ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.09.2005
ძალის დაკარგვა 01.09.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-215
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.007.725
გამოქვეყნების წყარო სსმ, 110, 20/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (3)
- ვეტერინარიის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი
- მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი
- ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ საქართველოს კანონი
დოკუმენტის ტექსტი
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:35.4pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-17.4pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 56.7pt 56.7pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.22.032.007.725
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-215
2005 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ
,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) თანდართული ტიპობრივი წესები.
2. ვეტერინარიის დეპარტამენტმა (ჯ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს გ. მახარაშვილს.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სვიმონიშვილი
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული აფთიაქების
ტიპობრივი წესი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ვეტერინარული აფთიაქების ტიპობრივი წესი
1. აღნიშნული წესები შემუშავებულია ,,ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად.
2. წესები განსაზღვრავს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების მიერ ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობის მაღალკვალიფიციურ ვეტერინარულ მომსახურებას განსაზღვრული პროფილით.
3. კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობა მოიცავს განსაზღვრული პროფილით სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე კერძო ვეტერინარი სუბიექტის საქმიანობას ვეტერინარიის სფეროში.
4. ვეტერინარული სამსახურები, რომელთაც აქვთ აღებული გარკვეული ვალდებულებები ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურფარმაცევტული პრეპარატების რეალიზაციაზე უნდა პასუხობდეს განსაზღვრული საქმიანობის კვალიფიციურ მოთხოვნებს.
5. ვეტერინარულმა სამსახურებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უნდა დაიცან საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. იხელმძღვანელონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბრძანებებით, დავალებებით, წინამდებარე წესებით.
6. ქალაქებში, რაიონებში, დაბებში და სოფლად მოქმედ ვეტერინარულ აფთიაქებს ევალებათ:
ა) აწარმოონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული წესით შემოტანილი და რეგისტრირებული ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების, ასევე ვეტერინარული დანიშნულების საგნებისა და აქსესუარების რეალიზაცია;
ბ) უზრუნველყონ ვეტერინარიასა და მეცხოველეობაში გამოსაყენებელი პრეპარატებისადმი წაყენებული მოთხოვნებისა და შენახვა-რეალიზაციის წესების დაცვა;
გ) ვეტერინარული აფთიაქი არის ვეტერინარულ-ფარმაცევტული დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ-ბიოლიოგიურ და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების და ვეტერინარული დანიშნულების საგნების შესყიდვას, წამლის მომზადებას, შენახვას, აღრიცხვას და რეალიზაციას.
7. ვეტერინარული დანიშნულების საგნები _ ვეტპრაქტიკაში პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ცხოველის მოვლის მიზნით გამოყენებული ვეტერინარული საქონელი: ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, ტექნიკა, შესახვევი მასალა და სხვა.
8. ვეტერინარული აფთიაქი არის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება ან კოოპერატივი.
9. ვეტერინარული აფთიაქი საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ” შესაბამისად იძენს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.
10. ვეტერინარულ აფთიაქში ვეტერინარულ-ფარმაცევტული საქმიანობა ხორციელდება წინამდებარე წესების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დადგენილი სტანდარტების საფუძველზე.
11. ვეტერინარულ აფთიაქს ხელმძღვანელობს უმაღლესი ვეტერინარული განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია კერძო ვეტერინარულ-ფარმაცევტული სუბიექტის საქმიანობის სერტიფიკკატი.
მუხლი 2🔗. ვეტერინარული აფთიაქების უფლებები
1. ვეტერინარული აფთიაქს უფლება აქვს:
ა) აწარმოოს სარეალიზაციოდ ნებადართული და საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების საცალო და ასევე წვრილსაბითუმო გაცემა;
ბ) ვეტერინარულ აფთიაქში წამლის მომზადება, ბიოპრეპარატების და რეცეპტით გასაცემი ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების გაცემა შეუძლია მხოლოდ უმაღლესი ვეტერინარულ-ფარმაცევტული განათლების მქონე სერტიფიცირებულ სპეციალისტებს.
