მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.024494
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2024
matsne.gov.ge 588 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
პოტენციური ბენეფიციარი
ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აქვს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს  თანადაფინანსების ხელშეკრულება
მუხლი 3
ბენეფიციარი
პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება
მუხლი 3
თანადაფინანსების ხელშეკრულება
სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ პირობებსა და  ვალდებულებებს
მუხლი 3
თანადაფინანსება
პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით
მუხლი 3
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხ. ძ.-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) ან არანაკლებ 7 ცხ. ძ-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მასთან ერთად მისაბმელი (იმპლემენტი) კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის
მუხლი 3
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი შეისყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 15.03.2019 სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 29.07.2021 აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 14.05.2020 სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 30.11.2020 მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მიმართულება 83% 10.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №101 2024 წლის 28 მარტი ქ. თბილისი მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული  „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს ქვეპროგრამიდან – „სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროექტი“ (პროგრამული კოდი: 31 05 10), ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს გამგეობის მიერ განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანა 1. „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით. მუხლი 2🔗. პროგრამის განმახორციელებელი   1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ა) პოტენციური ბენეფიციარიფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აქვს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს  თანადაფინანსების ხელშეკრულება; ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია თანადაფინანსების ხელშეკრულება; გ) თანადაფინანსების ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ პირობებსა და  ვალდებულებებს;  დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით; ე) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხ. ძ.-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) ან არანაკლებ 7 ცხ. ძ-ის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი) და მასთან ერთად მისაბმელი (იმპლემენტი) კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის; ვ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებელი„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, რომლისგანაც პოტენციური ბენეფიციარი შეისყიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი პროგრამა განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში. მუხლი 5🔗. პროგრამის მიზნობრიობა პროგრამის მიზნობრიობაა მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება. მუხლი 6🔗. პროგრამის პირობები და პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე; ბ) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით. მუხლი 7🔗. პროგრამის თანადაფინანსების პირობები 1. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს: ა) 7-დან 9 ცხ. ძ.-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – არაუმეტეს 1200 ლარს; ბ) 9-დან 11 ცხ. ძ.-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – არაუმეტეს 1700 ლარს; გ) 11-დან 13 ცხ. ძ-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – არაუმეტეს 2200 ლარს; დ) 13 და მეტი ცხ. ძ-ის სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – არაუმეტეს 2500 ლარს. 2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს: ა) საკუთარი ფულადი სახსრები; ბ) სესხი/ლიზინგი, რომელიც გაცემულია, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში. 3. პროგრამის ფარგლებში პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა მხოლოდ ერთ ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე. 4. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს დაუფინანსდება მხოლოდ ერთი განაცხადი. 5. პროგრამის ფარგლებში მიწის (უძრავი ქონების) ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დაფინანსდება მხოლოდ ერთი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. მუხლი 8🔗. განაცხადის მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის პროცედურა 1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით. 2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების  დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ  პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო. მუხლი 9🔗. პროგრამის მონიტორინგი სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.