„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.08.2005
ძალის დაკარგვა 08.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №საუტილიზაციო დოკუმენტის დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.690
გამოქვეყნების წყარო სსმ, 106, 08/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| 1 | 2 |
| 2 | შემოსავალი |
| 3 | გასავალი |
| 4 | მოგებულ თანხებზე დადებული ფსონები |
| 5 | სხვაობა შემოსულ და გასულ თანხებს შორის |
| 6 | ექვემდებარება განადგურებას |
| № | ამანათის მიღების თარიღი |
| 1 ცალი | სულ |
| ამანათის ნომერი | საუტილიზაციო დოკუმენტის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} .MsoChpDefault {font-size:10.0pt;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 85.5pt 1.0in 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 85.5pt 1.0in 67.5pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section3 {page:Section3;} @page Section4 {size:841.9pt 595.3pt; margin:0in .5in 1.3pt .5in;} div.Section4 {page:Section4;} @page Section5 {size:841.9pt 595.3pt; margin:0in 45.4pt 1.3pt .5in;} div.Section5 {page:Section5;} @page Section6 {size:841.9pt 595.3pt; margin:0in .5in 27.0pt .5in;} div.Section6 {page:Section6;} @page Section7 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section7 {page:Section7;} @page Section8 {size:595.3pt 841.9pt; margin:.5in 55.3pt .5in 40.5pt;} div.Section8 {page:Section8;} @page Section9 {size:841.9pt 595.3pt; margin:.25in .5in 55.3pt .5in;} div.Section9 {page:Section9;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.690
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №824
2005 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე
,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, ასევე ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ” ინტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 მარტის №61 ბრძანება ,,განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 18 მაისის №58 ბრძანება ,,ლატარიის ბილეთებისა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების, ექსპერტიზა - უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ.
მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ლეგალიზაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის წესს:
2. ლეგალიზაცია - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) მიერ ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორის ბარათების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღჭურვა სპეციალური დამცავი ნიშნებით.
3. ექსპერტიზა - განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების იდენტურობის დადგენა სამინისტროსთან შეთანხმებულ ნიმუშთან.
4. უტილიზაცია - განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების განადგურება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესით სამინისტროს მიერ.
5. ექსპერტი (სპეციალისტი) - სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს თანამშრომელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობიდან და ამ ინსტრუქციიდან გამომდინარე ასრულებს ლეგალიზაციას და ექსპერტიზა-უტილიზაციას.
მუხლი 2🔗. ლეგალიზაციის, ექსპერტიზისა და უტილიზაციის ეტაპები:
1. სამინისტრო და დაინტერესებული საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები ასევე ფიზიკური პირები საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე დებენ ხელშეკრულებებს ლეგალიზაციასა და ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ.
2. სავალდებულო ლეგალიზაციას ექვემდებარებიან ლატარიის ბილეთები, ტოტალიზატორის ბარათები და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. სავალდებულო დალუქვა – იმ შემთხვევაში, თუ ლატარიის, წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის გათამაშებამდე არ მოხერხდა ყველა ბილეთის რეალიზაცია, ორგანიზატორის მიერ იქმნება დამლუქავი კომისია, სადაც მივლინებული იქნება სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც უნდა აღრიცხოს და დალუქოს გათამაშებამდე ერთი დღით ადრე რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ბილეთები, გარდა სპეციალური ტექნოლოგიით აღჭურვილი ლატარიისა.
4. სხვა შემთხვევაში განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ბილეთების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების დალუქვა ხდება ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
5. სალიკვიდაციო დოკუმენტების (ამანათების) მიღება.
6. სალიკვიდაციო დოკუმენტების ექსპერტიზა.
7. სალიკვიდაციო დოკუმენტების უტილიზაცია.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების გაფორმება
1. სამინისტრო (შემდგომში _ ,,შემსრულებელი’’) და დაინტერესებული საწარემოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები ასევე ფიზიკური პირები (შემდგომში _ ,,შემკვეთი’’) საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე დებენ ხელშეკრულებებს ლეგალიზაციასა (დანართი №1) და ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ (დანართი №2).
2. ხელშეკრულება ლეგალიზაციის შესახებ ითვალისწინებს ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორის ბარათების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციას.
3. ხელშეკრულება ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ, ითვალისწინებს განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციას.
მუხლი 4🔗. ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორის ბარათების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის წესი
1. სამინისტრო ლეგალიზაციას უტარებს ლატარიის ბილეთებს, ტოტალიზატორის ბარათებს და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
2. სამინისტრო განსაზღვრავს ლეგალიზაციისათვის საჭირო დამცავი ნიშნების ტიპებს (პოლიგრაფიული, მექანიკური) და ნუსხას.
3. სამინისტრო ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული საშუალებით მოწყობილი თამაშობების ინტერნეტბარათების) ლეგალიზაციას ახორციელებს შემკვეთის განცხადების საფუძველზე.
