⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.05.2018)
გაუქმებულია:

“მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 07.09.2005
ძალის დაკარგვა 14.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-206
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.706
გამოქვეყნების წყარო სსმ, 109, 16/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,171 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2005 მიღება
14.05.2018 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:1.0in; font-size:13.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family-f:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:13.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; font-size:13.0pt; font-family-f:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.007.706 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-206 2005 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ “ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების თანდართული ვეტერინარულ-სანიტარიული წესები. 2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ლ. ჭითანავას. 4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული წესები     მუხლი 1🔗. ზოგადი წესები 1. წინამდებარე წესები შემუშავებულია “ვეტერინარიის შესახებ” საქართვლოს კანონის სფუძველზე. 2. მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოოს წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ხელმძღვანელები (მფლობელები) ვალდებულნი არიან: ა) მკარცად დაიცვან მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების დამზადების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოლოგიური მოთხოვნები; ბ) განახორციელონ სამეურნეო და სპეციალური ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ეპიზოოტიურ და ზოონოზურ კეთილსაიმედობას; გ) სათანადო ვეტერინარული-სანიტარიულ წესრიგში იქონიონ ცხოველთა სადგომები და მათი საკვების გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოები; დ) არ დაუშვან გარემოს დაბინძურება მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ნარჩენებით; ე) არ დაუშვან ვეტერინარი ექიმის ნებართვისა და ვეტერინარული შემოწმების გარეშე ცხოველების დაკვლა, დაკლული ცხოველის ხორცისა და სუბპროდუქტების რეალიზაცია; ვ) ცხოველებითა და მეცხოველეობის ნედლეულითა და პროდუქტებით ივაჭრონ მხოლოდ აგრარულ ბაზრებზე, ბაზრობებზე და სპეციალურ სავაჭო ობიექტებში ვეტერინარული და ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების შემდეგ; ზ) უზრუნველყონ მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოოს წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების მუშა-მოსამსახურეები და პერსონალი სპეცტანსაცმლით. 3. მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოოს წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების მიერ ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურები ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.     მუხლი 2🔗. მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული წესები 1. ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას ექვემდებარება: მსხვილფეხა პირუტყვის ტყვანდელეული, ცხვრის ტყავი, ქურქ-ბეწვეულის ნედლეული, მატყლი (ჭუჭყიანი და გარეცხილი), ჯაგარი, თმა, ძვლები, რქები, ჩლიქები, ფრთა-ბუმბული, ნაწლავები და სხვა ნედლეული, რომელიც მიიღება ცხოველების დაკვლის შედეგად. 2. მეცხოველეობის ნედლეულის დამზადება დასაშვებია მხოლოდ ცხოველების ინფექციური (გადამდები) სნეულებების მიმართ კეთილსაიმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებსა და ზონებში. 