„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2024 წლის 5 მარტი ქ. გურჯაანი |
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის მოსარგებლე სამიზნე ჯგუფია: გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ოჯახი და/ან საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახი, თუ ოჯახის შემადგენელ წევრთა 50% და მეტი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 4-ის „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამის მოსარგებლეა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები პირველადი საჭიროებების მქონე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც შეფასებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებებისა და ზიანის გამოხატული რისკის მქონედ.“.
3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის „სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:
„დ“) გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ბავშვი.“.
4. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის „სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)“ პირის, რომელიც არ მიეკუთვნება მე-6 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეთა კატეგორიას, იმავდროულად მის მიერ გადასახდელი სამედიცინო მომსახურების თანხა აღემატება 300 ლარს, თანადაფინანსება შეადგენს გადასახდელი თანხის 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.“.
5. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 6-ის „სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება“ მე-6 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) ხელოვნური განაყოფიერების და მასთან დაკავშირებული ხარჯებს.“.
6. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 7-ის „მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსება“ მე-2 მუხლს დაემატოს მე-4 “ პუნქტი:
„4. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ბავშვი.“.
7. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №15-ის „ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსება“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სადისტრიბუციო კომპანია – „ეპ-ჯორჯია მიწოდება“-მიერ ბენეფიციართა დავალიანების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ყოველთვიურად არაუმეტეს 15 ლარის.“.
8. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №17-ის მე-2 მუხლის პირველი პუნტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური, სენსორული დარღვევის მქონე პირი, რომლის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში, მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და საჭიროებს მოვლის საშუალებებს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.03.2024.
- როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.03.2024. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.166.016593.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №39, 05.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016593 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6126563/