1. ცენტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები, ასევე მონაცემები გამოსაცდელთა რეგისტრაციის, გამოცდაზე გამოცხადებისა და მიღებული შედეგების შესახებ ინახება 70 წლის ვადით და შემდეგ ნადგურდება.
2. გამოსაცდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით და შემდეგ ნადგურდება.
3. ცენტრში გამოსაცდელებთან დაკავშირებით არსებული სხვა პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები, განისაზღვრება ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
4. ცენტრში ნებისმიერი ფორმით არსებულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის ესაჭიროებათ პერსონალური მონაცემების დამუშავება, კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და მოცულობი