3. ცხოველების ინფექციური სნეულებების მიმართ არაკეთილსაიმედო პუნქტებში მეცხოველეობის ნედლეულის დამზადებისას მკარცად უნდა იქნეს დაცული აღნიშნული სნეულებების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუქციები. იმ პუნქტებში, რომლებიც გამოცხადებულია ჯილეხის, ემფიზემური კარბუნკულის, თურქულის, მსხვილფეხა პირუტყვის ჭირისა და ყვავილის მიმართ არაკეთილსაიმედოდ, იკრძალება ყველა სახის მეცხოველეობის ნედლეულის დამზადება და გამოტანა. 4. მეცხოველეობის ნედლეულის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს ვეტერინარულ-სანიტარიული წესები. მათი გატანა უნდა მოხდეს სპეციალურად მოწყობილი სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ძარაც დახურული უნდა იყოს. ერთი სატრანსპორტო საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი სახის ნედლეულის გატანა. აკრძალულია დასამზადებელი მეცხოველეობის ნედლეულთან ერთად საკვები პროდუქტებისა და ფურაჟის გატანა. გადასატანი მეცხოველეობის ნედლეულის თითოეულ პარტიაზე უნდა გაფორმდეს შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტი. ყოველი გადაზიდვის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებას ასუფთავენ და უტარებენ დეზინფექციას ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით. 5. მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმო განლაგებული უნდა იყოს მშრალ, ოდნავ დაქანებულ ადგილას და შომოღობილი არანაკლებ 2 მეტრის სიმაღლის მასიური ღობით. აკრძალულია ასეთი საწარმოების განლაგება დაჭაობებულ ადგილებში, წყალსაცავების, ტბებისა და მდინარეების ნაპირებთან, ცხოველების დასარწყულებელ და საძოვარ ადგილებზე. 6. სათავსოში, სადაც ინახება ტყავნედლეული, კატეგორიულად იკრძალება მისი პირველადი დამუშავება. ამ მიზნით უნდა გამოიყოს ცალკე, იზოლირებული სათავსი. 7. მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს: ა) საწარმოში ცალ-ცალკე უნდა მოეწყოს სათავსები სასაკლაოსა და არასასაკლაოს წარმოშობის (რომელიც ექვემდებარება გამოკვლევას) ნედლეულის განსათავსებლად; ბ) არასასაკლაოს წარმოშობის ნედლეულის განსათავსებელ სათავსოში უნდა გამოიყოს ორი განყოფილება: ერთი იმ ნედლეულის განსათავსებლად, რომელიც გამოკვლეულია ჯილეხზე და მეორე – გამოსაკვლევი ნედლეულის შესანახად; გ) საწარმოს იატაკი და კედლები უნდა იყოს სწორი, გლივზედაპირიანი, დაფარული ისეთი მასალით, რომელიც ადვილად ირეცხება და დეზინფიცირდება სველი მეთოდით; დ) იატაკი უნდა იყოს წყალგაუჟონავი, ოდნავ დახრილი წყლის შემკრები ტრაპებისაკენ ჭუჭყიანი ნარეცხი წყლების შესაგროვებლად. საწარმოს ტერიტორიაზე ეწყობა სპეციალური სალექარები. ისინი უნდა დამზადდეს ისეთი მასალისაგან, რომლებიც ადვილად ირეცხებიან. გავსების კვალობაზე სალექარებს ასუფთავებენ. დალექილი მასა გააქვთ საწარმოს ტერიტორიიდან და წვავენ და მარხავენ არა ნაკლებ ორი მეტრის სიღრმეზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილას; ე) ყველა საწარმოო სათავსს, აგრეთვე მოწყობილობასა და ინვენტარს, წელიწადში არა ნაკლებ ორჯერ უტარებენ პროფილაქტიკურ დეზინფექციას. დაინფიცირებული ნედლეულის გამოვლენის შემთხვევაში ატარებენ მთელი საწარმოს, დანადგარების ტარის, სატრანსპორტო საშუალების დაუყოვნებლივ დეზინფექციას, რომელსაც ზედამხდეველობას უწევს ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობის სამსახური; ვ) მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის წყლით, აგრეთვე სარეცხი ინვენტარით; ზ) ნარჩენებსა და სხვა თანმხლებ პროდუქტებს (მეზდრა, მატყლი, ტყავის ჩამონაჭრები და ა.შ.) აგროვბენ დახურულ, წყალგაუმტარ ყუთებში, ავტომანქანით გააქვთ და წვავენ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში; თ) საწარმოს ტარიტორიაზე დაუშვებელია ცხოველებისა და ფურაჟის შენახვა.     