„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-409
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.023.016860
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-409

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში (ვებგვერდი, 04/05/2018; სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირთათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;

ბ) უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტების საქართველოში და ქართული დელეგაციების უცხოეთში ვიზიტის პროგრამის დადგენა და შემუშავება, პროგრამის შესრულებაზე კონტროლი, სამინისტროში მიღებების ორგანიზება;

გ) მინისტრის მოწვევით სამთავრობო და სხვა სახის დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში მათი განთავსება, ტრანსპორტირება) ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება და უცხოეთის დელეგაციებისა და სპეციალისტთა ვიზიტების დაგეგმვა;

დ) მინისტრის სახელით გამართული სხვადასხვა ღონისძიებებისა და ცერემონიებისთვის საპროტოკოლო ინვენტარით უზრუნველყოფის საჭიროების განსაზღვრა;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, პროგრამის დადგენა, სათანადო ხელმოსაწერი დოკუმენტების მომზადება-გაფორმება;

ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების) ორგანიზება;

ზ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და სხვა, დაგეგმვა და განხორციელება;

თ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოთა შესაბამის  სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირების სავიზო უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობა, სავიზო და საპასპორტო საკითხთა მიმართულებით;

ლ) სამსახურებრივი პასპორტების მქონე სამინისტროს თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;

მ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი სამსახურებრივი მივლინებებისათვის ავიაბილეთების შესაძენად საჭირო პროცედურებისა და სასტუმროების დაჯავშნის უზრუნველყოფა;

ნ) ქვეყნის შიგნით სასტუმროების მოძიება, კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის დაჯავშნა;

ო) ქვეყნის შიგნით მინისტრის სამივლინებო ობიექტების შესახებ შემდეგი ინფორმაციის მოძიება: ადგილმდებარეობა (GPS მონაცემების გარკვევა), დამხვედრი პირების საკონტაქტო ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ფოტომასალა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.04.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე?
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე მიღებულია 02.04.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-409. სარეგისტრაციო კოდი — 010320010.22.023.016860.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.04.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე, №2-409, 02.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016860 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6142003/