4. შემკვეთმა უნდა წარმოადგინოს სალეგალიზაციო დოკუმენტებთან დაკავშირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურის (მისი არარსებობის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების) ქსეროასლი მისი პოლიგრაფიული შესრულების შესახებ (გამოწერილი შესაბამისი პოლიგრაფიული საწარმოს მიერ) და სამინისტროსთან შეთანხმებული სალეგალიზაციო დოკუმენტის ნიმუში. ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორის ბარათების და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების საზღვარგარეთ დამზადების შემთხვევაში შემკვეთმა უნდა წარმოადგინოს სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული საბაჟო დეკლარაციის ასლი.
5. სამინისტრო განსაზღვრავს ლატარიის ბილეთებზე, ტოტალიზატორის ბარათებსა და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე სალეგალიზაციო დამცავი ნიშნების ტიპის შერჩევას და მონაცვლეობას.
6. ლატარიის, ტოტალიზატორის ან სხვა მომგებიანი თამაშობის მომწყობი ვალდებულია, აღნიშნული ტიპის დოკუმენტები ლეგალიზების მიზნით, წარმოადგინოს რეალიზაციაში გაშვებამდე ათი დღით ადრე.
7. ლატარიის ბილეთი, ტოტალიზატორის ბარათის ან მომგებიან თამაშში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ითვლება არალეგალიზებულად, თუ მასზე არ არის აღნიშნული სამინისტროს მიერ დასმული დამცავი ნიშანი ან არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
8. იმ შემთხვევაში, თუ თამაშობაში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტზე მისი სახის ან ფორმის გამო (ხუფები, სტიკერები, ჟეტონები, ეტიკეტები და სხვა) შეუძლებელია სალეგალიზაციო დამცავი ნიშნის დასმა, სამინისტრო ლეგალიზაციას ახორციელებს საკონტროლო გადათვლის გზით, რაზეც დგება შესაბამისი აქტი.
9. ლატარიის ბილეთების ტოტალიზატორის ბარათის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზაციის შემდეგ დგება სათანადო აქტი (დანართი №5), რომელიც ადასტურებს აღნიშნული დოკუმენტების ლეგალიზაციის ფაქტს.
მუხლი 5🔗. დალუქვა
1. სავალდებულო დალუქვა – იმ შემთხვევაში, თუ ლატარიის, წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის გათამაშებამდე არ მოხერხდა ყველა ბილეთის რეალიზაცია, ორგანიზატორის მიერ იქმნება დამლუქავი კომისია, სადაც მივლინებული იქნება სამინისტროს წარმომადგენელი (დამლუქავი კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის სტატუსით), რომელმაც უნდა აღრიცხოს და დალუქოს გათამაშებამდე ერთი დღით ადრე რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ბილეთები, გარდა სპეციალური ტექნოლოგიით აღჭურვილი ლატარიისა.
2. სხვა შემთხვევაში განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ბილეთების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების დალუქვა ხდება შემკვეთის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (სამინისტრო ორგანიზაციასთან შეთანხმებით განსაზღვრავს დალუქვის დროს).
3. განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების დალუქვა ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილი სალიკვიდაციო დოკუმენტების აღრიცხვას, რაზეც ივსება უწყისი (დანართი №3) ორ პირად შემკვეთის ხელმოწერებით და თავსდება დალუქულ ამანათში (ტომარაში).
4. აღრიცხული სალიკვიდაციო დოკუმენტები ილუქება სამინისტროს ბეჭდით და ფორმდება შესაბამისი ოქმი ორ ეგზემპლარად კომისიის ყველა წევრის ხელმოწერით, რომლის ერთი პირი რჩება სამინისტროს.
მუხლი 6🔗. სალიკვიდაციო დოკუმენტების მიღების და შენახვის წესი
1. სალიკვიდაციო დოკუმენტები მიიღება ტომრებით ან ამანათებით (შემდგომში _ ,,ამანათი’’) მინისტრის ბრძანებით დანიშნულ საცავზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ამანათი (ტომარა) ილუქება გამომგზავნის ბეჭდით. იმ შემთხვევაში, თუ დამლუქავ კომისიაში მივლინებულია სამინისტროს თანამშრომელი, მაშინ სალიკვიდაციო დოკუმენტები უნდა იყოს დალუქული ფინანსთა სამინისტროს ბეჭდით.
2. ამანათს თან უნდა ახლდეს ორ ეგზემპლარად შევსებული უწყისი (დანართი №3). ტოტალიზატორის ბარათების ამანათებს უნდა ახლდეს შესაბამისი უწყისი (დანართი №4).
3. ამანათებში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები დალაგებული უნდა იყოს ას ცალად და ათას ცალად, რომელთა ბანდეროლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამთვლელის ხელის მოწერა.
