საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2005
ძალის დაკარგვა 07.07.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.007.671
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 01/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:6.0pt; font-family:LitMtavrPS; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 58.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.023.007.671
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №277
2005 წლის 29 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ
,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესრულებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ერთიანი ცენტრალიზებული ორგანოს – გარემოს დაცვის ინსპექციის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. გარემოს დაცვის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. იგი შექმნილია ,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
2. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
3. ინსპექციას აქვს დასრულებული ბალანსი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გახსნილი ანგარიში ხაზინაში, ბლანკი და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
4. ინსპექციის ქონება სახელმწიფო საკუთრებაა.
5. ინსპექცია ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გ. გულუას ქ. №6.
მუხლი 2🔗. ინსპექციის ამოცანები
ინსპექციის ძირითად ამოცანას წარმოადგენს:
ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვის სფეროში;
ბ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
გ) გარემოს დაბინძურების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა;
დ) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების/ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი;
ე) საქართველოს მიერ გარემოს დაცვის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;
ზ) კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგის წარმოება, მათ შორის რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა, რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ლიცენზიის/ნებართვის პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი;
თ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის დაგეგმვა და კოორდინაცია.
ი) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება;
კ) საზოგადოების ინფორმირება ინსპექციის საქმიანობის თაობაზე.
მუხლი 3🔗. ინსპექციის უფლებამოსილებანი
1. ინსპექცია უფლებამოსილია:
ა) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტები;
ბ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში რეგულირების ობიექტებისაგან საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლივ მიიღოს ყველა ზეპირი და/ან წერილობითი ინფორმაცია;
გ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და ლაბორატორიული სინჯების აღების მიზნით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;
დ) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, კანონით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ვ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და კანონით დადგენილი წესით, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა ადგილზე შეუძლებელია, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააყენოს საკითხი ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე;
თ) თავის გამგებლობასა და ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებიდან;
ი) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება – დათვალიერება, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება;
კ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობები და გააფორმოს ხელშეკრულებები;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყანაში მოქმედი გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში;
მ) მონაწილეობა მიიღოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული (გამოცემული) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ნ) შესაძლებლობის ფარგლებში მოამზადოს სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის სხვა მასალა, მოახდინოს მათი ტირაჟირება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ო) საზღვარგარეთ მიავლინოს სპეციალისტები კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად;
პ) საჭიროების შემთხვევაში შექმნას საექსპერტო ჯგუფები თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ჟ) შექმნას სატელეფონო ,,ცხელი ხაზი“ და უზრუნველყოს ამ გზით შემოსული შეტყობინებების განხილვა.
2. ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) თავისი ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები;
გ) გაუფრთხილდეს მასზე გადაცემულ სახელმწიფო ქონებას;
დ) განიხილოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და საჩივრები და მათში მოყვანილ ფაქტებზე განახორციელოს შესაბამისი რეაგირება;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მასალები გადაგზავნოს შესაბამის ორგანოებში დარღვევაში მხილებულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად.
3. ინსპექციის თანამშრომელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
4. ინსპექციის თანამშრომელს აქვს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა), პირადობის მოწმობა, ლუქი და ბეჭედი სათანადო დასახელებით, ასევე გემზე და სხვა მცურავ საშუალებაზე ინსპექტირების განხორციელებისათვის – სპეციალური ვიმპელი.
მუხლი 4🔗. ინსპექციის ორგანიზაცია და მართვა
1. გარემოს დაცვის ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს გარემოს დაცვის ინსპექციას მიკუთვნებულ საკითხების გადაწყვეტაში და წარმოადგენს ინსპექციას სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია:
ა) წარმართოს ინსპექციის მუშაობა და განახორციელოს კონტროლი დასახული ღონისძიებების შესრულებაზე.
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტები;
გ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებები;
დ) დაამტკიცოს ინსპექციის შინაგანაწესი;
ე) ინსპექციის თანამშრომლებს დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათ მიმართ გამოიყენოს წამახალისებელი ზომები;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ინსპექციის თანამშრომლების სამსახურებრივი მივლინების შესახებ;
ზ) ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს მინისტრს;
თ) ინსპექციის საქმიანობიდან გამომდინარე განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები.
4. ინსპექციის უფროსი პასუხს აგებს ინსპექციის საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, ფულადი სახსრების და ქონების მიზნობრივად და კანონიერად ხარჯვისათვის.
5. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი.
6. ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ინსპექციის უფროსის ბრძანებით.
7. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე.
