“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების გამოყენების თაობაზე”
მიღების თარიღი 30.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №9/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.007.684
გამოქვეყნების წყარო სსმ, 103, 01/09/2005
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2005 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების გამოყენების თაობაზე”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №9/2005
2005 წლის 30 აგვისტო
საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და ხელახალი არჩევნებისათვის ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების გამოყენების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ღ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის №714 (24.08.2005) ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ოქტომბრის ხელახალი და შუალედური არჩევნებისათვის დაშვებულ იქნეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტების გამოყენება ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისა და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცესში, თუ პასპორტში მითითებულია მოქალაქის რეგისტრაციის ადგილი.
მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე გ. ქავთარაძე
კომისიის მდივანი გ. ჩალაგაშვილი