მუხლი 3🔗. ვეტერინარული აფთიაქის მიზნები და ამოცანები
1. ვეტერინარული აფთიაქის მიზნები და ამოცანებია:
ა) მოსახლეობის უზრუნველყოფა ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ვეტერინარულ-ბიოლიოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატებით, ვეტერინარული საქონლით;
ბ) ვეტერინარულ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ვეტერინარი სპეციალისტების ინფორმირება სამკურნალო საშუალებების და ვეტერინარული დანიშნულების საგნების შესახებ;
გ) სამკურნალო საშუალებებითა და ვეტერინარული დანიშნულების საგნებით მომარაგების, ასევე ბიოლოგიური პრეპარატების მარაგის არსებობის და მათი დადგენილი წესებით შენახვის უზრუნველყოფა;
დ) ვეტერინარული სამკურნალო საშუალებებისა და ვეტერინარული დანიშნულების საგნების მიმოქვევის არსებული წესების დაცვა, მათი შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების მიღების, შენახვის, აღრიცხვის, გაცემის და გამოყენების, ჩამოწერა-განადგურების დადგენილი წესების მკაცრი დაცვა;
ვ) ვეტერინარი სპეციალისტებისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური მოქმედების, გვერდითი მოვლენების, დოზირების და სხვა თვისებების შესახებ.
მუხლი 4🔗. ვეტერინარული აფთიაქის სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ვეტერინარული აფთიაქის ჯგუფები
1. მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარულ აფთიაქებზე.
2. პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე ევალებათ ვეტერინარულ-ფარმაცევტული დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
3. ვეტერინარული აფთიაქი უნდა იყოს აღჭურვილი საჭირო სააფთიაქო ავეჯით, ინვენტარ-მოწყობილობებით, აპარატურით ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით.
4. ვეტერინარული აფთაქი განთავსებული უნდა იყოს შენობაში, რომელიც პასუხობს დადგენილ ნორმებს და აღჭურვილია სააფთიაქო ავეჯით, ინვენტარ-მოწყობილობებით, აპარატურით მოქმედი ტექნიკური ნორმების შესაბამისად.
5. ვეტერინარული აფთიაქი განთავსებული უნდა იქნეს იზოლირებულ, კაპიტალურ სათავსოში, ჰქონდეს ვენტილაცია, შენობის კედლებისა და ჭერის, იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი დასუფთავების საშუალებას, მოსაპირკეთებლად გამოყენებულ უნდა იქნეს წყალგამძლე საღებავები. სააფთიაქო აღჭურვილობის ზედაპირი როგორც გარედან, ისე შიგნით უნდა იყოს გლუვი, ისეთი მასალის, რომელიც მდგრადია მედიკამენტებისა და ქიმიური რეაქტივების მიმართ.
6. ვეტერინარული აფთიაქის შესანახი სათავსოს (სამარაგოს) მოწყობილობა, განლაგება და ფართობი, ექსპლუატაცია და აღჭურვილობა უნდა უზრუნველყოფდეს სამკურნალო საშუალებებისა და ვეტერინარული ნაწარმის შენახვასა და დაცვას.
7. შესანახ სათავსოში დაცულ უნდა იქნეს განსაზღვრული ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა, რომელთა პერიოდული შემოწმება და აღრიცხვა უნდა ხდებოდეს დღე-ღამეში ერთხელ მაინც. აღნიშნულ პარამეტრებზე დაკვირვებისათვის შესანახ სათავსოში აუცილებელია იყოს თერმომეტრი და ჰიგრომეტრი.
8. შესანახი სათავსოს ჰაერის სისუფთავის დაცვის მიზნით უნდა მოეწყოს შემწოვგამწოვი ვენტილაცია მექანიკური მოწყობილობებით.
9. შესანახი სათავსო უზრუნველყოფილი უნდა იყოს კარადებით და საქონლის დასაწყობი ქვეშსაგებების საკმაო რაოდენობით, თაროები უნდა მოეწყოს გარეთა კედლიდან, იატაკიდან და ჭერიდან 0.25 მეტრის მოშორებით.
10. ვეტერინარული აფთიაქები იყოფა 3 ჯგუფად:
ა) I ჯგუფის ვეტერინარული აფთიაქი: საბითუმო, რომელიც აწარმოებს როგორც საბითუმო, ისე საცალო ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატების, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატების, ჰიგიენური და ვეტერინარული დანიშნულების საგნების რეალიზაციას. იგი შეიძლება გაიხსნას არანაკლებ 50 მ2 ფართის კაპიტალურ შენობაში. საბითუმო აფთიაქებს უნდა ჰქონდეს სავაჭრო დარბაზი (მოსაცდელი), შესახვევი სათავსო, სანიტარიული კვანძი, სპეციალისტის ოთახი.