4. ლატარიის, ტოტალიზატორის მომწყობმა ან სხვა სალიკვიდაციო დოკუმენტების წარმომდგენმა პირმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს გათამაშების ცხრილები, ოფიციალური ცნობა სტამბიდან (ლატარიის შემთხვევაში _ თითოეული ტირაჟის მიხედვით) დაბეჭდილი ბილეთების რაოდენობის შესახებ (ნუმერაციის ჩვენებით), სამინისტროში რეგისტრირებული დოკუმენტი ყველა დამცავი ნიშნის აღნიშვნით და სალიკვიდაციო დოკუმენტების გაუქმების მიზეზი. (წარმოადგინოს აქტი თითოეულ სალიკვიდაციო დოკუმენტზე, თუ რამდენად მართლზომიერად მოხდა მათი გაუქმება).
5. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთს, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ შეუძლია საუტილიზაციო დოკუმენტების ჩაბარება სამინისტროში (მინის ტარაზე მიკრული ეტიკეტები, თავსახურები ან სხვა) სამინისტროს შეუძლია შექმნას გასვლითი საუტილიზაციო კომისია. აღნიშნული კომისია უტილიზაციას განახორციელებს შემკვეთის შენობაში ან მის ტერიტორიაზე, რაზეც ორ ეგზემპლარად დგება აქტი საუტილიზაციო კომისიის წევრების ხელმოწერით.
6. გამოყენებული ან/და გაუქმებული ტოტალიზატორის ბარათების ამანათები ბარდება ექსპერტიზის ჩასატარებლად დანართი №4-ით, ხოლო სხვა სალიკვიდაციო დოკუმენტები დანართი №3-ით დადგენილი ფორმით. ამანათებში მოთავსებული ტოტალიზატორის ბარათები უნდა იყოს დალაგებული შემდეგნაირად: მოგებახვედრილი და გაუქმებული ორ ეგზემპლარად, ხოლო მოგების გარეშე დარჩენილი ბარათები ერთ ეგზემპლარად. დასაშვებია გამონაკლისი შეთანხმებული ბარათის ტიპიდან გამომდინარე. ტოტალიზატორის (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული საშუალებით მოწყობილი ტოტალიზატორის) ბარათების ყველა რეკვიზიტი (მათ შორის დადებული ფსონი და გაცემული მოგების თანხა) უნდა იყოს შევსებული (ან ამობეჭდილი) გარკვევით. ლატარიის ბილეთები, მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები გაყალბების თავიდან აცილების მიზნით უნდა იყოს ლეგალიზებული.
7. ფოსტის ან მსგავსი საშუალებებით (შემდგომში _ გადამზიდველი) გამოგზავნილი ამანათების მიღება ევალება საცავზე პასუხისმგებელ პირს. ამანათის მისაღებად ის ვალდებულია შეამოწმოს თითოეული მათგანის შეფუთვის, ლუქის, შემოსაკრავის მთლიანობა და სადაზღვევო შეფასება.
8. თუ ამანათის შეფუთვა, ლუქის ბეჭედი და შემოსაკრავი დაზიანებულია, იგი იხსნება და ფურცლობრივი გადათვლით მოწმდება საცავზე პასუხისმგებელი პირის და ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ. ფურცლობრივი გადათვლის შედეგები უნდა შეედაროს თანდართულ უწყისს, (დანართი №3), ხოლო ტოტალიზატორის ბარათების გადათვლის შედეგები შესაბამის უწყისის (დანართი №4) მონაცემებს. შეფუთვადაზიანებული ამანათების გახსნაზე და მასში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმების შედეგებზე დგება ოქმი ორ ეგზემპლარად, რომელსაც ხელს აწერენ პასუხისმგებელი პირი და გადამზიდველის წარმომადგენელი. ხელმოწერა დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზაციის და სამინისტროს ბეჭდებით, აქტის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, ხოლო მეორე რჩება ორგანიზაციაში.
9. თუ შეფუთვადაზიანებულ ამანათებში აღმოჩნდა სალიკვიდაციო დოკუმენტების დანაკლისი, მაშინ ამანათების გახსნაზე დგება ოქმი სამ ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი თან ერთვის ამანათებთან ერთად შემოსულ საბუთებს, მეორე რჩება ორგანი-ზაციაში, ხოლო მესამე ეგზავნება გამომგზავნ დაწესებულებას გადამზიდველისადმი პრეტენზიის წარსადგენად. ამ შემთხვევაში საცავზე პასუხიმგებელი პირი ამანათების მიღებაზე ხელის მოწერისას აკეთებს აღნიშვნას ,,მიღებულია ოქმით’’, ხოლო ამანათი, რომელშიც აღმოჩნდა დანაკლისი, მიიღება მასში ფაქტობრივად არსებული სალიკვიდაციო დოკუმენტე-ბის ოდენობით.
10. სამინისტროში მოტანილი სალიკვიდაციო დოკუმენტებიანი ამანათები უნდა ჩაბარდეს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რაზეც იგი გასცემს შესაბამის ცნობას (დანართი №6). ცნობაში აღინიშნება, რომ ამანათში მოთავსებული სალიკვიდაციო დოკუმენტები მიღებულია ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის.
