“ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.660
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №487
2005 წლის 29 აგვისტო
ქ.თბილისი
„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებით დამტკიცებულ “ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა Prima facie პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტასა და ლტოლვილთა ყოველწლიური რეგისტრაციის კამპანიის ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ლტოლვილთა, რეპატრიანტთა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი)”.
2. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
“21. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა Prima facie პრინციპით ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის ვადაა ერთი თვე. საჭიროების შემთხვევაში, ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს 2 თვისა.”.
3. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მასთან გასაუბრება. პირადობის დამადასტურებელი საბუთის არარსებობის, ან წარმოდგენილი საბუთების ნამდვილობაში ეჭვის არსებობისას პიროვნების ვინაობის დადგენას ახორციელებს პიროვნების დამდგენი კომისია.
შენიშვნა: ა) სრულწლოვანმა პირებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პასპორტი, რომლითაც დასტურდება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან მისი არქონის შემთხვევაში წარმომავლობის ქვეყნის ტერიტორიაზე სათანადო ორგანოს მიერ გაცემული მისი შემცვლელი დოკუმენტი (პირადობის დროებითი მოწმობა, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა);
ბ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე წარმოდგენილი უნდა იყოს დაბადების მოწმობა;
გ) ის პირები, რომლებიც სრულწლოვანები გახდნენ საქართველოში ლტოლვილად ყოფნის პერიოდში, პასპორტის არქონის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, რეგისტრაციას გაივლიან დაბადების მოწმობით”.
4. დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
“31 პიროვნების დამდგენი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო ინფორმაციის ან დოკუმენტის უქონლობის გამო გართულდა ან შეუძლებელია კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტა, მისი მოპოვების მიზნით კომისიას უფლება აქვს მიმართოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებს, აგრეთვე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს ამ უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები”.
5. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. Prima facie პრინციპით მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის საფუძველია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული ლტოლვილის მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გასაუბრება. არასაპატიო მიზეზით რეგისტრაციაზე გამოუცხადებლობისას დეპარტამენტი მსჯელობს ლტოლვილის სტატუსის თაობაზე.
6. დებულების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“10. ლტოლვილის მოწმობებს გასცემს დეპარტამენტი, რომელიც ხელმძღვანელობს რეგისტრაციის შედეგების საფუძველზე შექმნილი კომპიუტერული სიით”.
7. დებულების მე-5 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“12. დეპარტამენტი პასუხისმგებელია მის მიერ გაცემულ ყოველ მოწმობაზე”.
8. დებულების მე-5 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“15. დეპარტამენტი პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებულ ლტოლვილთა სიებს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისათვის ყოველი თვის ბოლოს გადასცემს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას”.
9. დებულების მე-5 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“16. ლტოლვილის მოწმობები დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენაზე, მასზე არის პირის ფოტოსურათი, პირადი მონაცემები და ხელმოწერა, მოწმობის ნამდვილობა დასტურდება სამინისტროს ბეჭდით და მინისტრის ფაქსიმილიით. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ლტოლვილის მოწმობაზე მის ნაცვლად ხელს აწერს კანონიერი წარმომადგენელი”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.08.2005.
- როდის იქნა მიღებული “ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
- “ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 29.08.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №487. სარეგისტრაციო კოდი — 010.170.000.22.029.007.660.
- რამდენი მუხლისგან შედგება “ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2003 წლის 29 მაისის №10 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, №487, 29.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.660 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61258/