საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 05.09.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №288
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.007.691
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 06/09/2005
matsne.gov.ge 1,221 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.007.691 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №288 2005 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის № 144-ე ბრძანებულების „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ (სსმ III, 1999 წ., №18 (25), მუხ. 269) მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე ამავე ქვეპუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის“ დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. პაპუაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის დებულება     მუხლი 1🔗. სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის საფუძველი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. 2. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. ცენტრი შექმნილია საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის 1999 წლის 27 იანვარს ხელმოწერილი განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებით (კრედიტი №3156 GE), აგრეთვე საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის იმავე დღეს ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულებით (გრანტი NTF 021598) გათვალისწინებული „სანაპიროს ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელების მიზნით. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საერთაშორისო შეთანხმებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. ცენტრს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 4. ცენტრის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი ზ.ფალიაშვილის ქ. №87.     მუხლი 3🔗. ცენტრის ამოცანები ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის“ განხორციელებისათვის. ამ მიზნით ცენტრი ასრულებს შემდეგ ამოცანებს: ა) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მართვის ინტეგრირებული მეთოდების დანერგვისა და პასუხისმგებელი უწყებების საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა; ბ) კოლხეთის ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის, მართვისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებელი უწყებების მხარდაჭერა და მათი საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა; გ) საქართველოს სანაპიროს გარემოს მონიტორინგის სისტემის გაძლიერება, სანაპროს გარემოს დაცვისა და მდგრადი მართვისათვის საჭირო თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა; დ) ხელშეკრულებებით დადგენილი წესით და პროექტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სპეციალურ საკრედიტო და საგრანტო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის განკარგვა და ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვისათვის საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის წინაშე ანგარიშგება. ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებით მსოფლიო ბანკისათვის საქმიანობისა და საფინანსო ანგარიშების წარდგენა; ე) პროექტის მსვლელობის ამსახველი მოხსენებების საბჭოსათვის რეგულარულად წარდგენა; ვ) პროექტთან დაკავშირებული ოპერაციების ამსახველი ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება და ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და ვადებით მსოფლიო ბანკისათვის ინფორმაციის წარდგენა; ზ) ხელშეკრულებებით და პროექტებით გათვალისწინებული ყველა სხვა საქმიანობის განხორციელება.     მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრს ჰყავს სამეთვალყურეო ორგანო – პროექტის მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელსაც თავმჯდომარეობს და რომლის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. საბჭოს თავმჯდომარე და მისი წევრები არ იღებენ ანაზღაურებას.     მუხლი 5🔗. საბჭო 1. საბჭო: ა) იხილავს ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოსამზადებელ და განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებულ ანგარიშებს და იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტის განხორციელებაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირებას; გ) ასრულებს პროექტით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ; რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის ან ცენტრის დირექტორის მოთხოვნით. 3. საბჭო უფლებამოსილია გამართოს სხდომა საბჭოს წევრთა 2/3-ზე მეტის დასწრების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. 4. ყველა გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.     მუხლი 6🔗. ცენტრის დირექტორი 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან შეთანხმებით. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი. 3. ცენტრის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ცენტრს და პასუხისმგებელია მის საქმიანობაზე; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე და მონაწილეობს მის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით; გ) კვარტალში ერთხელ აწვდის ინფორმაციას პროექტის განხორციელების მიმიდინარეობის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს; დ) სამუშაოდ იწვევს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; ე) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს მისი სახელით; ვ) განკარგავს ცენტრის ფინანსურ რესურსებს ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და პროექტების მოთხოვნათა შესაბამისად; ზ) ხსნის და განკარგავს საბანკო ანგარიშებს, მათ შორის პროექტის სპეციალურ საკრედიტო ანგარიშებს. 4. ანგარიშების ხასიათის ყველა დოკუმენტს, რომლებიც ფულის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა გაცემასა და მიღებას ემსახურება, ხელს აწერს ცენტრის დირექტორი და ბუღალტერი.     მუხლი 7🔗. ცენტრის სახელმწიფო კონტოლი ცენტრის საფინანსო და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.     მუხლი 8🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ცენტრმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ცენტრს სახელმწიფო ქონება შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.     მუხლი 9🔗. ცენტრის დაფინანსება ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები; ბ) საქართველოს ბიუჯეტიდან პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი სახსრები; გ) ცენტრის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობანი და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 10🔗. ცენრის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ცენტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.