11. სამინისტროს მიერ მიღებულ ამანათებს საცავზე პასუხისმგებელი პირი რიგითობის დაცვით ატარებს ჟურნალში (დანართი №7).
12. სალიკვიდაციო დოკუმენტების მიღების დამადასტურებელი ცნობის ყუაზე დაისმება რიგითი ნომერი, რომლითაც ის ჩაიწერება ჟურნალში.
13. ყოველ ამანათზე უნდა გაკეთდეს წარწერა იმ რიგითი ნომრების მიხედვით, რომელიც გატარებულია ჟურნალში, რის შემდეგაც ამანათი უნდა მოთავსდეს საცავში ან ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეცეს ექსპერტს.
14. ამანათები შესამოწმებლად გადაცემამდე არ იხსნება და ინახება პირვანდელი შეფუთვით.
15. საცავში ამანათების შეტანა-გამოტანა ხორციელდება საცავის პასუხისმგებელი პირის მიერ.
16. არასამუშაო დღეებში საცავის კარები იკეტება ორი საკეტით. ერთი უნდა ინახებოდეს საცავის პასუხისმგებელ პირთან, ხოლო მეორე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სამინისტროს პასუხისმგებელ პირთან.
მუხლი 7🔗. სალიკვიდაციო დოკუმენტების ექსპერტიზა
1. საცავზე პასუხისმგებელი პირი ამანათს შესამოწმებლად გასცემს ექსპერტზე, აღინიშულის შესახებ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს ჟურნალში.
2. დიდი მოცულობის ამანათის შემოწმება შეიძლება დაევალოს ორი ან მეტ ექსპერტს რათა შემოწმება დამთავრდეს ერთ სამუშაო დღეში. თუ ამანათები მცირე მოცულობისაა, დასაშვებია ერთ ექსპერტზე რამდენიმე ცალის გაცემა, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტი ამანათის გახსნა და შემოწმება (გასინჯვა).
3. შემკვეთის ოფიციალურ წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს მის მიერ წარმოდგენილი ამანათის გახსნას და შემოწმებას. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმომადგენელი გამოთქვამს სურვილს მის მიერ მოტანილი ამანათების შემოწმების დასწრებაზე და დადგენილ ვადაში არ გამოცხადდება, სამინისტრო უფლებამოსილია წარმომადგენლის გარეშე შეასრულოს თავისი მოვალეობა.
4. საცავიდან ამანათების მიღებისას ექსპერტი ვალდებულია ყურადღებით გასინჯოს ამანათის შეფუთვა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, თუ ისინი დაზიანებულია, მაშინ ამანათის გახსნა და შემოწმება ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის და საცავზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით. ასეთი ამანათების გახსნაზე დგება ოქმი, სადაც დაწვრილებითაა ნაჩვენები შეფუთვის, დაზიანების მიზეზები და შემოწმების შედეგები. ოქმზე ხელს აწერს სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი და საცავზე პასუხიმგებელი პირი. თუ შემოწმებით აღმოჩნდა დანაკლისი ან მეტობა, შესაბამისი სხვაობა უნდა აღინიშნოს დანართ №3-ში განსაზღვრულ უწყისში. ხოლო ტოტალიზატორის ბარათების ამანათების შეფუთვის შემოწმების შედეგები №4-ში განსაზღვრულ უწყისში (აქტის მხარეს).
5. მოგებახვედრილი ან გასანადგურებელი სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმება უნდა მოხდეს ფურცლობრივად და გაცემული თანხის სისწორის დასადგენად უნდა შედარდეს ოფიციალურ ცხრილს.
6. სალიკვიდაციო დოკუმენტების ფურცლობრივი გადათვლის დროს ექსპერტი ვალდებულია გასინჯოს:
ა) რაოდენობა და თანხა;
ბ) მათი უტყუარობა (ნამდვილობა) და გადახდის სისწორე;
გ) გაუქმების მიზეზი და სისწორე;
დ) არის თუ არა ლატარიის ბილეთები, ტოტალიზატორის ბარათები და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები ლეგალიზებული.
7. ექსპერტიზის დროს დოკუმენტებზე არსებული დამცავი ნიშნები უნდა შედარდეს ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ დამცავ ნიშნებთან. დამცავი ნიშნები თავისუფლად უნდა ისინჯებოდეს. ციფრების განლაგების ადგილზე არ უნდა იყოს ლაქები. ზემოაღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში სალიკვიდაციო დოკუმენტების უტილიზაცია არ მოხდება.
8. თუ დაზიანებული სალიკვიდაციო დოკუმენტი გაყოფილია რამდენიმე ნაწილად და შეწებებულია, მაშინ უნდა დადგინდეს, რომ შეწებებული დოკუმენტის ერთი ნაწილი შეადგენს ნახევარზე მეტს, ხოლო დანარჩენი ნაწილები ეკუთვნის ამავე სალიკვიდაციო დოკუმენტს.
9. შემოწმების დროს გამოვლენილი ყალბი დოკუმენტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებიც არ იქნა მიღებული სალიკვიდაციოდ, ამოიღება შეკვრიდან. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს შესაბამის უწყისში (დანართი №3-ში, ხოლო ტოტალიზატორის ბარათების შემთხვევაში, დანართ №4-ში). შემოწმების შედეგებზე უნდა შედგეს ოქმი ორ ეგზემპლარად, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტები და სამინისტროს პასუხისმგებელი პირი.
10. ექსპერტი უფლებამოსილია გამოვლენილ ყალბ სალიკვიდაციო დოკუმენტზე გასცეს შესაბამისი წერილობითი დასკვნა.
11. სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებზედაც გადახდილია ნაკლები ან ზედმეტი თანხა, უბრუნდება გამომგზავნს იმ პირების დასადგენად, რომლებმაც დაუშვეს შეცდომა. დიდი თანხით გასანაღდებელი (ათასი ლარი და მეტი) სახელმწიფოს მიერ გამოშვებული სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ექვემდებარება უტილიზაციას, გამნაღდებელი დაწესებულების მიერ იგზავნება სამინისტროში ექსპერტიზისათვის, რის შემდეგაც უბრუნდება გამომგზავნს განაღდებისათვის, შემდეგ კი სამინისტროს უტილიზაციისათვის.
12. ამანათის შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევები ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას აქტის შესაბამის გრაფაში _ ,,განსაკუთრებული შენიშვნები’’ (დანართი №3 ან №4).
13. ამანათების შემოწმების დამთავრების შემდეგ მიღებულ შედეგებს ექსპერტები ადარებენ უწყისების (დანართი №3 ან №4) ჩანაწერებს. დაუშვებელია უწყისში გამომგზავნის გადასწორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეცდომით ნაჩვენები თანხები ცალკეული სალიკვიდაციო დოკუმენტების მიხედვით არ ცვლიან საერთო ჯამს (მექანიკური შეცდომების ჩათვლით). ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტის მიერ მითითებული უნდა იყოს აქტის გრაფაში ,,განსაკუთრებული შენიშვნები’’ (დანართი №3 ან №4-ში).
14. შემოწმების შედეგები აღინიშნება ჟურნალში და უწყისში (დანართი №3 ან №4-ში აქტის მხარეს).
15. შემოწმების დამთავრების შემდეგ დგება აქტი დანართი №3-ის ან №4-ის შესაბამისად. აქტს მიეცემა ის ნომერი, რომლითაც შემოწმებული ამანათი რეგისტრირებულია ჟურნალში.
16. შემოწმებულ ამანათს ექსპერტი გადასცემს საცავზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ამანათის მიღებას ადასტურებს ჟურნალში ხელის მოწერით. საცავზე პასუხისმგებელმა პირმა ჟურნალში უნდა ჩაწეროს თანხა და რაოდენობა, რომელიც ედრება უწყისში ჩაწერილ მონაცემებს (დანართ №3 ან №4 აქტის მხარეს). შედეგების შემოწმების შესახებ სამინისტროს ბეჭდიანი აქტის ერთი ეგზემპლარი უბრუნდება გამომგზავნს, ხოლო მეორე ინახება სამინისტროში. სალიკვიდაციო დოკუმენტები, რომლებიც ექვემდებარება უკან დაბრუნებას ან შემოწმდა და არ განადგურდა, საცავზე პასუხისმგებელი პირის და შემმოწმებელი ექსპერტის თანდასწრებით ილუქება თანდართულ დანართ №3 ან №4 აქტთან ერთად.
17. თუ სალიკვიდაციო დოკუმენტები სამინისტრომ არ მიიღო, ისინი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, რაზეც დგება ოქმი ორ ეგზემპლარად ექსპერტებისა და სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. უკან დასაბრუნებელ სალიკვიდაციო დოკუმენტებს ამანათებში ათავსებს და ლუქავს საცავზე პასუხისმგებელი პირი ექსპერტის თანდასწრებით.
18. ლატარიის, ტოტალიზატორის ან მომგებიან თამაშობებში მონაწილე დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმების დროს სამინისტროს ექსპერტები ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ მომგებიან თამაშობებში მოგებების გაცემის დადგენილი წესებით.
19. უკან დაბრუნებას ექვემდებარება ყალბი დოკუმენტები, აგრეთვე ის დოკუმენტები, რომლებზედაც გაცემულია ზედმეტი ან ნაკლები თანხა, გადასწორებულია საანგარიშსწორებო შტამპი ან მათზე გადახდილი თანხა, რაც გაფორმებული არ არის შესაბამისად და სხვა. აღნიშნულ შემთხვევაში დგება ოქმი ორ ეგზემპლარად ექსპერტებისა და ფინანსთა მინისტრის შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით.
