„საჯარო სამართლის იურიდიული პირის_საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის” დებულების დამტკიცების თაობაზე”

მიღების თარიღი 05.09.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №289
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.007.692
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 06/09/2005
matsne.gov.ge 1,336 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (2)

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის_საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის” დებულების დამტკიცების თაობაზე” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.007.692 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №289 2005 წლის 5 სექტემბერი ქ. თბილისი  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 თებერვლის №57 ბრძანებულების ,,საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის” (სსმ III, 1999წ., №7(14), მუხ.121) მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე ამავე ქვეპუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის“ დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის“ დებულება     მუხლი 1🔗. საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შექმნის საფუძველი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. 2. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.     მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. ცენტრის შექმნის მიზანია საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება და საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის“ განვითარების უზრუნველყოფა. 2. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საერთაშორისო შეთანხმებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 3. ცენტრს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 4. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი ანჯაფარიძის ქ. №9.     მუხლი 3🔗. ცენტრის ამოცანები ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის. ამ მიზნით ცენტრი ასრულებს შემდეგ ამოცანებს: ა) კოლხეთის ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის, მართვისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებელი უწყებების მხარდაჭერა და მათი საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა; ბ) ხელშეკრულებებით დადგენილი წესით და პროექტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სპეციალურ საკრედიტო და საგრანტო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის განკარგვა და ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვისათვის საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის წინაშე ანგარიშგება. ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებით მსოფლიო ბანკისათვის საქმიანობისა და საფინანსო ანგარიშების წარდგენა; გ) პროექტის მსვლელობის ამსახველი მოხსენებების მეურვეთა საბჭოსათვის რეგულარულად წარდგენა; დ) პროექტთან დაკავშირებული ოპერაციების ამსახველი ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება და ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და ვადებით მსოფლიო ბანკისათვის ინფორმაციის წარდგენა; ე) პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გარემოზე ზემოქმედების შეფასება; ვ) ეკოლოგიურად ეფექტიანი დაცული ტერიტორიების შექმნისათვის ხელშეწყობა; ზ) დაცული ტერიტორიების მართვისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებელი უწყებების საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა; თ) დაცული ტერიტორიებისა და მათ გარეთ ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაპტებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგის, კვლევის, შენარჩუნებისა და აღდგენისათვის ხელშეწყობა; ი) ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებისა და მისი შენარჩუნების საქმეში მოსახლეობის თანამონაწილეობის მექანიზმების განვითარებისათვის ხელშეწყობა; კ) პროექტის განხორციელებაში დაინტერესებული მხარეების ბანკთან დაკავშირება; ლ) ცალკეული საქმიანობისათვის პასუხისმგებელი პირების ანგარიშების საფუძველზე ამ საქმიანობისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის განხილვა და შეფასება; მ) პროექტით დადგენილი წესით და მისი მიზნების მისაღწევად საგრანტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დახარჯვა და ამ თანხის მიზნობრივი ხარჯვისათვის საქართველოს (გრანტის მიმღები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით) და ბანკის წინაშე ანგარიშგება, ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებით ბანკისათვის საქმიანობისა და საბუღალტრო ანგარიშების წარდგენა; ნ) პროექტის მსვლელობის ამსახველი ანგარიშების ცენტრის მეურვეთა საბჭოსათვის რეგულარული წარდენა; ო) პროექტთან დაკავშირებული ოპერაციების ამსახველი ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება და ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებით ბანკისათვის ინფორმაციის წარდგენა; პ) ხელშეკრულებებით და პროექტებით გათვალისწინებული ყველა სხვა საქმიანობის განხორციელება.     მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვის უმაღლესი კოლეგიური ორგანოა მეურვეთა საბჭო. 2. მეურვეთა საბჭოს შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე და მისი წევრები არ იღებენ ანაზღაურებას.     მუხლი 5🔗. ცენტრის მეურვეთა საბჭო 1. ცენტრის მეურვეთა საბჭო: ა) იხილავს ცენტრის მიერ წარმოდგენილი პროექტების მოსამზადებელ და განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებულ ანგარიშებს და იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) უზრუნველყოფს თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტის განხორციელებაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინირებას; გ) ასრულებს პროექტით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. მეურვეთა საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის, ცენტრის დირექტორის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოთხოვნით. 3. მეურვეთა საბჭო უფლებამოსილია გამართოს სხდომა საბჭოს წევრთა 2/3-ზე მეტის დასწრების შემთხვევაში. მეურვეთა საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. 4. ყველა გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.     მუხლი 6🔗. ცენტრის დირექტორი 1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან შეთანხმებით. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი. 3. ცენტრის დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. 4. ცენტრის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს ცენტრს და პასუხისმგებელია მის საქმიანობაზე; ბ) პასუხისმგებელია მეურვეთა საბჭოს წინაშე და მონაწილეობს მის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით; გ) კვარტალში ერთხელ აწვდის ინფორმაციას პროექტის განხორციელების მიმიდინარეობის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს; დ) სამუშაოდ იწვევს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს; ე) წარმოადგენს ცენტრს და მოქმედებს მისი სახელით; ვ) განკარგავს ცენტრის ფინანსურ რესურსებს ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და პროექტების მოთხოვნათა შესაბამისად; ზ) ხსნის და განკარგავს საბანკო ანგარიშებს. 5. ანგარიშების ხასიათის ყველა დოკუმენტს, რომლებიც ფულის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა გაცემასა და მიღებას ემსახურება, ხელს აწერს ცენტრის დირექტორი და ბუღალტერი.     მუხლი 7🔗. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ცენტრის საფინანსო და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.     მუხლი 8🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. ცენტრმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ცენტრს სახელმწიფო ქონება შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით.     მუხლი 9🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 10🔗. ცენტრის დაფინანსება ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები; ბ) საქართველოს ბიუჯეტიდან პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილი სახსრები; გ) ცენტრის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობანი და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 11🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ცენტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. ცენტრის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.