მუხლი 3🔗. ცხოველის (ფრინველის), მეცხოველეობის ნედლეულისა და პორდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ვეტერინარულ-სანიტარიული წესები 1. ცხოველის (ფრინველის), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები ეწყობა ქალაქებთან, დასახლებულ პუნქტებთან, განვითარებული მეცხოველეობის რაიონებში. საცხოვრებელი სახლებიდან, კომუნალური და სამრეწველო ნაგებობებიდან იგი გამოყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრის სიგანის სანიტარიულ-დამცავი ზონით. იმ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ცხოველთა ბაზა (საძეხვე საწარმოები, საკონსერვო ქარხნები და ა.შ.), აღნიშნული ზონა შეიძლება შემცირდეს 50 მეტრამდე. 2. საწარმოს მშენებლობისათვის უნდა შეირჩეს მშრალი, ოდნავ დაქანებული ადგილი წვიმის წყლის გადინებისათვის. გრუნტის წყლები უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრით ქვემოთ საწარმოს ყველაზე დაბალი ადგილიდან. 3. საწარმოს ტერიტორია შემოღობილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრის სიმაღლის მასიური ღობით (ქვითკირის, ბეტონის). მას უნდა ჰქონდეს ორი შესავლელი – ერთი ცხოველის (ფრინველის) შესაყვანად და ნედლეულის შესატანად, ხოლო მეორე – მზა პროდუქციის გასატანად. 4. საწარმოს შესასვლელ და გამოსასვლელ კარებთან ეწყობა სპეციალური სადეზინფექციო ბარიერები, რომლებიც მუდმივად სავსეა სადეზინფექციო ხსნარებით ტრანსპორტის ბორბლების დეზინფექციის ჩასატარებლად. ავტომანქანებიდან ცოცხალი პირუტყვის (ფრინველის) ჩამოცლის შემდეგ ძარა უნდა დასუფთავდეს, გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია, რისთვისაც საწარმოს ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს სპეციალური მოედანი. 5. ცხოველების გასაჩერებელი ღია და დახურული შესარეკი ბაკები ყოველდღიურად უნდა გასუფთავდეს ნაკელისა და წუნწუხისაგან, რომლებიც გააქვთ სპეციალურად მოწყობილ ნაკელსაცავში. 6. საწარმოს ტერიტორიაზე ერთმანეთისაგან იზოლირებულად უნდა იყოს: ცხოველთა (ფრინველის) მისაღები ბაზა, საწარმოო კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. 7. ცხოველთა მისაღებ, ბაზაში (ეზოში) ეწყობა ღია და დახურული შესარეკი ბაკები, სადაც წარმოებს ცხოველების (ფრინველის) დაკვლისწინა ვეტერინარული შემოწმება და თერმომეტრია. აქვე ეწყობა საკარანტინო განყოფილება (საეჭვო ცხოველებისათვის) და იზოლატორი (ავადმყოფი ცხოველებისათვის). 8. საწარმოო კორპუსში განლაგებული უნდა იყოს დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზი დამხმარე განყოფილებებით (ტყავის დასამარილებელი, ნაწლავების, სუბპროდუქტების, ცხიმის გადასამუშავებელი საამქროები, მაცივარი და ა.შ.). საწარმოო კორპუსში გამოიყოფა ოთახი ტრიქინელოსკოპიის ჩასატარებლად. 9. დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზის ირგვლივ დამხმარე განყოფილებები განლაგებულია თანმიმდევრულად ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობის შესაბამისად ისე, რომ გამოირიცხოს შემხვედრი ნაკადები და მზა პროდუქციის კონტაქტი ნედლეულთან და ტექნიკურ ანარჩენებთან. 10. ადმინისტრაციულ შენობაში განლაგებულია საწარმოს ადმინისტრაცია. ამავე შენობაში ეწყობა სასაკლაოს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ლაბორატორია. 11. საწარმოს ტერიტორიაზე შეიძლება განლაგდეს აგრეთვე დამხმარე ნაგებობებიც (საქვაბე, ელექტროსადგური, საწყობები და სხვა). 12. ცხოველების დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3,5 მ. ცხოველების დაკვლა უნდა წარმოებდეს ვერტიკალური მეთოდით; დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზისა და დამხმარე განყოფილებების იატაკი უნდა იყოს წყალ-გაუმტარი მასალისაგან – ბეტონის ან მოპირკეთებული მეთლახის ფილებით, დახრილი (1,5​0-ით) წყლის შემკრები ტრაპებისაკენ. დარბაზის კედელი 1,8 მეტრის სიმაღლეზე მოპირკეთებული უნდა იყოს კაფელით ან შეღებილი ზეთიანი საღებავით, ხოლო მის ზევით შეთეთრებული. 13. სამაცივრე განყოფილებაში ცალკე უნდა მოეწყოს კამერა-იზოლატორი პირობით ვარგისი ხორცის შესანახად და სტერილიზატორი – ასეთი ხორცის გასაუვნებლად. 14. საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცივი და ცხელი წყლით, განსაკუთრებით დასაკლავ-დასამუშავებელი და ცხიმის გადამამუშავებელი საამქროები. ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებში გამოყენებული წყალი უნდა პასუხობდეს სასმელი წყლისადმი წაყენებულ სანიტარიულ მოთხოვნებს. ასევე სანიტარიული ნორმის ფარგლებში უნდა იყოს განათება და ვენტილაცია. 15. საწარმოს ტერიტორიაზე აუცილებელია მოეწყოს ნაგებობა ჩამდინარე წყლების გასაუვნებლად. გასაუვნებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ბიოლოგიური მეთოდი, ასევე სადეზინფექციო საშუალებები. 16. ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ინვენტარის დამზადება დასაშვებია ისეთი მასალისაგან, რომელიც პროდუქტებზე არ ახდენს მავნე ზემოქმედებას, ადვილად სუფთავდება, ირეცხება და ექვემდებარება დეზინფექციას. საწარმოო მაგიდები, ურიკები უნდა იყოს გლუვზედაპირიანი, დაფარული უჟანგავი ფოლადით, კაფელით ან ისეთი სინთეტიკური მასალით, რომელიც დაშვებულია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ. 17. ყოველი სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ მოწყობილობასა და ინვენტარს გულდასმით ასუფთავებენ, რეცხავენ კალცინირებული (0,5-2,0%) ან კაუსტიკური (0,1-0,2%) სოდის ცხელი ხსნარებით. დეზინფექცია ტარდება არანაკლებ კვირაში ერთხელ ან ვეტერინარი ექიმის მითითებით. 18. კონფისკატები საწარმოდან იგზავნება ვეტერინარულ-სანიტარიულ ქარხნებში, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში ასხამენ მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებებს და სპობენ მიწაში დამარხვით სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. 19. სასაკლაოზე დასაკლავად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველი (ფრინველი). ავადმყოფი ცხოველების დასაკლავად (რომელთა დაკვლაც ვეტერინარული წესებით დასაშვებია) სასაკლაოში უნდა გამოიყოს ცალკე დღე, ან მათი დაკვლა უნდა მოხდეს სამუშაო დღის ბოლოს. ავადმყოფი ცხოველების დაკვლის შემდეგ სასაკლაოში ტარდება სავალდებულო (იძულებითი) დეზინფექცია მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად. 20. სასაკლაოზე ცხოველების ისეთი მწვავე ინფექციური დაავადებების აღმოჩენისას, რომელთა დროსაც მათი სახორცედ დაკვლა აკრძალულია (ჯილეხი, ემფიზემური კარბუნკული, ავთვისებიანი შეშუპება, ცოფი, ქოთაო, მსხვილფეხა პირუტყვის ჭირი, ტეტანუსი, ბოტულიზმი, ბრადზოტი და ა.შ.), დაკვლის პროცესს აჩერებენ და ასეთი ცხოველების ტანხორცს, შინაგან ორგანოებსა და ტყავს ვეტერინარი სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ სპობენ დაწვით. საწარმოო კორპუსსა და სასაკლაოს ტერიტორიაზე ატარებენ დეზინფექციას. 21. საწარმოში მუშაობის დამწყებმა მოქმედი სანიტარიული წესების თანახმად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. შემდგომში სანიტარიული შემოწმების ვადები განისაზღვრება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის მიერ.     მუხლი 4🔗. მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწრმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) ვეტერინარულ-სანიტარიული წესები 1. თავისი ფუნქციონალური დანიშნულების მიხედვით მეცხოველეობის პროდუქტების შემნახველი საწარმოები, სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები) იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: ა) სასაკლაო და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოების სამაცივრე საამქროები; ბ) სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები), რომლებიც განკუთვნილია საკვების პროდუქტების, მათ შორის ცხოველური წარმოშობის ნედლეულისა და პროდუქტების მაცივრული შენახვისათვის. 2. სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები) უნდა პასუხობდნენ იმ მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს, რომლებიც არეგულირებენ კვების პროდუქტების, მათ შორის ცხოველური წარმოშობის ნედლეულისა და პროდუქტების მიღების, მაცივრული დამუშავების, შენახვისა და რეალიზაციის წესებს. 3. სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში) უნდა შევიდეს მხოლოდ კეთილხარისხიანი მეცხოველეობის ნედლეული და პროდუქტები, რომელთაც გაიარეს ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. ნედლეულისა და პროდუქციის თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით მათი უსაფრთხოების დამადასტურებელი შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა. ვეტერინარული მოწმობის უქონლობისას ხორცისა და ხორცპროდუქტების მიღება სამრეწველო მაცივრებში (მაცივარ-კომბინატებში) იკრძალება. ძეხვეული ნაწარმი, შაშხეული და ხორცის კონსერვები, რძისა და თევზის კონსერვები, მზა ხორცის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატები, გადამდნარი ცხიმი მიიღება ზედნადების, დადგენილი ფორმის ხარისხის დამადასტურებელი და ვეტერინარული დოკუმენტების თანხლებით. 4. ხორცის გადამამუშავებელი და სასაკლაო საწარმოების მაცივრებში სხვა საწარმოებიდან ხორცის ნედლეულის შემოტანა ხორცპროდუქტების მოსამზადებლად უნდა მოხდეს მხოლოდ ვეტერინარული მოწმობის თანხლებით, რომელიც ადასტურებს, რომ ხორცის ნედლეულს ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად გავლილი აქვს ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. ვეტერინარულ მოწმობას ან სხვა თანმხლები დოკუმენტების უქონლობისას ამ კატეგორიის საწარმოებისათვის დასაშვებია ხორცის ნედლეულის მიღება ცალკე კამერაში. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის) ვეტექიმი ტვირთის მფლობელის წარმომადგენლის თანდასწრებით აფორმებს მიწერილობას პროდუქციის გამოყენების აკრძალვაზე ვეტერინარული დოკუმენტების წარმოდგენის ვადის დადგენით. ამ შემთხვევაში მაცივრის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ტვირთის გამომგზავნისაგან დადგენილი ფორმის ვეტერინარული მოწმობა. პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში საკითხი ამ პროდუქტების გამოყენების წესის შესახებ წყდება ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, რომელსაც ატარებს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (ლაბორატორია). 5. აკრძალულია ერთდროული შემოტანა ერთი სატრანსპორტო საშუალებით ან ერთ სამაცივრო კამერაში შენახვა: გაგრილებული, გაციებული და გაყინული ხორცის; ხორცისა და ხორცის მზა ნაწარმის; ხორცისა და ცხოველური წარმოშობის ტექნიკური პროდუქტების (ტყავის, ძვლებისა და სხვა პროდუქტების); ხორცისა და რძის პროდუქტების; ხორცის, ხორცპროდუქტებისა და მცენარეული წარმოშობის პოდუქტების; სპეციფიკური სუნის მქონე ხორცისა და ხორცის, რომელსაც ამ ნიშნის მიხედვით გადახრა არა აქვს; ჯანმრთელი ცხოველისაგან მიღებული ხორცისა და ავადმყოფი ცხოველის გადამუშავების შედეგად მიღებული ხორცის. 6. სასაკლაო და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს სამაცივრე საამქროებს უნდა გააჩნდეთ იზოლირებული სამაცივრე კამერა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიღებამდე საეჭვო ტანხორცების დროებით შესანახად ან საერთო გასაგრილებელ კამერაში გამოიყოს ცალკე ჩამოსაკიდი ხაზი, რომელიც იზოლირებული იქნება საერთო სათავსისაგან. 7. ხორცის გაყინვით გასაუვნებლად გამოყოფენ იზოლირებულ კამერას ან ჩამოსაკიდ ხაზს. იზოლირებული გასაყინი და გასაცივებელი კამერები ან ჩამოსაკიდი ხაზები უნდა იყოს ვეტერინარულ-სანიტარიული სამსახურის (ლაბორატორიის) მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. 8. მეცხოველობის ნედლეულსა და პროდუქტებში ობის აღმოჩენისას კამერა უნდა გათავისუფლდეს და ჩაუტარდეს სანიტარიული დამუშავება (დასუფთავება და დეზინფექცია) ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების თანახმად. 