20. იმ შემთხვევაში, თუ გამომგზავნი არ შეასრულებს ინსტრუქციის მოთხოვნებს და ამასთან გამოვლინდება ყალბი დოკუმენტები, სამინისტრო უფლებამოსილია საკითხი რეაგირებისათვის გადასცეს შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 8🔗. სალიკვიდაციო დოკუმენტების უტილიზაცია
1. უტილიზაციას აწარმოებს ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი და საცავზე პასუხისმგებელი პირი. უტილიზაციაში მონაწილეობის მიღება აგრეთვე შეუძლია შემკვეთის წარმომადგენელს. უტილიზაციაზე დგება აქტი ერთ ეგზემპლარად (დანართი №8), რომელშიც მითითებულია დღის განმავლობაში განადგურებული ყველა ამანათის მონაცემი. უტილიზაციის აქტში ექსპერტს წინასწარ შეაქვს ნომრები, რათა მათი უტილიზაცია მოხდეს ერთ დღეში. სალიკვიდაციო დოკუმენტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში, მათი უტილიზაცია ხდება კვირაში რამდენჯერმე.
2. საცავზე პასუხისმგებელი პირი უტილიზაციისათვის გამზადებულ ამანათებს გადასცემს ექსპერტს იმ პირების თანდასწრებით, რომლებიც უნდა დაესწრონ უტილიზაციას.
3. თუ მიღების დროს აღმოჩნდა, რომ შეფუთვის ან ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, ტომრები უნდა გაიხსნას და გაისინჯოს მასში მოთავსებული ამანათების რაოდენობა და ლუქის ბეჭდის მთლიანობა, ამასთან ერთად ამანათების რაოდენობა და თანხა უნდა შედარდეს უწყისის მონაცემებს (დანართი №3 ან №4 აქტის მხარეს). თუ ამანათების შეფუთვა და ლუქის ბეჭდები დაზიანებულია, მაშინ ამანათებში მოთავსებული დოკუმენტები უნდა შემოწმდეს ფურცლობრივად და გაისინჯოს მათი ანაზღაურების სისწორე.
4. ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უტილიზაციაში, ადგილზე მისვლისას ამოწმებენ ამანათების შეფუთვის და ლუქის ბეჭდების სიმრთელეს. იმ შემთხვევაში, თუ ამანათის შეფუთვა ან ლუქის ბეჭედი დაზიანებულია, ასეთი ამანათები ბრუნდება და მოწმდება ხელმეორედ.
დანართი №1
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა №
ლეგალიზაციის შესახებ
ქ.თბილისი ,,------’’-------------------------200 წ.
ჩვენ, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური
პოლიტიკის დეპარტამენტის ---------------------------------------------------------------------
საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით შემდგომში _
,,შემსრულებელი’’ და, მეორე მხრივ,
--------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდგომში _ ,,შემკვეთი’’, ვდებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. _ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას:
_ მოქმედი ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოს ,,შემკვეთისაგან’’
მიღებული ლატარიის ბილეთების, ტოტალიზატორის ბარათებისა და სხვა
მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტების აღჭურვა სპეციალური დამცავი ნიშნებით (ლეგალიზაციით);
2. - ,,შემკვეთი’’ იღებს ვალდებულებას:
-ლეგალიზაციის სახეობიდან გამომდინარე შეასრულოს შემდეგი პირობები:
- მოქმედი ინსტრუქციით გათვალისწინებულ ვადაში (დაბეჭდვამდე 3 დღით
ადრე) აცნობოს ბილეთების დაბეჭდვის თარიღი და უზრუნველყოს
ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება;
- მოქმედი ინსტრუქციით გათვალისწინებულ ვადაში (რეალიზაციაში
გაშვებამდე 10 დღით ადრე) მიაწოდოს ,,შემსრულებელს’’ ლატარიის ბილეთები,
ტოტალიზატორის ბარათები და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც ექვემდებარება მექნიკური
ან პოლიგრაფიული სახის ლეგალიზაციას;
3. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებაში ნებისმიერ
დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც
განხილულ იქნება როგორც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
4. ურთიერთშეთანხმების არმიღწევის შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.
5. ,,შემკვეთი’’ აფორმებს ,,შემსრულებელთან’’ ხელშეკრულებას მოქმედი
კანონმდებლობისა და ,,შემსრულებლის’’ წესების შესაბამისად, რომლებიც
ცნობილია ,,შემკვეთისათვის’’ და აქვს სავალდებულო ძალა.
6. ხელშეკრულება გაფორმებულია სამ ეგზემპლარად, რომლებსაც თანაბარი
იურიდიული ძალა გააჩნია.
7. ხელშეკრულება ძალაშია ნებართვის მოქმედების პერიოდში. აღნიშნული
ვადის გასვლის შემდეგ, ან საჭიროების შემთხვევაში (მაგ. ადგილმდებარეობის
შეცვლა) ხელშეკრულება იდება ხელახლა.
8. მხარეების იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები:
,,შემსრულებელი’’ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური
პოლიტიკის დეპარტამენტის, სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო.
