“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის” 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№218/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.010.010.22.035.007.661
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 01/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.22.035.007.661

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №218/ნ

2005 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის  2 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. “უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის 2005 წლის სახელმწიფო პროგრამების შესრულების ორგანიზაციის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 2 მარტის №62/ნ ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №25, მუხ. 235) პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ის (“უმუშევართა სოციალური დაცვის, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები და ძირითადი პრინციპები”) მე-6 მუხლის ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური სამედიცინო დახმარების კომპონენტის დაფინანსების მეთოდოლოგია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაფინანსების მეთოდოლოგია:

შემსრულებელი ორგანიზაცია შეირჩევა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. დაფინანსება განხორციელდება “ფონდსა” და დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების წესებითა და პირობებით.

პროგრამის განხორციელების ვადაა 2005 წლის პირველი სექტემბრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე და მისი ბიუჯეტი შეადგენს 39 000 ლარს”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოყვეყნების დღიდან.

ვ. მეგრელიშვილი

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი