⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.03.2006)
გაუქმებულია:

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.03.1998
ძალის დაკარგვა 14.03.2006
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-104
სარეგისტრაციო კოდი 000000150.00(1).003.000196
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 06/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,169 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.1998 მიღება
14.03.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება № 2-104 1998 წლის 2 მარტი ქ. თბილისი სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის დებულება (თან ერთვის). 2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურთან ერთად უზრუნველყოს: - აღნიშნული სამსახურის სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება კანონით დადგენილი წესით; - საქვეუწყებო დაწესებულებების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია. 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1998 წლის 20 იანვრის №2-22 ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული დებულება, ასევე ამავე ბრძანების მე-6 და მე-7 მუხლები. მინისტრი ბ. გულუა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს "აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის " დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი 1. აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური (შემდგომში სამსახური) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულების საფუძველზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998 წლის 2 მარტის N2-104 ბრძანებით. 2. სამსახური არის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ორგანიზაციას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის აგროქიმიურ მომსახურებას და ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლებას სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, "ნიადაგის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, სხვა შესაბამისი კანონებითა და ნორმატიული აქტებით, პარლამენტის დადგენილებებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს ბრძანებებით, მითითებებით და ამ დებულებით. 4. სამსახურის აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს სამინისტრო, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და ტვიფრი. 5. სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 6. სამსახურის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და სახელმწიფო მომსახურეობით მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. 7. სამსახური მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე II. სამსახურის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები 7. სამსახურის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანებია: ა) აგრარული პოლიტიკის კონცეფციის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების ხელშეწყობა, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და სოფლის მეურნეობის აგროქიმიური მომსახურების უზრუნველყოფა; ბ) შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანისა და გამოყენების მართვა; გ) ნიადაგის ნაყოფიერებისა და აგროქიმიური სამსახურის დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, დარგის შესაბამის ინსტიტუტებთან და სამსახურებთან ერთად სტრატეგიის, პროგრამების, რეკომენდაციების, მეთოდური მითითებების შემუშავება და წარდგენა სამინისტროში დასამტკიცებლად და კონტროლი მათ შესრულებაზე; დ) დარგის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, ასევე სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებისათვის კანონპროექტების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება ან მონაწილეობის მიღება მათ მომზადებაში და სამინისტროსათვის წარდგენა; ე) ქვეყნისათვის საჭირო მინერალური და ორგანული სასუქების ზრდის რეგულატორებისა და სხვა საშუალებებზე მოთხოვნის განსაზღვრა, მოკლე და გრძელვადიანი პროგნოზის შემუშავება და წარდგენა სამინისტროსათვის; ვ) ნიადაგების გამოკვლევის, ბიცობი, დამლაშებული და მჟავე, ასევე სხვა დაბალნაყოფიერი ნიადაგების გამოვლენის, მათი ნაყოფიერების ამაღლების უსაფრთხო რეკომენდაციების შემუშავების, მინერალურ და ორგანულ სასუქებზე მინდვრის ცდების გეოგრაფიული ქსელის გაშლის ორგანიზაცია. პროდუქციაში ნიტრატების დაგროვების შეზღუდვის რეკომენდაციების დამუშავება, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების ხარისხის განსაზღვრის ორგანიზაცია სხვა შესაბამის სამსახურებთან ერთად; ზ) მონაწილეობის მიღება სოფლის მეურნეობის აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგის გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების კანონპროექტების და ბიუჯეტის შემუშავებაში; თ) ორგანული სასუქების (მათ შორის, ტორფების) მოპოვების და სასუქად გადამუშავების, მათი სოფლის მეურნეობაში უპირატესი გამოყენების ორგანიზაცია და ხელშეწყობა; ი) აგროსამრეწველო სექტორში არასახელმწიფო სტრუქტურების (კავშირები, ასოციაციები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები) საქმიანობისათვის ხელშეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მათთან ურთიერთობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კ) ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების ახალი საშუალებების, მინერალური და ორგანული სასუქების, მიკროსასუქების, ზრდის რეგულატორების ქვეყანაში გამოცდის ორგანიზაცია და მათი რეესტრის შექმნა; ლ) აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების დარგში მეცნიერების მიღწევების, უახლესი ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების პროპაგანდა, სარეკლამო-საინფორმაციო და საგამომცემლო მომსახურების, დარგში მომსახურე სპეციალისტების ცოდნის ამაღლების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია; მ) აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების დარგში სახელმწიფო ინტერესების დაცვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში. მონაწილეობის მიღება საერთაშორისო დახმარებების მიღებისათვის მასალების მომზადებაში და შემდგომში მათი ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობა; ნ) სამსახურში შემავალი საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობა და მათი ეფექტური მუშაობის ორგანიზაცია; ო) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მინერალური და ორგანული სასუქების, ზრდის რეგულატორების, მიკროსასუქების შენახვის, ტრანსპორტირების და მათ გამოყენებაზე, ასევე "ნიადაგის დაცვის" კანონის ამოქმედებასა და დაცვაზე სათანადო კონტროლის განხორციელება შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან ერთად; პ) სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან სამსახურისათვის საჭირო ინფორმაციების მიღება, დამუშავება და ანალიზი. III. სამსახურის უფლებამოსილებანი 8. სამსახურს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს აგროქიმიური და ნიადაგის გაუმჯობესების და მისი ნაყოფიერების ამაღლების დარგში კანონპროექტების, კანონქვემდებარე აქტების, სახელმწიფო პროგრამებისა და ბიუჯეტის შემუშავებაში; ბ) მოითხოვოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია; გ) წარუდგინოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებები აგროქიმიური და ნიადაგის გაუმჯობესების, ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებების შესახებ, ასევე დარგში პოლიტიკისა და კანონების კორექტირების, ცვლილებების, საჭიროების შემთხვევაში ნორმატიული აქტების გაუქმების შესახებ; დ) შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად განახორციელოს კონტროლი ქვეყანაში მინერალური და ორგანული სასუქების, მიკროსასუქების, ზრდის რეგულატორების შემოტანაზე, შეიმუშაოს ამ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვის და გამოყენების წესები და განახორციელოს კონტროლი მის შესრულებაზე; ე) სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სამსახურის კომპეტენციის საკითხებში ჩარევის შემთხვევაში მოითხოვოს მისი შეწყვეტა, შევიდეს შესაბამისი წინადადებებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში; ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს ურთიერთობანი სხვა ქვეყნის ანალოგიურ სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ მათთან ხელშეკრულების მომზადებაში; ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით მოაწყოს კონფერენციები, სემინარები, კონკურსები, თავად მიიღოს მონაწილეობა ანალოგიურ ღონისძიებებში; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დარგის პერსპექტიული მიმართულების სათანადო რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადების მიზნით შექმნას საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭო, განსაზღვროს მისი შემადგენლობა და სამუშაო პროგრამა, მონაწილეობა მიიღოს აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგის ნაყოფიერების, მინერალურ და ორგანულ სასუქებთან დაკავშირებულ საკითხებთან საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში; ი) წარმართოს სამსახურის დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობა, მოამზადოს წინადადება მათი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ, სამინისტროსთან შეთანხმებით შექმნას ახალი სტრუქტურები. 9. სამსახური ვალდებულია: ა) პერიოდულად მოახსენოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელობას სამსახურისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება; გ) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დავალებები და მითითებები; დ) ითანამშრომლოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემის საწარმოებთან და ორგანიზაციებთან; ე) პასუხი აგოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით მიყენებულ ზიანზე; ვ) არ დაუშვას სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციების, ასევე სხვა სამსახურების კომპეტენციაში ჩარევა; ზ) შეასრულოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი. IV. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 10. სამსახური შედგება თანამდებობის პირებისა და სპეციალისტებისაგან; 11. სამსახურის დაქვემდებარებაში შედიან: - ნიადაგის ნაყოფიერებისა და აგროქიმიური სამსახურის რესპუბლიკური საპროექტო-ტექნოლოგიური ცენტრი; - ნიადაგის ნაყოფიერებისა და აგროქიმიური სამსახურის რესპუბლიკური საპროექტო-ტექნოლოგიური ცენტრის კრწანისის ფილიალი; - ნიადაგის ნაყოფიერებისა და აგროქიმიური სამსახურის დასავლეთ საქართველოს საპროექტო-ტექნოლოგიური ცენტრი; - რაიონული კომპლექსური აგროქიმიური ლაბორატორიები (41 ლაბორატორია); 12. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 13. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის უფროსი სამინისტროსთან შეთანხმებით. 14. დაქვემდებარებული სამსახურის უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის უფროსი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით. 15. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას როგორც აპარატში, ასევე დაქვემდებარებულ სამსახურებში ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონალურ და რაიონულ რგოლებში; ბ) განსაზღვრავს მოადგილის და სხვა თანამშრომლების ფუნქციებს და პასუხისმგებლობას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბრძანებების, განკარგულებების, დავალებების და მითითებების დროულ შესრულებას; დ) გამოსცემს ბრძანებებს, მითითებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რომლის შესრულება სავალდებულოა სამსახურის სისტემისათვის. 16. სამსახური უმტკიცებს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებს დებულებას და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვის წესის შესაბამისად ხარჯთაღრიცხვას და თანხების ხარჯვის წესს. 17. სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მოადგილე. V. დასკვნითი დებულებანი 18. სამსახურის დებულებას ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. 19. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამსახურის უფროსის წარდგინებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ. 20. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ი. ცომაია