მისამართი: ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 105, ტელ: 69 03 71 ; 69 00 78 ;
ანგარიშსწორების ანგარიში:
,,შემკვეთი’’ : -------------------------------------------------------------------------------------
იურიდიული მისამართი : ----------------------------------------------------------------------
ობიექტის სახელწოდება და მისამართი : ---------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი :
,,შემსრულებელი’’ ,,შემკვეთი’’
ბ.ა. ---------------------------- ბ.ა. -----------------------------
დანართი №2
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა №
ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ
ქ.თბილისი ,,------’’-------------------------200 წ.
ჩვენ, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური
პოლიტიკის დეპარტამენტის -----------------------------------------------------------------
საქრთველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით შემდგომში _
,,შემსრულებელი’’ და, მეორე მხრივ,
--------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
შემდგომში _ ,,შემკვეთი’’, ვდებთ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. _ მოახდინოს განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის,
ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის
დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების,
ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა - ანგარიშგების ფორმების,
დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაცია;
_ სამუშაოს დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა მიაწოდოს ,,შემკვეთს’’
დანართი №3 ან №4 უწყისი ექსპერტიზისა და უტილიზაციის შესახებ.
2. _ ,,შემკვეთი’’ იღებს ვალდებულებას:
_ გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის, ტოტალიზატორის და სხვა
მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთების,
დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა _
ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის
ინსტრუქციის შესაბამისად ჩააბაროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სალიკვიდაციო დოკუმენტები.
3. მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულებაში ნებისმიერ
დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც
განხილულ იქნება როგორც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.
4. ურთიერთშეთანხმების არმიღწევის შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.
5. ,,შემკვეთი’’ აფორმებს ,,შემსრულებელთან’’ ხელშეკრულებას მოქმედი
კანონმდებლობისა და ,,შემსრულებლის’’ წესების შესაბამისად, რომლებიც
ცნობილია ,,შემკვეთისათვის’’ და აქვს სავალდებულო ძალა.
6. ხელშეკრულება გაფორმებულია სამ ეგზემპლარად, რომლებსაც თანაბარი
იურიდიული ძალა გააჩნია.
7. ხელშეკრულება ძალაშია ნებართვის მოქმედების პერიოდში. აღნიშნული
ვადის გასვლის შემდეგ, ან საჭიროების შემთხვევაში (მაგ. ობიექტის
მისამართის შეცვლა) ხელშეკრულება იდება ხელახლა.
8. მხარეების იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები:
,,შემსრულებელი’’ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური
პოლიტიკის დეპარტამენტის, სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო.
მისამართი: ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 105, ტელ: 69 03 71 ; 69 00 78 ;
ანგარიშსწორების ანგარიში:
,,შემკვეთი’’ : -------------------------------------------------------------------------------------
იურიდიული მისამართი : ----------------------------------------------------------------------
ობიექტის სახელწოდება და მისამართი : ---------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი :
,,შემსრულებელი’’ ,,შემკვეთი’’
ბ.ა. ---------------------------- ბ.ა. -----------------------------
აქტი №
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შემოსული 200 წ. ,, -------’’ ------------------------------------
სალიკვიდაციო დოკუმენტების შემოწმების შედეგებზე
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის
სპეციალისტებმა ------------------------------------------------------------------------------------ ვაწარმოეთ ------------------------------
(გვარი და ინიციალები) (დაწესებულების დასახელება)
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა:
№
უწყისის მიხედვით
ფაქტიური
მეტობა
დანაკლისი
ექვემდებარება უკან დაბრუნებას
1
რაოდენობა
2
თანხა
3
ექვემდებარება განადგურებას
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(გასანდგურებელი თანხა სიტყვიერად)
განსაკუთრებული შენიშვნები: ----------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ.ა სპეციალისტები
,,----------’’ ------------------------------------ 200 წ.
უტილიზაციის თარიღი
----------------------------------------------------------------------
დანართი №3
-------------------------------
დაწესებულების დასახელება
უ წ ყ ი ს ი №
განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის,
ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის
დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების,
ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების,
დოკუმენტების გასანადგურებლად
200 წ. ,,-------------’’------------------------------------------------- 200 წ. ,,-------------’’-------------------------------
(კვარტალის ან თვის დასახელება)
№
სალიკვიდაციო დოკუმენტების დასახელება
რაოდენობა
ნომინალური ღირებულება
გადახდილი თანხა
რაოდენობა
თანხა
1
2
3
4
5
6
7
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სალიკვიდაციო დოკუმენტის საერთო თანხა სიტყვიერად)
დირექტორი --------------------------------------------------------
ბ.ა 200 წ.---------------------------------------------------
აქტი №
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შემოსული 200 წ. ,, -------’’ ---------------------------
ტოტალიზატორის ბარათების შემოწმების შედეგებზე
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტს
სპეციალისტებმა ------------------------------------------------------------------------------------ ვაწარმოეთ -------------------------------------------------
(გვარი და ინიციალები) (დაწესებულების დასახელება)
შემოსული ტოტალიზატორის ბარათების შემოწმება და გადათვლა
შემოწმების შედეგად დადგინდა:
№
უწყისის მიხედვით
ფაქტიური
მეტობა
დანაკლისი
ექვემდებარება უკან დაბრუნებას
1
ბარათების რაოდენობა
2
შემოსავალი
3
გასავალი
4
მოგებულ თანხებზე დადებული ფსონები
5
სხვაობა შემოსულ და გასულ თანხებს შორის
6
ექვემდებარება განადგურებას
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ექვემდებარება განადგურებას თანხა სიტყვიერად)
განსაკუთრებული შენიშვნები ------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ.ა სპეციალისტები
,,----------’’ ---------------------------------- 200 წ.