9. ხორცისა და ხორცპროდუქტების ზედაპირზე ობის კოლონიების აღმოჩენისას, თუ იგი არ არის შეჭრილი ხორცის სისქეში, ობს გულმოდგინედ წმენდენ, რის შემდეგაც ხორცს დაუყოვნებლივ გზავნიან სამრეწველო გადამუშავებისათვის ან გასაუვნებლად. ასეთი ხორცის განმეორებითი გაყინვა დაუშვებელია. ხორცის ჩამონაჭრებს (დაზიანებულ უბნებს) გზავნიან უტილიზაციაში. ხორცს ობით ღრმად დაზიანების შემთხვევაში გზავნიან უტილიზაციაში. 10. მღრღნელებით დაზიანებულ ან მათი ცურცლით დასვრილ ტანხორცს განაცალკევებენ. დაზიანებული ან ცურცლით დასვრილი ტანხორცის უბნები ექვემდებარება გაწმენდას და უტილიზაციას, რის შემდეგაც ტანხორცის დანარჩენ ნაწილებს გზავნიან გასაუვნებლად მოხარშვით ან მოხარშული ძეხვეული ნაწარმის, ხორცის პურების მომზადებით. ამავე პარტიიდან მღრღნელების მიერ დაუზიანებულ ან ცურცლით დაუსვრელ ტანხორცებს უშვებენ შეუზღუდავად. 11. სასაკლაო და ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მაცივარში ისეთი ხორცისა და დაკვლის სხვა პროდუქტების არსებობის (ან სხვა საწარმოებიდან მიტანის შემთხვევაში), რომლებიც ექვემდებარებიან გაუვნებლობას (მოხარშვა, გაყინვა, დამარილება, სპეციალური რეჟიმით მოხარშული ნაწარმის მომზადება და ა.შ.), მათ ათავსებენ ცალკე კამერაში ან სექციაში. კამერის კარებზე ან ხორცის შტაბელთან ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის) ვეტექიმის ხელმოწერით გამოკიდული უნდა იყოს პასპორტი ხორცის იზოლირების მიზეზისა და შემდეგომი გადამუშავების მეთოდის მითითებით. 12. გაფუჭების ნიშნების მქონე ხორცის ნედლეულს (გალორწოვანება, სუნის, ფერის გადახრა) უტარებენ ლაბორატორიულ გამოკვლევას. გამოკვლევების შედეგების მიხედვით საზღვრავენ ხორცის პროდუქტების გამოყენების შესაძლებლობას და შენახვის ვადას. 13. სამაცივრე კამერის დეზინფექციისა და დერატიზაციის აუცილებლობას განსაზღვრავს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (ლაბორატორია). 14. მაცივრიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების გაგზავნისას ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაორატორიის) ვეტერინარი ექიმი ატარებს მათ განმეორებით შერჩევით შემოწმებას, სატრანსპორტო საშუალების კონტროლს, აფორმებს და გასცემს დადგენილი ფორმის თანმხლებ ვეტერინარულ დოკუმენტებს.     მუხლი 5🔗. აგრარული ბაზრების, ბაზრობების ვეტერინარულ-სანიტარიული წესები 1. ახალი ბაზრების, ბაზრობების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, კაპიტალური შეკეთება და საექსპლოატაციოდ გაშვება ვეტერინარულ-სანიტარიული წესების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოხდეს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების დასკვნის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაცია შეესაბამება მოქმედ ვეტერინარულ-სანიტარიულ წესებსა და ნორმებს. 2. აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედობის განსაზღვრას ექვემდებარება ცხოველები, ხორცი, სუბპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი, შინაური ფრინველი და მისი ხორცი, ნანადირევი ცხოველებისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი, საკვები ცხიმები, თევზი, თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტ-ნედლეული, მცენარეული პროდუქტები, ტყავ-ნედლეულისა და ქურქ-ბეწვეულის რეალიზაცია დაიშვება მხოლოდ სათანადო წესით დამუშავება-კონსერვაციისა და მათზე ლაბორატორიული დასკვნის არსებობის შემთხვევაში. 3. ბაზრებში, ბაზრობებზე გასაყიდად არ დაიშვება ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის) მიერ შეუმოწმებელი და დაწუნებული პროდუქტი. 4. იურიდიული პირები, საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ბაზრებში, ბაზრობებზე დაუშვებენ შეუმოწმებელი და სათანადო დამღის გარეშე ამ წესების მე-2 და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილი, აგრეთვე მომწამვლელ-მომშხამავი სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობას, პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 5. ბაზრების, ბაზრობების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად დაიცვან და შეასრულონ ბაზარში, ბაზრობაზე ცოცხალი ცხოველით, ფრინველით, ცხოველური და მცენარეული საკვები პროდუქტებით, ნედლეულით ვაჭრობის წინამდებარე ვეტერინარულ-სანიტარიული წესები; ბ) ცოცხალი ცხოველის (ფრინველის) გასაყიდად ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურთან შეთანხმებით გამოყონ ბაზარში, ბაზრობაზე იზოლირებული ადგილი; გ) არ დაუშვან ბაზრის, ბაზრობის ტერიტორიაზე ცოცხალი პირუტყვით (ფრინველით), ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ნედლეულითა და პროდუქტებით ვაჭრობა ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის) ნებართვის გარეშე; დ) უზრუნველყონ საკვები პროდუქტების გამყიდველები სანიტარიული ტანსაცმლით, ორგანიზაცია გაუკეთონ სანიტარიული ტანსაცმელის ადგილზე გარეცხვას, არ დაუშვა ასეთი ტანსაცმლის ინდივიდუალური წესით ოჯახურ პირობებში გარეცხვა. ბაზრის ტერიტორია, პავილიონები, სავაჭრო რიგები და ადგილები იქონიონ ნორმალურ სანიტარიულ მდგომარეობაში, დაიცვან ცალკეული პროდუქტებით ვაჭრობის დადგენილი ვეტერინარულ-სანიტარიული და სანიტარიული წესები, არ დაუშვან კვების პროდუქტების ვაჭრობასთან დაკავშირებული მოწყობილობების, ინვენტარის გამოყენება და შენახვა ისეთ ადგილებში, რომლებიც არ პასუხობს სანიტარიულ მოთხოვნებს; ე) ვაჭრობის დამთავრების შემდეგ ყოველდღიურად გაუკეთონ ორგანიზაცია ხორცის დასაკეპი კუნძებისა და სასაწყობო ადგილების გასუფთავებას (გაფხეკას) სამედიცინო და ვეტერინარული სამსახურის მიერ რეკომენდებული სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას; ვ) მექანიკური დასუფთავებისათვის იქონიონ საკმარისი რაოდენობის საჭირო ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, პირადი ჰიგიენის საგნები (საპონი, ხელსახოცი, პირსახოცი და სხვა). გრაფიკის შესაბამისად სისტემატურად გაუკეთონ ორგანიზაცია და ჩაატარონ სადერატიზაციო, სადეზინფექციო ღონისძიებები; ზ) დააწესონ კვირაში ერთხელ სანიტარიული დღე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ხორცის პავილიონების პროფილაქტიკურ დეზინფექციებს; თ) იქონიონ ზონარგაყრილი ჟურნალი ვეტსამსახურის მითითებებისათვის; ი) ზუსტად დაიცვან საკვები პროდუქტების სავაჭროდ განლაგების ვეტერინარულ-სანიტარიული წესები, სახელდობრ: ხორცი და ხორცპროდუქტები მოთავსებულ უნდა იქნეს ცალკე სპეციალურ პავილიონში, უჟანგავი ლითონის ჩანგლებზე ჩამოკიდებული ან დაეწყოს კაფელით ან უჟანგავი ლითონით დაფარულ მაგიდებზე. ცხოველების თავი, კიდურები და მათი ძვლები დაიწყოს ცალკე მაგიდაზე; რძე და რძის პროდუქტები (კარაქი, ერბო, არაჟანი, ყველი, მაწონი, ხაჭო) გასაყიდად უნდა განლაგდეს ცალკე სპეციალურ პავილიონში, ისინი მოთავსებულ უნდა იქნეს მინის, თიხის ან ალუმინის სუფთა ჭურჭელში, სუფთა სახურავით და რეალიზაცია წარმოებდეს შესაბამისი სუფთა საგნებით; თევზის სარეალიზაციოდ უნდა გამოიყოს ცალკე ადგილი კაფელით ან უჟანგავი ლითონით დაფარული მაგიდებით; კ) არ დაუშვან მწვანილის, მწნილის, კარტოფილის გასაყიდად დაწყობა ერთ მაგიდაზე; ლ) შეასრულონ ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის) სპეციალისტთა მითითებები ბაზრის ვეტერინარულ-სანიტარიული და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; მ) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის) დასკვნის შესაბამისად ორგანიზაცია გაუკეთონ საკვებად პირობითად ვარგისი და უვარგისი კვების პროდუქტების გაუვნებლობა-განადგურების საქმეს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მონაწილეობითა და სათანადო აქტის გაფორმებით; ნ) არ დუშვან ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის (ლაბორატორიის) ნებართვის გარეშე სხვადახვა პროდუქტებით ვაჭრობის