მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნატახტრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ნატახტარსა და ახალუბანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 29.02.2024
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 3524060001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.02.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში - ლისსა და წოდორეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ „მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ
წეროვანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების
შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 თებერვლის №გ-35.
35240604 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის, საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შანკევანსა და არაშენდაში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნავდარაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ნავდარაანთკარში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის, აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ფრეზეთში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნატახტრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში
ნატახტარსა და ახალუბანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების
სახელდების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-35. 3524060001
2024 წლის 29 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ნატახტარსა და ახალუბანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ნატახტარსა და ახალუბანში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს - (უსახელო ქუჩები და შესახვევები) მიენიჭოს სახელები თანდართული დანართისა და რუკების (№1, №2 და №2.1 სიტუაციური რუკები) შესაბამისად.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი