„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016630
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 18 მარტი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, 010250020.35.158.016623) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
 
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას, უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
 
ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
 
ბ) სოციალურად დაუცველი პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-სს;
 
გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს;
 
დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში განლაგებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;
 
ე) ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
 
ვ) მარტოხელა მშობლებს;
 
ზ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მქონე პირებს.
 
2. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ, მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე.
 
3. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ტრანსპორტის გამოყოფა მოხდება საზოგადოებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით.
 
4. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მხარეში გამართულ კულტურულ, სოციალურ და სხვა ღონისძიებებში ჩართულობისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფა განხორციელდება საჭოროების მიხედვით შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.03.2024.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.03.2024. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.158.016630.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №7, 18.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016630 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6133451/