წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-სა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.03.2024
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016713
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.03.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზი ჭეიშვილი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და სამტრედიის მუნიციპალიტეტის პროგრამულ დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სპორტსმენების სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და მისი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრი“-სათვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ
ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და
ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანები“-სა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”-ს სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2024 წლის 20 მარტი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის” სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის, ამავე კანონის 61-მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი
დანართი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗
ამ წესით დამტკიცებული დანართი არეგულირებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხების ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
მუხლი 2🔗
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლებისა სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 3🔗
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებისა“ და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
მუხლი 4🔗
სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვების დღიური ნორმა განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
მუხლი 5🔗
მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 6🔗
სპორტულ ღონისძიებებში სპორტსმენების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხებზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შესაბამისი ა(ა)იპ-ის ბუღალტერიაში წარადგინოს ხარჯვის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია ღონისძიების დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში.