (ხელმოწერა )
დანართი №5
ნასყიდობის ხელშეკრულება (პირობებიანი)
№-----
ქ. დმანისი „----“ „------ -------“ 20-- წელი
1. ხელშეკრულების მხარეები, სამართლებრივი საფუძვლები და საგანი
წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა, ერთი მხრივ, დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და, მეორე მხრივ, ------------------------------------ შორის
(აუქციონში გამარჯვებულის
– ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართვლოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილების და „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ------------------
წლის --- ---------- №--- დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ----------------
(ქონების მისამართი, ქონების დასახელება, ქონების ფართობი, ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)
შემდგომი პრივატიზების მიზნით დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამართულ
№---- აუქციონზე №---- ლოტზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
/-----------------------/ /---------------------------/
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ---- წლის --- ---------- №--- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა -------------------------------------------------------------------------------- (შემდგომში – ქონება)
(ქონების მისამართი, ქონების დასახელება, ქონების ფართობი, ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)
2. სააუქციონო პირობები/შეზღუდვები
2.1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური:
/-----------------/ /--------------------------/
(ციფრებით) (სიტყვიერად)
გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან -----------------------------------------------
------------------------------------------------------------- ვადაში
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა და წესი)
შემდეგ საბანკო ანგარიშზე --------------------------------
2.2. აუქციონში გამარჯვებულმა მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება სრულ საპრივატიზებო საფასურს ან/და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას.
2.3. ------------------------------------------------------ (სხვა სააუქციონო პირობები/შეზღუდვები).
2.4. ----------------------------------------------------- (სხვა სააუქციონო პირობები/შეზღუდვები).
2.5. ----------------------------------------------------- (სხვა სააუქციონო პირობები/შეზღუდვები).
3. სხვა პირობები და ვალდებულებები
3.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონში გამარჯვებული მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირდება შეძენილი ქონების მომავალ მესაკუთრედ.
3.2. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში. ის უფლებამოსილია ამ ქონებასთან დაკავშირებით აიღოს ნებართვები (მათ შორის, მშენებლობის), ლიცენზიები და განახორციელოს სხვა ქმედებები საპრივატიზებო პირობების/შეზღუდვების გათვალისწინებით. ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3.3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და, მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს.
3.4. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი.
3.5. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
3.6. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს.
3.7. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
3.8. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (აღნიშნული პირგასამტეხლო, ამავე პუნქტით დადგენილი ოდენობით, გამოიყენება ასევე ქონების შემძენის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის განწილვადების გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში);
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს;
დ) სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულების დაწყების ან/და დამთავრების ვადების დარღვევისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო.
3.9. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და არ აუნაზღაურდება ქონებაზე გაწეული ხარჯები.
3.10. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების/სააუქციონო პირობების შესრულების პირობით.
3.11. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს და რეგისტრაციის ხარჯებს იხდის აუქციონში გამარჯვებული.
3.12. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3.13. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.
3.14. იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა.
3.15. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.
3.16. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 (ერთი) თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის შესაბამის ბიუჯეტში.
3.17. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სააუქციონო პირობები/შეზღუდვები ამ ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე რეგისტრირდება მარეგისტრირებელ ორგანოში.
3.18. უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას, ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები, შეზღუდვები და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, რადგან ქონების დატვირთვამდე ამ ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.
3.19. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება (მათ შორის, იპოთეკის უფლება), რადგან ქონების დატვირთვამდე ამ ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.
3.20. ოქმითა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების/სააუქციონო პირობების შესრულების დადასტურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესით.
3.21. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.22. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ან მის მიერ უფლებამოსილი პირი /-----------------------/ /------------------------------/
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
აუქციონში გამარჯვებული /-----------------------/ /------------------------------/
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
დანართი №6
დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№––––––––
„------“ „--------------------“ 20-- წ.
ეძლევა
მასზე, ____________________________________________________________________
(მესაკუთრის სახელი, გვარი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი)
რომ მას _________________________________________________________________________
(უპირობო, პირობები/ვალდებულებები, შეზღუდვა)
საკუთრებაში გადაეცა ____________________________________________________________
(ქონების დასახელება და მისამართი)
_________________________________________________________________________________
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი)
_________________________________________________________________________________
(საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი)
საფუძველი: _____________________________________________________________________
(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თარიღი და ნომერი)
ოქმის და ხელშეკრულების თარიღი და ნომერი _____________________________________
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელთაგან
ერთი წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს, მესამე ეგზემპლარი ინახება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია მხოლოდ ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად,რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი /---------------------------/ /--------------------------------/
(ხელმოწერა) ბ.ა. (სახელი, გვარ