ინვენტარი _ დახლი, კარადა-მაცივარი, საკეტიანი კარადები, თაროები, სტელაჟები, სასწორი, ოთახის თერმომეტრი და ჰიგრომეტრი.
ბ) II ჯგუფის ვეტერინარული აფთიაქები: სპეციალიზირებული, რომელიც ახორციელებს რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი ბიოლოგიური და ქიმიო-ფარმაკოლოგიური პრეპარატების, ცხოველთა საკვებისა და საკვებდანამატების, ჰიგიენური საშუალებების და ვეტერინარული დანიშნულების საგნების რეალიზაციას. იგი შეიძლება გაიხსნას არანაკლებ 20 მ2 ფართის კაპიტალურ შენობაში. ვეტერინარულ აფთიაქს უნდა ჰქონდეს სავაჭრო დარბაზი, სანიტარიული კვანძი. ინვენტარი: დახლი, მაცივარი, საკეტიანი კარადები, თაროები, სტელაჟები, სასწორი, ოთახის თერმომეტრი.
გ) III ჯგუფის ვეტერინარული აფთიაქები: რომელიც ახორციელებს მზა წამლის ფორმების (გარდა ,,ა“ სიის მედიკამენტებისა) ჰიგიენური და ვეტერინარული დანიშნულების საგნების რეალიზაციას. იგი შეიძლება გაიხსნას არანაკლებ 15 მ2 ფართის კაპიტალურ შენობაში. ვეტერინარული აფთიაქს უნდა ჰქონდეს სავაჭრო დარბაზი, სანიტარიული კვანძი. ინვენ-ტარი: დახლი, მაცივარი, თაროები, სტელაჟები, კარადა, სასწორი, ოთახის თერმომეტრი.
მუხლი 5🔗. ვეტერინარული აფთიაქების ვალდებულებები
1. ვეტერინარული აფთიაქები ვალდებული არიან:
ა) სარეალიზაციოდ დაუშვან ქვეყანაში მოქმედი წესით რეგისტრირებული პრეპარატები, მინერალური საკვები, ჰიგიენური საშუალებები და სხვა ზოოვეტერინარული დანიშნულების საშუალებები;
ბ) დაიცვან შრომის დაცვისა და ხანძარუსაფრთხოების წესები;
გ) უზრუნველყონ სამუშაო სათავსოების ვეტსანიტარიული წესრიგის მაღალი დონე;
დ) განახორციელონ განსაზღვრული საქმიანობა;
ე) დაიცვან ვეტერინარული კანონმდებლობა და შეასრულონ სახელმწიფო ვეტინსპექციის მოთხოვნები;
ვ) უზრუნველყონ მაღალი პროფესიონალური დონე;
ზ) მინერალურ-ვიტამინიზირებული საკვების, შამპუნების და სხვა ზოოჰიგიენური საშუალებების და პრეპარატების რეალიზაცია, რომელიც არ მიეკუთვნება ძლიერმოქმედი საშუალებების ჯგუფს, დასაშვებია საერთო მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში;
თ) შხამიანი და ძლიერმოქმედი ფარმაკოლოგიური პრეპარატების რეალიზაცია დასაშვებია, თუ დაცული იქნება მათი ინსტრუქციები და წესები შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე;
ი) ბიოლოგიური პრეპარატების რეალიზაცია დასაშვებია საბითუმო და სპეციალიზირებულ ვეტერინარულ აფთიაქებში, საჭირო მაცივარ-დანადგარების არსებობის და თანმხლები ინსტრუქციებისა და წესების დაცვით, მათი შენახვა ტრანსპორტირებისა და გაცემის შემთხვევაში.
მუხლი 6🔗. ვეტერინარი სპეციალისტების უფლება-მოვალეობანი
ვეტერინარი სპეციალისტების უფლება-მოვალეობებია:
1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურები განსაზღვრული პროფილით ვეტერინარულ სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე კერძო ვეტერინარ სუბიექტებზე დაყრდნობით.