უტილიზაციის თარიღი
დანართი №4
------------------------------------------
დაწესებულების დასახელება
უწყისი № ---------
ტოტალიზატორის ბარათებზე რომელიც იგზავნება
ექსპერტიზის ჩასატარებლად და
გასანადგურებლად
200 წ. ,, -------’’ -------------------------------- 200 წ. ,, -------’’ --------------------------------
№
დასახელება
რაოდენობა
ნომინალის ღირებულება
დადებული ფსონებით შემოსული თანხა
დადებულ ფსონებზე გაცემული თანხა
მოგებულ თანხებზე დადებული ფსონები
შემოსავალი (4+5)
გასავალი
სხვაობა შემოსულ და გასულ თანხებს შორის
1 ცალი
სულ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სხვაობა შემოსულ და გასულ თანხებს შორის სიტყვიერად)
ბ.ა. დირექტორი -----------------------------------------------
დანართი №5
აქტი №
ქ. თბილისი ,, ------ ’’ --------------------------- 200 წ.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
ვადასტურებთ, რომ ლეგალიზებულია
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
რაოდენობით ----------------------------------------------------------------------- ცალი
ნუმერაციით ----------------------------------------------------------------------------------
ლეგალიზაცია ჩატარდა № ----- შტამპით ბილეთის წინა (უკანა) მხარეს.
სპეციალისტი:
შემკვეთი
დანართი №6
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცნობა № ’’-----’’--------------------------------------- 200 წელი
მიღებულია ----------------------------------------------------------------------------------------------------
(ორგანიზაციის დასახელება, გვარი და სახელი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დოკუმენტების დასახელება და ამანათების რაოდენობა)
ბ.ა. ხელმოწერა 1. საცავზე პასუხისმგებელი -------------------------------
პირი (მიმღები)
2. ჩამბარებელი
დანართი №6
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცნობა № ’’-----’’--------------------------------------- 200 წელი
მიღებულია ----------------------------------------------------------------------------------------------------
(ორგანიზაციის დასახელება, გვარი და სახელი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დოკუმენტების დასახელება და ამანათების რაოდენობა)
ბ.ა. ხელმოწერა 1. საცავზე პასუხისმგებელი -------------------------------
პირი (მიმღები)
2. ჩამბარებელი
დანართი №6
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცნობა № ’’-----’’--------------------------------------- 200 წელი
მიღებულია ----------------------------------------------------------------------------------------------------
(ორგანიზაციის დასახელება, გვარი და სახელი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დოკუმენტების დასახელება და ამანათების რაოდენობა)
ბ.ა. ხელმოწერა 1. საცავზე პასუხისმგებელი -------------------------------
პირი (მიმღები)
2. ჩამბარებელი
დანართი №7
№
ამანათის მიღების თარიღი
ორგანიზაციის დასახელება
ამანა-თის ნომერი
საცავზე პასუხის- მგებელი
პირის ხელმოწერა ამანათის მიღებაზე
სპეციალის-
ტების ხელმოწერა ამანათის მიღებაზე და შემოწმებაზე
რაოდე-ნობა
თანხა
საცავზე
პასუხისმგე-ბელი
პირის ხელმოწერა ამანათის
მიღებაზე შემოწმების
შემდეგ
გასანად-გურებე-ლი ამანათის ნომერი
საცავიდან
გაცემის
თარიღი
საუტილიზაციო დოკუმენტების დასახელება
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
დანართი №8
200 წელი ,,------”----------------------------
აქტი №
განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული, ლატარიის,
ტოტალიზატორის და სხვა მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის
დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების,
ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების,
დოკუმენტების განადგურებაზე.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური
პოლიტიკის დეპარტამენტის -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ვადგენთ აქტს მასზედ, რომ 200 წლის ------------------------------ იყო განადგურებული საცავიდან
მიღებული ამანათის № --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამანათებში აღმოჩნდა:
ამანათის ნომერი
საუტილიზაციო დოკუმენტის დასახელება
რაოდენობა
თანხა
ორგანიზაციის დასახელება
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
სულ განადგურებულია ----------------------------------------------- ამანათი სალიკვიდაციო დოკუმენტებით
საერთო თანხით (ლარებში) --------------------------------------------------------------------------------------
რაოდენობა -------------------------------------------------------------------------------------------------------
სპეციალისტი
სპეციალისტი