8. ინსპექციის თანამშრომლებს ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 5🔗. გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი
1. გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს უფლება აქვს:
ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით ან გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ნიშნების არსებობისას, დადგენილი წესით შეამოწმოს ფიზიკური და იურიდიული პირები (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, მათ შორის სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინოს აქტი ,,გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების შესახებ”;
ბ) გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შეადგინოს ოქმი ადმანისტრაციულ სამართალდარღვევათაა შესახებ, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმე, გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, ასევე დააყენოს საკითხი შესაბამისი ორგანოს წინაშე კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული ბუნებრივი რესურსის შემდგომი სარგებლობის შეჩერების შესახებ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დააყენოს საკითხი ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების თაობაზე;
ე) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსით უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად რეგულირების ობიექტებს წარუდგინოს მოთხოვნა, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი სარჩელი სასამართლოში;
ვ) ისარგებლოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებით.
2. საზღვაო სივრცის ინსპექტირებისას გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს უფლება აქვს:
ა) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი:
ა.ა) ხელოვნური კუნძულების, ბაქნების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;
ა.ბ) ზღვაში სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი და ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებისას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;
ა.გ) ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა ნივთიერებებით ავარიული დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;
ა.დ) გემებიდან ზღვაში ბალასტური წყლების ჩაშვებაზე;
ა.ე) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური და რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;
ა.ვ) შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვაზე;
ბ) ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე, შეამოწმოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მათი აღჭურვილობის შესაბამისობა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს ინსპექტირება;
გ) გააჩეროს და შეამოწმოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევი გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონის ფარგლებში, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი და/ან თევზსაჭერი მოწყობილობა;
ე) ზღვაში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით. აგრეთვე ამ მიზნით დახმარება სთხოვონ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს.
მუხლი 6🔗. ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის მუშაკი
ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის მუშაკი უფლებამოსილია:
ა) დაეხმაროს გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორს თავისი მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
გ) შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვეევათა ოქმი და გადასცეს შემდგომი რეაგირებისათვის ამისათვის უფლებამოსილ პირს;
დ) აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და კანონით დადგენილი წესით, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, განახორციელოს ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა;
ე) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება – დათვალიერება, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება.
მუხლი 7🔗. ინსპექციის სისტემა
1. ინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.
2. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აპარატი;
ბ) ინსპექტირების სამსახური;
გ) სწრაფი რეაგირების სამსახური;
დ) ანალიტიკური სამსახური;
ე) ბუღალტერია;
3. ინსპექციის ტერიტორიული ორგანოა შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია.
4. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოს კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებით და მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 8🔗. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაა:
ა) აპარატის კომპეტენციაა:
ა.ა) ინსპექციაში შემოსული კორესპოდენციების აღრიცხვა და კონტროლი;
ა.ბ) საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია;
ა.გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ა.დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ა.ე) უწყებრივი საარქივო საქმიანობის წარმოება;
ა.ვ) ბრიფინგების, პრესკონფერენციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების უზრუნველყოფა;
ა.ზ) საკადრო საქმიანობის წარმოება.
ბ) ინსპექტირების სამსახურის კომპეტენციაა:
ბ.ა) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ.ბ) გარემოს დაცვის სფეროში გაცემული ნებართვების/ლიცენზიების და დამტკიცებული ლიმიტების პირობების შესრულების ანგარიშგების ანალიზი;
ბ.გ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის სფეროში მეთოდური და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადება.
გ) სწრაფი რეაგირების სამსახურის კომპეტენციაა:
გ.ა) გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღსაკვეთად რეაგირების მოხდენა;
გ.ბ) გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორისათვის თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას დახმარების გაწევა;
დ) ანალიტიკური სამსახურის კომპეტენციაა:
დ.ა) ინსპექციის საქმიანობის კოორდინაცია;
დ.ბ) გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება;
დ.გ) გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადოება;
დ.დ) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
დ.ე) საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება;
დ.ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ, ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდება;
დ.ზ) ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) ბუღალტერიის კომპეტენციაა:
ე.ა) ინსპექციის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი;
ე.ბ) ინსპექციის მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების გამოყენება;
ე.გ) ინსპექციის ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი:
ე.დ) ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
მუხლი 9🔗. შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია
შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს და მისი კომპეტენციები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სამინისტროს დებულების, მინისტრის ბრძანებების, მითითებების, ინსტრუქციებისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 10🔗. ინსპექციის თანამშრომელთა სოციალური დაცვა
ინსპექციის თანამშრომლები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიებით.
მუხლი 11🔗. ინსპექციის დაფინანსება
ინსპექცია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვანი განხორციელების მიზნით ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.
მუხლი 12🔗. გარემოს დაცვის ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. გარემოს დაცვის ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
2. გარემოს დაცვის ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.