2. კერძო ვეტერინარი სუბიექტი:
ა) პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებსა და ვადებში;
ბ) პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი;
გ) ვალდებულია მომსახურების სუბიექტს მისთვის მისაღები ფორმით დროულად მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია;
დ) ვალდებულია თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე აწარმოოს ვეტერინარული ჩანაწერები საქარველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, დროულად, განსაზღვრულ ვადაში, რომელიც ადეკვატურად უნდა ასახავდეს ვეტერინარულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს;
ე) ვალდებულია აწარმოოს ვეტერინარული კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო ჟურნალები;
ვ) ვალდებულია დაიცვას ვეტერინარული ჩანაწერების, შენახვის ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი წესი. გააცნოს იგი მესამე პირს მხოლოდ ,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებისას იყოს სპეცფორმაში, დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, მომსახურე სუბიექტების ინტერესები, ვეტერინარული საქმიანობის პრესტიჟი, კოლეგებს შორის დაამკვიდროს ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ტიპობრივი წესები
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. სავაჭრო ობიექტების (ზოომაღაზიები) ტიპობრივი წესი
1. აღნიშნული წესები შემუშავებულია ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად.
2. წესები განსაზღვრავს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარიული სამსახურების მიერ ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობის მაღალკვალიფიციურ ვეტერინარიულ მომსახურებას განსაზღვრული პროფილით.
3. სავაჭრო ობიექტები, რომელთაც აქვთ აღებული გარკვეული ვალდებულებები სხვადასხვა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის და ა.შ. რეალიზაციაზე უნდა პასუხობდეს განსაზღვრული საქმიანობის კვალიფიციურ მოთხოვნებს.
4. ქალაქებში, რაიონებში, დაბებში და სოფლად მოქმედ სავაჭრო ობიექტებს (ზოომაღაზიებს) ევალებათ:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შემოყვანილი, ასევე ადგილობრივი ცხოველების, ფრინველის, თევზის და მათი საკვების რეალიზაცია;
ბ) უზრუნველყონ მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების (მ.შ. ფრინველის, თევზის და ა.შ.) შენახვა-რეალიზაციის წესებისა და ზოოჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
გ) უზრუნველყონ ცხოველების (მ.შ. ფრინველის, თევზის და ა.შ) საკვები საშუალებებისადმი წაყენებული მოთხოვნებისა და შენახვა-რეალიზაციის წესების დაცვა.
5. ზოომაღაზია არის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება ან კოოპერატივი.
6. ზოომაღაზია საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“ შესაბამისად იძენს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას.
მუხლი 2🔗. ზოომაღაზიის უფლებები
1. ზოომაღაზიას უფლება აქვს:
ა) განახორციელოს როგორც ადგილობრივი, ასევე განსაზღვრული წესით შემოყვანილი ჯანმრთელი ცხოველების (მ.შ. ფრინველის, თევზის და ა.შ.) რელიზაცია;
ბ) აწარმოოს სამამულო, ასევე განსაზღვრული წესით შემოყვანილი და რეგისტრირებულ ცხოველთა (მ.შ. ფრინველის, თევზის და ა.შ.) საკვების რალიზაცია;
გ) მიაწოდოს მომხმარებელს სრული ინფორმაცია ცხოველის მოვლა-შენახვის, მისთვის გასაწევი აუცილებელი ვეტერინარული მომსახურების შესახებ.
მუხლი 3🔗. ზოომაღაზიების მიზნები და ამოცანები
1. ზოომაღაზიების მიზნები და ამოცანებია:
ა) მოსახლეობისათვის ჯანმრთელი ცხოველების (მ.შ. ფრინველის, თევზის და ა.შ.) მიწოდება-რელიზაცია;
ბ) ცხოველების, ფრინველის, თევზის და ა.შ. შენახვა სახეობების მიხედვით მათთვის განკუთვნილ შესაბამის სადგომებში და მათთვის საჭირო ზოოჰიგიენური პირობების შექმნა;
გ) მომხმარებლისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება ცხოველთა მოვლა-შენახვის წესების შესახებ.
მუხლი 4🔗. ზოომაღაზიების სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები
1. მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების ზოომაღაზიებზე.
2. პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე ევალებათ ზოომაღაზიების ხელმძღვანელებს.
3. ზოომაღაზია განთავსებული უნდა იყოს კაპიტალურ შენობაში, რომლის საერთო ფართი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მ2 -ს, უნდა ჰქონდეს სავაჭრო დარბაზი, სათავსო, სანიტარიული კვანძი, გამართული ვენტილაცია, განათება, გათბობა. შენობის კედლებისა და ჭერის, იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი დასუფთავების საშუალებას. აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო ინვენტარით, დახლებით, თაროებით.
4. შენობაში დაცული უნდა იყოს განსაზღვრული ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობა, რომელთა შემოწმება და აღრიცხვა უნდა ხდებოდეს დღე-ღამეში ერთხელ მაინც. აღნიშნულ პარამეტრებზე დაკვირვებისათვის აუცილებელია იყოს თერმომეტრი და ჰიგრომეტრი. ცხოველების კვება და დასუფთავება ხდებოდეს ინდივიდუალურად. დაცული უნდა იყოს მათი მოვლა-შენახვისათვის შესაბამისი ზოოჰიგიენური პირობები.
მუხლი 5🔗. ზოომაღაზიების ვალდებულებები
1. ზოომაღაზიები ვალდებული არიან:
ა) სარეალიზაციოდ დაუშვან ქვეყანაში მოქმედი წესით შემოყვანილი ცხოველები და შემოტანილი ცხოველთა საკვები;
ბ არ დაუშვან დასნებოვნებაზე საეჭვო და დასენიანებული ცხოველების, ვეტერინარულ-სამკურნალო საშუალებათა და ბიოპრეპარატების რეალიზაცია;
გ) უზრუნველყონ შენობაში ვეტსანიტარიული წესრიგის მაღალი დონე;
დ) დაიცვან შრომის დაცვისა და ხანძარუსაფრთხოების წესები;
ე) მომსახურების სუბიექტს მისთვის მისაღები ფორმით დროულად მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამკურნალოებისა და კლინიკების ტიპობრივი წესი
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ვეტერინარული სამკურნალოების და კლინიკების ტიპობრივი წესი
1. აღნიშნული წესები შემუშავებულია ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად.
2. წესები განსაზღვრავს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების მიერ ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარ-ტებისა და ნორმების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობის მაღალკვალიფიციურ ვეტერინარულ მომსახურებას განსაზღვრული პროფილით.
3. კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობა მოიცავს განსაზღვრული პროფილით სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე კერძო ვეტერინარი სუბიექტის საქმიანობას ვეტერინარიის სფეროში.
4. ვეტერინარული სამსახურები, რომელთაც აქვთ აღებული გარკვეული ვალდებულებები ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებაზე უნდა პასუხობდეს განსაზღვრული საქმიანობის კვალიფიციურ მოთხოვნებს.
5. ვეტერინარულმა სამსახურებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უნდა დაიცვან საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. იხელმძღვა-ნელონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბრძანებებით, დავალებებით, წინამდებარე წესებით.
6. ქალაქებში, რაიონებში, დაბებში და სოფლად მოქმედ ვეტერინარულ კლინიკებს ევალებათ:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ტიპობრივი წესდებისა და ვეტერინარიის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელონ ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები;
ბ) უზრუნველყონ არაგადამდები სნეულებების სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, ქირურგიული, გინეკოლოგიური დახმარების გაწევა, კოსმეტიკური ოპერაციების ჩატარება და სხვა ვეტერინარული მომსახურება;
გ) ცხოველების ინფექციური ან მასობრივი არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს;
დ) აწარმოონ ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა და ამის თაობაზე ყოველთვიური ინფორმაცია მიაწოდონ ადმინისტრაციული ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს.
7. ვეტერინარული კლინიკა, სამკურნალო არის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება ან კოოპერატივი.
8. ვეტერინარული კლინიკა, სამკურნალო არის საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“ შეძენილი ორგანიზაციულ-სამართლებლივი ფორმის მქონე ვეტერინარული დაწესებულება.
9. ვეტერინარული კლინიკა, სამკურნალო, ვეტერინარულ საქმიანობას ახორციელებს ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ვეტერინარული კანონმდებლობით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით, საქართველოს კანონმდებლობით და ვეტერინარიის სფეროში მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
10. ვეტერინარულ კლინიკას, სამკურნალოს ხელმძღვანელობს უმაღლესი ვეტერინარული განათლების მქონე პირი.
11. ვეტერინარული კლინიკა, სამკურნალო ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებებს, ქირურგიული, გინეკოლოგიური დახმარების გაწევას და სხვა ვეტერინარულ მომსახურებას ახორციელებს კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტზე დაყრდნობით.
მუხლი 2🔗. ვეტერინარული სამკურნალოებისა და კლინიკების ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. ვეტერინარიული სამკურნალოებისა და კლინიკების ძირითადი მიზნები და ამოცანები:
ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან;
გ) მოსახლეობის კერძო საკუთრებაში მყოფი ცხოველების (მ.შ. ფრივნელის, ფუტკრის და ა.შ.) ვეტერინარული მომსახურება;
დ) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური სამკურნალო და ვეტსანიტარიული ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ვეტერინარულ კეთილსაიმედოობას;
ე) ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗. ვეტერინარული კლინიკის, სამკურნალო ფუნქციები
1. ვეტერინარული კლინიკის, სამკურნალო ფუნქციებია:
ა) აუცილებელი პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ზომების მისაღებად სწავლობს მომსახურეობის ზონის ეპიზოოტიურ და ვეტერინარულ-სანიტარიულ მდგომარეობას, ორგანიზაციას უკეთებს და ატარებს ცხოველთა სნეულებების სალიკვიდაციო ვეტერინარულ ღონისძიებებს;
ბ) ორგანიზაციას უკეთებს დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებას დაავადების ადრეულ პერიოდში გამოვლენის უზრუნველსაყოფად;
გ) ატარებს ცხოველების (მ.შ. ფრინველის) ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას;
დ) ცხოველების ინფექციური ან მასობრივი არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს ადმინისტრაციული ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს და ატარებს საკარანტინო და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებებს ინფექციის კერების სწრაფად და დროულად ლიკვიდაციის მიზნით;
ე) ორგანიზაციას უკეთებს დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზინვაზიის და დერატიზაციის სამუშაოების ჩატარებას;
ვ) უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სავალდებულო ნორმების დაცვით პათოლოგიური მასალის აღებას და გადაგზავნას ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ცენტრალურ ლაბორატორიაში შემდგომი გამოკვლევის მიზნით;
ზ) კონსულტაციას უწევს ცხოველთა (მ.შ. ფრინველის, თევზის და სხვ.) მეპატრონეებს ცხოველების კვების, მოვლაშენახვის და მკურნალობის საკითხებზე.
მუხლი 4🔗. ვეტერინარული კლინიკის, სამკურნალო სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები
1. ვეტერინარული კლინიკის, სამკურნალო სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები ვრცელდება:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარულ კლინიკებზე, ვეტერინარულ სამკურნალოებზე;
ბ) პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე ევალებათ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებების ხელმძღვანელებს.
2. ვეტერინარული სამკურნალო, კლინიკა განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ კაპიტალურ შენობაში, რომლის საერთო ფართი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40 მ2 .
3. ვეტერინარულ კლინიკას უნდა ჰქონდეს შემდეგი კაბინეტები:
ა) ცხოველის მისაღები, ქირურგიული, სასტერილიზაციო, ვეტერინარული სპეციალისტის, სანიტარული კვანძი;
ბ) კაბინეტები უნდა პასუხობდეს საერთო ტექნიკური წესების მოთხოვნებს, ჰქონდეს წყალგაყვანილობა, ვენტილაცია და კანალიზაცია;
გ) შენობის კედლების და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი და ხარისხიანი დასუფთავების საშუალებას. მოსაპირკეთებლად გამოყენებულ უნდა იქნეს წყალგამძლე საღებავები, კაფელის მომინანქრებული ფილები. იატაკზე დალაგებული უნდა იყოს არამომინანქრებული ფილები, ან ლინოლეუმი, ან რელინი, რომლის ნაწიბურები აუცილებლად შედუღებული უნდა იყოს ერთმანეთთან;
დ) ცხოველის მისაღებ და ქირურგიულ განყოფილებაში აუცილებლად უნდა იყოს სველი წერტილი (ტრაპი). მისაღები და ქირურგიული უნდა იყოს აღჭურვილი ბაქტერიოციდული გამომასხივებლით, დამუშავებული მასალის ჭურჭლით; სადეზინფექციო ხსნარებით.
მუხლი 5🔗. ვეტერინარულ-ტექნიკური აღჭურვილობა
1. სამკურნალო აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი სახის ინვენტარითა და ტექნიკით:
ა) საფიქსაციო მაგიდა, კარადა ინვენტარისათვის, კარადა მედიკამენტებისათვის, ინსტრუმენტების მაგიდა, მაცივარი, სეიფი ან საკეტიანი კარადა (შხამიანი და ძლიერმოქმედი პრეპარატების შესანახად), სასტერილიზაციო ყუთი, ცხოველის ასაწონი სასწორი, ვეტერინარი სპეციალისტის მაგიდა და სკამი;
ბ) ვეტერინარული ინსტრუმენტები: თერმომეტრი, ფონენდოსკოპი, გამადიდებელი მინა, ქირურგიული იარაღების კომპლექტი, ინსტრუმენტები ხორხიდან უცხო სხეულის ამოსაღებად, საკრავი და გადასახვევი მასალა, სისხლდენის შემაჩერებელი მომჭერები, მაკრა-ტელი, პინცეტი, ბიქსი, თასი, რეზინის ხელთათმანები, სანარკოზე აპარატი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი და სხვა.
მუხლი 6🔗. ვეტერინარი სპეციალისტების უფლება-მოვალეობანი
ვეტერინარი სპეციალისტების უფლება-მოვალეობებია:
1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურები განსაზღვრული პროფილით ვეტერინარიის სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე კერძო ვეტერინარ სუბიექტებზე დაყრდნობით.
2. კერძო ვეტერინარი სუბიექტი:
ა) პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო სერტიფიკატით განსახღვრული საქმიანობის ფარგლებსა და ვადებში;
ბ) პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი;
გ) ვალდებულია მომსახურების სუბიექტს მისთვის მისაღები ფორმით დროულად მიაწოდოს სრული და ობიექტური ინფორმაცია;
დ) ვალდებულია თითოეულ ჩატარებულ ღონისძიებაზე აწარმოოს ვეტერინარული ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, დროულად, განსაზღვრულ ვადაში, რომელიც ადეკვატურად უნდა ასახავდეს ვეტერინარულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს;
ე) ვალდებულია აწარმოოს ვეტერინარული კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო ჟურნალები;
ვ) ვალდებულია დაიცვას ვეტერინარული ჩანაწერების, შენახვის ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი წესი. აცნობოს იგი მესამე პირს მხოლოდ ,,ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) ვალდებულია ჩატარებული სამუშაოების შესახებ თვეში ერთხელ, ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე ანგარიში წარუდგინოს ადმინისტრაციული ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს;
თ) ვალდებულია სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებზე ეჭვის შეტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი ადმინისტრაციული ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს;
ი) ვეტერინარული საქმიანობის განხორციელებისას იყოს სპეცფორმაში, დაიცას პროფესიული ეთიკის ნორმები, მომსახურე სუბიექტების ინტერესები, ვეტერინარული საქმიანობის პრესტიჟი, კოლეგებს შორის დაამკვიდროს ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო;
კ) იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება გაუწია ფიზიკური ან იურიდიული პირის ცხოველს, რომელსაც მანამადე სხვა კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტი მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა მომსახურების გამწევმა ამის შესახებ უნდა შეატყობინოს შესაბამის კერძო ვეტერინარული საქმიანობის სუბიექტს და ფიზიკური ან იურიდიული პირის თანხმობით, რომლის ცხოველსაც გაუწიეს ვეტერინარული მომსახურება, გადააბაროს ვეტერინარული მომსახურების გაგრძელება.
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების კოსმეტიკური კაბინეტების
ტიპობრივი წესები
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ვეტერინარულ კოსმეტიკური კაბინეტების ტიპობრივი წესი
1. აღნიშნული წესები შემუშავებულია ,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად.
2. წესები განსაზღვრავს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების მიერ ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების გამოყენებით საქართველოს აგრარული სექტორისა და მოსახლეობის მაღალკვალიფიციურ ვეტერინარულ მომსახურებას განსაზღვრული პროფილით.
3 კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობა მოიცავს განსაზღვრული პროფილით სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე კერძო ვეტერინარი სუბიექტის საქმიანობას ვეტერინარიის სფეროში.
4. ვეტერინარული სამსახურები, რომელთაც აქვთ აღებული გარკვეული ვალდებულებები ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებაზე უნდა პასუხობდეს განსაზღვრული საქმიანობის კვალიფიციურ მოთხოვნებს.
5. ვეტერინარულ-კოსმეტიკურმა კაბინეტებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უნდა დაიცან საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6. ქალაქებში, რაიონებში, დაბებში და სოფლად მოქმედ ვეტერინარულ-კოსმეტიკურ კაბინეტებს ევალებათ:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ტიპობრივი წესდების შესაბამისად განახორციელოს ცხოველების კოსმეტიკური დამუშავება;
ბ) აწარმოონ ვეტერინარულ-კოსმეტიკური საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა.
7. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი არის საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“ შექმნილი ორგანიზაციულ-სამართლებლივი ფორმის მქონე ვეტერინარული დაწესებულება.
8. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი არის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიძლება იყოს ინდივიდუალური, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება ან კოოპერატივი.
9. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტს ხელმძღვანელობს უმაღლესი ვეტერინარიული განათლების მქონე პირი.
10. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი ცხოველთა კოსმეტიკურ მომსახურებას ახორციელებს კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტზე დაყრდნობით.
მუხლი 2🔗. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტების მიზანი
ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტების ძირითადი მიზანია ცხოველთა კოსმეტიკური მომსახურება.
მუხლი 3🔗. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტების ფუნქციები
1. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტების ფუნქციებია:
ა) ცხოველთა კოსმეტიკური ოპერაციების ჩატარება;
ბ) ცხოველთა მეპატრონეებზე საჭირო კონსულტაციის გაწევა.
მუხლი 4🔗. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტების სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები
1. მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარულ-კოსმეტიკურ კაბინეტებზე.
2. პასუხისმგებლობა მოცემული მოთხოვნების შესრულებაზე ევალებათ ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტების ხელმძღვანელებს.
3. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტები განთავსებული უნდა იყოს კაპიტალურ შენობაში, რომლის საერთო ფართი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მ2 .
4. ვეტერინარულ-კოსმეტიკურ კაბინეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი განყოფილებები:
ა) ცხოველის მისაღები, კოსმეტოლოგიური, ვეტერინარი სპეციალისტის ოთახი, სანიტარიული კვანძი;
ბ) კაბინეტები უნდა პასუხობდეს საერთო ტექნიკური წესების მოთხოვნებს, ჰქონდეს წყალგაყვანილობა, ვენტილაცია და კანალიზაცია;
გ) შენობის კედლების და იატაკის მოპირკეთება უნდა იძლეოდეს სველი და ხარისხიანი დასუფთავების საშუალებას. მოსაპირკეთებლად გამოყენებული უნდა იქნეს წყალგაუმტარი საღებავები, კაფელის მომინანქრებული ფილები. იატაკზე დალაგებული უნდა იყოს არამომინანქრებული ფილები, ლინოლეუმი, ან რელინი, რომლის ნაწიბურები აუცილებლად შეწებებული უნდა იყოს ერთმანეთთან;
დ) ცხოველის მისაღებ და ქირურგიულ განყოფილებაში აუცილებლად უნდა იყოს სველი წერტილი და ტრაპი. მისაღები და ქირურგიული აღჭურვილი უნდა იყოს ბაქტერიოციდული გამომასხივებლით, დასამუშავებული მასალის ჭურჭლით, სადეზინფექციო ხსნარებით.
მუხლი 5🔗. ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტის აღჭურვილობა
ვეტერინარულ-კოსმეტიკური კაბინეტი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი სახის ინვენტარითა და ტექნიკით:
ა) საფიქსაციო მაგიდა, კარადა ინვენტარისათვის, კარადა მედიკამენტებისათვის, ინსტრუმენტების მაგიდა, მაცივარი, სეიფი ან საკეტიანი კარადა, სასტერილიზაციო ყუთი, ვეტერინარი სპეციალისტის მაგიდა და სკამი;
ბ) ვეტერინარული ინსტრუმენტები: თერმომეტრი, გამადიდებელი მინა, ქირურგიული იარაღების კომპლექტი, საკრავი და გადასახვევი მასალა, სისხლდენის შემაჩერებელი მომჭერები, მაკრატელი, პინცეტი, ბიქსი, რეზინის ხელთათმანები და სხვა.