სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-452 |
|
2024 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი |
საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.
|
სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები (შემდგომში – მოთხოვნები) განსაზღვრავს სახელმწიფო ტყეში დასაქმებული მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის (შემდგომ – დასაქმებული პირი) თანამდებობათა რანგირებასა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. ამ მოთხოვნების მიზანია სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების კარიერული განვითარების სწორად დაგეგმვა, მათი მოტივაციის ზრდა და პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლება.
3. დასაქმებულ პირს რანგი ენიჭება კანონიერებისა და სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის პრინციპების დაცვით.
1. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირება:
ა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითოეულ კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:
ა.ა) პირველი რანგი – მეტყევე, ტყის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლებით (მაგისტრატურის ხარისხით);
ა.ბ) მეორე რანგი – მეტყვე, ტყის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლებით (სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
ა.გ) მესამე რანგი – სატყეო საქმის სპეციალისტი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ იერარქიულ რანგებში მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობები ნაწილდება თითოეულის თანამდებობის ფუნქციების შესაბამისად, შემდეგი ფაქტორების მიხედვით:
ა) პასუხისმგებლობა;
ბ) მოვალეობათა შესრულების სირთულე;
გ) კომპეტენციები;
დ) კვალიფიკაცია;
ე) სამუშაო გამოცდილება.
1. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) მეტყევე შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ტყის სფეროში შესაბამისი უმაღლესი განათლება (სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
ბ) სატყეო საქმის სპეციალისტი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია.
2 სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა რანგირების მინიჭებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სახელფასო დანამატები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2024.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
- „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ მიღებულია 19.04.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-452. სარეგისტრაციო კოდი — 390050000.22.023.016862.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“, №2-452, 19.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.023.016862 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6125723/