ადგილების შეცვლა, სხვადსხვა ჯიხურების და კვების პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტების გახსნა; ო) არ დაუშვან კვების პროდუქტების სავაჭრო პავილიონებში იმ მოვაჭრეების დაყენება, რომლებიც ვაჭრობენ ნებადართული მომშხამავი ნივთიერებებით, როგორიცაა: აცეტონი, ნიტროემალი და სხვა შხამები; პ) მოაწყონ ბაზრის, ბაზრობის ტერიტორიაზე ხორცის და რძის, ასევე მათი პროდუქტების შესანახი მაცივარი, მაცივარი-იზოლატორი, შემნახველი საკნები, რომლებზეც ზედამხედველობას აწარმოებს ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (ლაბორატორია).     მუხლი 6🔗. ცხოველთა საკვების (ქარხნული წესით) დამამზადებელი ობიექტის ვეტერინარულ-სანიტარიული წესები 1. ცხოველთა საკვების (ქარხნული წესით) დამამზადებელი ობიექტები განლაგებული უნდა იყოს განვითარებული მეცხოველეობის რეგიონებში ცხოველთა გადამდები სნეულებების მიმართ კეთილსაიმედო ზონაში. იგი დაშორებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლებიდან არანაკლებ 100 მეტრის დაშორებით და შემოღობილი მასიური ღობით. 2. ცხოველთა საკვების (ქარხნული წესით) დამამზადებელ ობიექტს უნდა გააჩნდეს ორი შესასვლელი: ერთი საკვების კომპონენტების (ნედლეულის) შემოსასვლელად, სადაც მოწყობილი იქნება სადეზინფექციო-გამტარი ბარიერი, და მეორე – მზა პროდუქციის გამოსატანად. 3. ნედლეულის შემოტანა ცხოველთა საკვების (ქარხნული წესით) დამამზადებელ ობიექტზე უნდა მოხდეს მხოლოდ ცხოველების ინფექციური დაავადებების მიმართ კეთილსაიმედო ზონებიდან, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტით. 4. საკვები კომპონენტები (საფურაჟე, ხორბალი, სიმინდი, სოიოსა და მზესუმზირის შროტი და ა.შ.) უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე შესაბამისი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში, ან შეიძლება მათი ერთ სათავსოში მოთავსება, მაგრამ იზოლირებულად. 5. საკვებდანამატები (ვიტამინები, პროვიტამინები, მიკროელემენტები და ა.შ.) უნდა ინახებოდეს ცალკე ბნელ ოთახში, სადაც მუდმივად მოხდება ტემპერატურისა და ტენიანობის გაზომვა. მათ გამოყენებაზე კონტროლს აწესებს ობიექტის ტექნოლოგი. 6. ცხოველთა საკვების (ქარხნული წესით) დამამზადებელი ობიექტიდან გამოსული საკვების თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის კეთილსაიმედობასა და სტანდარტთან შესაბამისობას, აგრეთვე რეცეპტი, რომლის მიხედვითაც დამზადებულია ესა თუ ის საკვები. საკვების თითოეულ პარტიას ქარხნიდან გამოსვლის წინ უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა მიკრობულ დაბინძურებაზე და ქიმიურ შემადგენლობაზე. ასეთივე ინფორმაცია საკვების შემადგენლობის შესახებ ეტიკეტის სახით მიკრული უნდა იყოს თითოეულ დაფასოებაზე (ყუთი, ტომარა, პაკეტი და ა.შ.). 7. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებების გატარებას (დერატიზაციას, დეზინფექციას). ყოველი ცვლის დამთავრების შემდეგ ცხოველთა საკვების (ქარხნული წესით) დამამზადებელ საამქროში უნდა ჩატარდეს მექანიკური დასუფთავება, გაიწმინდოს და გასუფთავდეს თითოული დანადგარი. დეზინფექცია ტარდება პერიოდულად თვეში არანაკლებ ერთხელ ან სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მოთხოვნით. 8. საკვების დამამზადებელი საამქროს იატაკი უნდა იყოს წყალგაუმტარი, ადვილად ირეცხებოდეს, გააჩნდეს ოდნავი დაქანება წყლის შემკრები ტრაპებისაკენ. ჩანარეცხი წყლები გაუვნებლობის შემდეგ უნდა ჩაედინებოდეს საერთო საკანალიზაციო სისტემაში. 9. წყალი, რომლითაც მარაგდება ცხოველთა საკვები (ქარხნული წესით) დამამზადებელი ობიექტი უნდა პასუხობდეს სასმელი წყლისადმი წაყენებული სანიტარიულ მოთხოვნებს. სანიტარიული ნორმების ფარგლებში უნდა იყოს განათება და ვენტილაცია. 10. ცხოველთა საკვების (ქარხნული წესით) დამამზადებელი ობიექტის მუშა-მოსამსახურეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეცტანსაცმლით.